ამობეჭდვის თარიღი: 23.12.2024 06:41:55
კატეგორია: სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ონის მუნიციპალიტეტი, სოფ. გადამშის მიმდებარე ტერიტორია, სასარგებლო წიაღისეულის (მადანგამოვლინება) შესწავლა-მოპოვება.
განაცხადის #:122DQB115
აუქციონის #: 122
ლოტის #: 1
დაწყება/დასრულება: 04/01/2016 12:00 - 04/01/2016 18:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 17950GEL
დასრულების დრო: 04.01.2016 18:00:00
გაყიდვის ფასი : 39050.0000 GEL
საწყისი ფასი: 35500 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 3550 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: გარემოს ეროვნული სააგენტო
მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის გამზ 150
ტელეფონი: 995-
თვისებები
ქვეყანასაქართველოქუჩა(დასახელება/ნომერი)ონის მუნიციპალიტეტი, სოფ. გადამშის მიმდებარე ტერიტორია
Rs რუკის მხარდაჭერა-გადახდის პერიოდი15
;
აღწერილობა
აღწერილობაგთხოვთ, ისარგებლოთ eauction.ge-ის  ანგარიშსწორების ახალი სისტემით:საგარანტიო თანხის ღირებულების  გადახდა შესაძლებელია საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით და სს „ლიბერთი  ბანკში“ ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით. ორივე მეთოდით გადახდილი თანხა ავტომატურად  აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში გადახდის განსახორციელებლად  მომხმარებელი ბანკში წარადგენს ლოტის განაცხადის ნომერს (რომელზეც სურს რომ  მოახდინოს გადახდა) და აუქციონზე რეგისტრირებული მომხმარებლის მონაცემს(ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/საინდიფიკაციო კოდი).დამატებითი  ინფორმაციისთვის  დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე:  (032)  2 601-601 ან (032) 243-95-57
პირობა

საგარანტიო  თანხა მოიცავს 200 ლარიან სალიცენზიო მოსაკრებელს.

სარგებლობის  ლიცენზიის ვადა 20 წელი.

სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ა) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა განახორციელოს არაუმეტეს 5 წლის ვადაში. არაუგვიანეს შესწავლის ვადის ამო­წურვისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასარგებლო წია­ღი­სეულის მარაგები დასამტკიცებლად შესაბამის ორგანოში წარადგინოს შესწავლის მასალები;
ბ) მარაგების დამტკიცებისა და ლიცენზიაში შესაბამისი ცვლილების შეტანის შემდგომ, შესაბამისი ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვი­სების ეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მი­თითებით);
გ) მარაგე­ბის დამტკიცების შემდეგ ლიცენ­ზიატი ვალდებულია, გადაიხადოს „სარ­გებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებ­ლობის ლიცენ­ზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშ­სწო­რების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკო­ნომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძა­ნებით დამტკიცებული დებუ­ლე­ბის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათ­ვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაან­გარი­შებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი აუქციონზე მის მიერ და­ფიქსირებული, ბოლო შეთავაზებული ფასის გამოკ­ლებით, თუ აუქციონზე მის მიერ დაფიქსირებული, ბოლო შეთავაზებული ფასი ნაკლებია მარაგების დამტკიცების შემდეგ მის მიერ გადასახდელ თანხაზე; ზემოაღნიშნული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისა და ლიცენზიაში შესაბამისი ცვლილების განხორციელების შემდეგ ლიცენზიანტი უფლებამოსილია, განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება;
დ) თუ სალიცენზიო ფართობზე დამტკიცებული მარაგების მიხედვით გამოთვლილი ფასი ნაკლებია აუქციონზე დაფიქსირებულ საბოლოო ფასზე, ამ შემთხვევაში მეტობით გადახდილი თანხა არ ექვემდებარება  უკან დაბრუნებას;
) ძებნა-ძიებითი სამუშაოების სრულყოფილად ჩატარების მიზნით 5 წლის ვადაში დახარჯოს არანაკლებ 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარი;
 ) უზრუნველყოს შესწავლის პერიოდში ადგილობრივი მოსახლეობის (არანაკლებ 50 ადამიანის) დასაქმება;
) ლიცენზიის ძალაში შესვლიდან, შესწავლის პერიოდის განმავლობაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, მის მიერ დადგენილი ვადებისა და მოთხოვნების  გათვალისწინებით, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე განახორციელოს გარემოსდაცვითი ღონისძიებები 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობის  თანხის ფარგლებში;
) ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში სოფელ სორში ააშენოს საბავშვო ბაღი, მუნიციპალიტეტის მიერ მითითებულ ადგილზე და პირობებით;
) შესწავლის პერიოდის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინოს კარგი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე აუდიტორული კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნა, რომელიც მოიცავსპუნქტში მითითებული თანხის ხარჯვის ანგარიშს;
) ხელი არ შეუშალოს სალიცენზიო ფართობში მოქმედი სხვა ლიცენზიებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას;
) მოქალაქეებს არ შეუზღუდოს სალიცენზიო ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება;
ხელი არ შეუშალოს სახელმწიფო და  საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას;
ნ) სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცების  შემდგომ უზრუნველყოს საბადოს კომპლექსური ათვისება;
ო) ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში, ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს ,,ე“ პუნქტით გათვალისწინებულ, შესწავლის პერიოდში განსახორციელებელი 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარის ოდენობის თანხის ხარჯვის გეგმა-გრაფიკი, რომელიც უნდა მოიცავდეს დეტალურ და დასაბუთებულ ინფორმაციას შესწავლის პერიოდში ჩასატარებელი სამუშაოებისა (ღონისძიებების) და ამ სამუშაოებისათვის გასაწევი ხარჯების შესახებ, მათ შორის, კონკრეტული სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო ვადის ხანგრძლივობის შესახებ. წარმოდგენილი ინფორმაცია გახდება ლიცენზიის ფარგლებში სავალდებულოდ შესასრულებელი პირობა და მისი შეუსრულებლობა გამოიწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ზომებს;
პ) სახელმწიფო უფლებამოსილია, წინამდებარე სალიცენზიო ფართობის  გეოლოგიური შესწავლისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე გასცეს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა/მოპოვების ლიცენზიები, რომლებიც არ იქნება დაკავშირებული ამ ლიცენზიით განსაზღვრული წიაღისეულით სარგებლობასთან;
ჟ) სალიცენზიო ობიექტზე სამუშაოების ჩატარება უნდა განხორციელდეს ქვეყანაში მოქმედი სამთო საქმისათვის მიღებული წესებისა და ნორმების დაცვით;
რ) ლიცენზიის მფლობელმა სამუშაოების ჩატარების დროს არ დაუშვას სამთო გამონამუშავრების ჩაყრა მდ. სონტარულას კალაპოტში;
) ლიცენზიის მფლობელმა შეასრულოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის გარემოს დაცვის შესახებ“, ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” და „წიაღის შესახებ“  საქართველოს კანონებით და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით  დადგენილი სხვა მოთხოვნები.  ამასთან, ,,წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წიაღით სარგებლობისას იშვიათი მეცნიერული ან ესთეტიკური ფასეულობის ობიექტების აღმოჩენის შემთხვევაში შეაჩეროს სამუშაოები და დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს.

აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს

აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში.

;