ამობეჭდვის თარიღი: 16.05.2025 04:27:49
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ა(ა)იპ აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლა. ფართი სარგებლობაში გაიცემა ქორეოგრაფიული წრის ფუნქციონირებისთვის.
განაცხადის #:10961FW27911416
აუქციონის #: 10961
ლოტის #: 279114
დაწყება/დასრულება: 10/03/2016 13:00 - 15/03/2016 12:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 576GEL
დასრულების დრო: 15.03.2016 12:00:00
გაყიდვის ფასი : 207.0000 GEL
საწყისი ფასი: 192 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 15 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლა
მისამართი: საქართველო, ბათუმი, ტაბიძის #11
ტელეფონი: 995-599020129
თვისებები
სართული2TV-
ცხელი წყალი-გათბობა-
სველი წერტილები1ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება-
ლიფტი-ბუხარი-
ჭერის სიმაღლე3.2აივანი-
ლოჯი-კვადრატულობა(მ²)134.5
ბრძანების ნომერი01-03/1საკადასტრო კოდი05.25.10.054
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია+
ელექტრო მომარაგება+ბუნებრივი გაზი-
ოთახების რაოდენობა1ქვეყანასაქართველო
ქალაქიბათუმიქუჩა(დასახელება/ნომერი)ტაბიძის ქ. #11
შენობის პროექტიქალაქურიშენობის მდგომარეობაძველი გარემონტებული
სათავსო-სარგებლობაში გადაცემის ვადა16.03.2016-28.02.2017
;
აღწერილობა
აღწერილობა

სკოლის შენობის მეორე სართულზე მდებარე 134,5 კვ.მ. დარბაზის იჯარის უფლებით სარგებლობაში გაცემა ხდება პირობებიანი ელექტრონული აუქციონის ფორმით.

აუქციონის ჩატარების პირობები: იხილეთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 5 მაისის №103 ბრძანებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი“

ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა:

  • აუქციონში მონაწილეობის მიღებით აუქციონის მონაწილე ადასტურებს, რომ ის იღებს ვალდებულებას გამარჯვების შემთხვევაში სრულად დააკმაყოფილოს გამოცხადებული სააუქციონო პირობები;
  • ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს გადახდის წესები:  იხილეთ გრაფა "გადახდები". რეგისტრირებული მომხმარებლისათვის  ხელმისაწვდომია ბეს  გადახდის ფორმები (რომლებიც შეიცავენ ინფორმაციას გადამხდელის, ლოტის, აუქციონატორის შესახებ, დასახელებისა და ანგარიშის/ანგარიშების ნომრ(ებ)ის, ბეს თანხის მითითებით) აღნიშნულისათვის იხილეთ გრაფა: "დანიშნულება".

აუქციონში გამარჯვების პირობაა მაქსიმალური ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის ყოველთვიური სარგებლობის საფასურს, არანაკლებ ერთი ბიჯისა (ქონება ითვლება სარგებლობაში გადაცემულად ელექტრონულ აუქციონში საბოლოო  თანხის შემომთავაზებელ მონაწილეზე).

ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი ბე სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში, თუ:

ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

ბ) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, დაარღვია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის კანონმდებლობით განსაზღვრული წესი და პირობები.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვების თაობაზე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 2 დღის ვადაში  გამოცხადდეს ა(ა)იპ აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის ადმინისტრაციაში (მის: ქ. ბათუმი, ტაბიძის ქ. N11) და ხელშეკრულების დასადებად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია.

დაინტერესებულ პირს  დამატებითი ინფორმაციისათვის შეუძლია მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას (მის. ქ. ბათუმი, ტაბიძის ქ. N11; ტელ: 577 08 09 92; საკონტაქტო პირი - რუსუდან ჟოჟაძე).

პირობა

დარბაზი იჯარით გაიცემა ქორეოგრაფიული წრის ფუნქციონირებისათვის, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 28 თებერვლამდე პერიოდით, კვირაში 6 დღით, დღეში სამი საათით (სასწავლო პროცესისაგან თავისუფალ დროს), გარდა ივლის-აგვისტოს თვეებისა და სექტემბრის თვის პირველი ორი კვირისა. აუქციონში გამარჯვების შედეგად შემოთავაზებულ ბოლო ფასს დაემატება კომუნალური გადასახადებისა და დარბაზის დალაგება-დასუფთავების ხარჯები 40,0 ლარის ოდენობით (შესაბამისად ყოველთვიური საიჯარო ქირა საბოლოოდ განისაზღვრება აუქციონზე შემოთავაზებული ბოლო ფასისა და მითითებული 40 ლარის ჯამური თანხით).

საიჯარო ქირა გადაიხდება არაუგვიანეს ყოველი  საანგარიშსწორებო თვის 10 რიცხვამდე. აუქციონში გამარჯვებულს გადახდილი ბე  ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის ანგარიშში. იჯარის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მიუხედავად ხელშეკრულების შეწყვეტის დროისა, მოიჯარე (აუქციონში გამარჯვებული) სრულად იხდის სულ ცოტა მომდევნო ორი თვის სარგებლობის საფასურს, თუ სახელშეკრულებო ვადის შეწყვეტამდე დარჩენილია არანაკლებ ორი თვე.

საიჯარო ხელშეკრულების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა აღნიშნულის თაობაზე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მომართვის შემთხვევაში, მომართვიდან ორი კვირის ვადაში.

;