|
![]() |
კატეგორია:
იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:საპირფარეშო
განაცხადის #:30367AZS28119716 აუქციონის #: 30367 ლოტის #: 281197 რაოდენობა: 1 დაწყება/დასრულება: 20/04/2016 10:00 - 04/05/2016 15:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 1 ბიჯი საგარანტიო თანხა: 260GEL
დასრულების დრო: 04.05.2016 15:00:00
გაყიდვის ფასი : 2730.0000 GEL
საწყისი ფასი: 2600.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 130 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: თვითმმართველი თემი - დუშეთის მუნიციპალიტეტი მისამართი: დუშეთის რაიონში / სტალინის #27 ტელეფონი: 971- |
თვისებები
|
წყალი და კანალიზაცია | - | მიწის ფართობი(მ²) | 60 | საკადასტრო კოდი | 71.62.47.450 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | დუშეთი | რაოდენობა | 1 | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | სოფ. მლეთა | ბრძანების ნომერი | 102 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება-სოფელ მლეთაში მდებარე საზოგადოებრივი საპირფარეშო, 60 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობა (ს/კ 71.62.47.450) ქირავნობის ვადა შეადგენს ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთ) წელს |
მოკლე აღწერილობა | ობიექტზე არსებობს წყალმომარაგების სისტემა და კანალიზაცია. მოსაწყობია წყალმომარაგების სისტემის შემკრები ნაგებობები, ვინაიდან მოიხმარს არსებული ხევის წყალს და წყალზე, როგორც ბუნებრივ რესურსზე საჭირო იქნება შესაბამისი ნებართვის მიღება ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტროსგან. |
პირობა | ა) საკუთარი ხარჯებით დაარეგისტრიროს სარგებლობის უფლება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში ხელშეკრულების ხელმოწერიდან 1 თვის ვადაში; ბ) გადაიხადოს წლიური ქირა, არაუგვიანეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თარიღისა; გ) უზრუნველყოს გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა, ტექნიკური ექსპლუატაციის წესების და ნორმების დაცვით, ეკოლოგიურ, სანიტარულ-ჰიგიენურ, ხანძარსაწინააღმდეგო ნორმებთან შესაბამისობაში; დ) გადაცემული ქონება გამოიყენოს გადაცემის მომენტისათვის არსებული ფუნქციური დანიშნულებით (საზოგადოებრივ საპირფარეშოდ). სხვა მიზნით ქონების გამოყენებისას მიიღოს მეიჯარის წინასწარი წერილობითი თანხმობა; ე) საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს გადაცემული ქონების სარემონტო და კეთილმოწყობის სამუშაოები. სამუშაოების ჩატარების თაობაზე წინასწარ უნდა აცნობოს მუნიციპალიტეტს და წერილობით შეათანხმოს სამუშაოების პროექტი და ჩატარების გრაფიკი; ვ) გადაიხადოს ქონების კომუნალური მომსახურების გადასახადები დადგენილი ტარიფისა და წესის მიხედვით, რისთვისაც ცალკე გააფორმოს ხელშეკრულება შესაბამის ორგანიზაციებთან. საჭიროების შემთხვევაში საკუთარი ხარჯებით მოახდინოს აბონენტად რეგისტრაცია; ზ) ქირავნობის ვადის გასვლის შემდგომ დააბრუნოს ქონება გამართულ მდგომარეობაში; თ) გადაცემული ქონება სარგებლობის უფლებით არ გადასცეს (მათ შორის გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) მესამე პირს ან სხვაგვარად დატვირთოს იგი მუნიციპალიტეტთან შეუთანხმებლად; ი) არ განათავსოს რეკლამა (თავის საქმიანობასან დაკავშირებული რეკლამის გარდა) გადაცემულ ქონებაზე მუნიციპალიტეტთან შეთანხმების გარეშე; კ) ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში სრულად გადაიხადოს პირგასამტეხლო, ხელშეკრულებით დადგენილი ოდენობითა და პირობებით; ლ) წარუდგინოს მუნიციპალიტეტს წერილობითი ინფორმაცია მოთხოვნისთანავე ხელშეკრულებისპირობებით და საქართველოს კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მომდინარეობის თაობაზე შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად; მ) შეუწყოს ხელი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ პირს ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მომდინარეობის თაობაზე დოკუმენტური და ვიზუალური მონიტორინგის და სხვა უფლებამოსილებების განხორციელებაში; ნ) სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში აუქციონში გამარჯვებულის მიერ განხორციელებული ყველა გაუმჯობესება (მათ შორის მოცილებადი), წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუტრებას; ო) იზრუნოს ნაქირავები ობიექტის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაზე. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |