შ.პ.ს "მთის კურორტების განვითარების კომპანია" აცხადებს აუქციონს მიწის ნაკვეთზე, მდებარე დაბა გუდაურში "სმარტის" მოპირდაპირე მხარეს, კომერციული საქმიანობის მიზნებისათვის გამოსაყენებლად. აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ შესაბამისი ობიექტის მოწყობა უნდა მოხდეს შ.პ.ს "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" წარმომადგენლების მიერ მითითებულ ადგილზე და არეალში, 20 კვ.მ-იან მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით: 74.06.11.645. აუქციონში გამარჯვებული პირი , შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან, ვალდებულია ყოველწლიურად შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ გადაუხადოს ფიქსირებული თანხა, რომელიც გამოვლინდება აუქციონზე ვაჭრობის შედეგად და რომლის საწყისი სავაჭრო ოდენობა ყოველწლიურად შეადგენს 3400 ლარს, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველანაირი გადასახადის ჩათვლით. - პირველი წლის საიჯარო ქირის 50%, გადახდილ უნდა იქნეს არაუგვიანეს 2016 წლის 01 მარტისა;
- ხოლო დარჩენილი თანხა აუქციონში გამარჯვებულმა პირმა უნდა გადაიხადოს, არაუგვიანეს მხარეთა შორის შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულებს გაფორმებიდან 1 (ერთი) კალენდარული წლის დასრულებამდე;
- მომდევნო წლის საიჯარო ქირა გადახდილ უნდა იქნეს არაუგვიანეს 2017 წლის 01 მარტისა.
საიჯარო ვადა: საიჯარო ვადა განისაზვროს შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის ვადით. აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს,რომელსაც აქვს საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება. ყურადღება! შეზღუდვა: - სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე სარგებლობის პერიოდში დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი კონსტრუქციის მშენებლობა-განთავსება,მეიჯარესთან ვიზუალის შეთანხმებით. ვიზუალის არ დაცვის შემთხვევაში შ.პ.ს "მთის კურორტების განვითარების კომპანიას" უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეწყვიტოს საიჯარო ხელშეკრულება. · დასაშვებია ხელშეკრულების ვადამდე მოშლა, სსიპ ”სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” ან მისი უფლებამონაცვლის მიერ შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის” კაპიტალიდან ამოღების ან უფლების გამცემის მიერ მოშლის თაობაზე ცალმხრივი ნების გამოვლენის შემთხვევაში. ხელშეკრულების დასახელებული საფუძვლით მოშლის ვადა განისაზღვროს მოშლის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს ორი თვით.
ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმად განისაზღვროს: - მაქსიმალური სარგებლობის საფასურის დაფიქსირება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებული საწყისი სარგებლობის საფასურს დამატებული არანაკლებ ერთი ბიჯის ოდენობას (ქონების იჯარით სარგებლობა გადაცემულად ითვლება ელექტრონულ აუქციონში საბოლოო თანხის შემომთავაზებელ მონაწილეზე); - ვალდებულების აღება აუქციონის პირობების დაკმაყოფილებაზე. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია მეიჯარესთან იჯარის ხელშერულების გაფორმებიდა არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში, კომუნალური გადასახადების გადასახდელად, დადგეს ქვეაბონენტად შესაბამის სამსახურებში;
აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია მიიღოს იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე დროებითი მსუბუქი კონსტრუქციის განთავსებასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ნებართვა/თანხმობა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან , მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია აუქციონის დასრულებიდან 3 (სამ) სამუშაო დღეში გამოცხადდეს შ.პ.ს "მთის კურორტების განითარების კომპანიის" ოფისში, მდებარე: ქ. თბილისი, კოსტავას 70-ში და გააფორმოს იჯარის ხელშეკრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ დაუბრუნდება საგარანტიო თანხა.
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: 577327002 |
|
|