ამობეჭდვის თარიღი: 16.05.2025 04:33:56
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ ქალაქ თბილისის N107 საჯარო სკოლის კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის
განაცხადის #:81676KDA28272016
აუქციონის #: 81676
ლოტის #: 282720
დაწყება/დასრულება: 14/03/2016 16:17 - 21/03/2016 12:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 281 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 948.33GEL
დასრულების დრო: 21.03.2016 12:32:00
გაყიდვის ფასი : 5655.0000 GEL
საწყისი ფასი: 2845 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ქალაქ თბილისის #107 საჯარო სკოლა
მისამართი: ქ. თბილისის სამგორის რაიონი / ლილოს დასახლება
ტელეფონი: 995-322741485
თვისებები
გათბობა-აივანი-
ლოჯი-TV-
ცხელი წყალი-კვადრატულობა(მ²)93.91
წყალი და კანალიზაცია-ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება-
ლიფტი-ბუხარი-
ქვეყანასაქართველოRs რუკის მხარდაჭერა-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
შენობის პროექტიარასტანდარტულიშენობის მდგომარეობაძველი გარემონტებული
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქალაქი თბილისი ლილოს დასახლებასათავსო-
სარგებლობაში გადაცემის ვადა3 წელი
;
აღწერილობა
აღწერილობაიჯარით გაიცემა სსიპ ქალაქ თბილისის N 107  საჯარო სკოლის დამხმარე შენობის პირველ სართულზე  განთავსებული 93.91 კვ.მ ფართი, კვების ობიექტის ფუნქციონირებისათვის მასში განთავსებულ მოძრავ ქონებასთან ერთად (1 ცალი სარკე).
მოკლე აღწერილობა 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით : 591412700

პირობა

1. ფართი იჯარით გაიცემა კვების ობიექტის  ფუნქციონირებისათვის;

2. საწყისი ფასი ჯამურად შეადგენს იჯარის ფორმით ფართით სარგებლობის ერთი წლის საიჯარო გადასახადს;

3. ფართი იჯარით გაიცემა 3 (სამი) წლის ვადით, ინვენტართან ერთად (1 ცალი სარკე).

4.ელექტროენერგიის მრიცხველი განმხოლოებულია.

5.მოიჯარემ უნდა მოახდინოს წყლის მრიცხველის განმხოლოება.

6. საიჯარო ქირაში  შედის ბუნებრივი აირით (გათბობის) სარგებლობის გადასახადი;

7. საიჯარო ქირაში არ შედის სხვა კომუნალური გადასახადის (ელექტროენერგიისა და წყლის) გადასახადი;

8. მოიჯარე ვალდებულია, დაიცვას ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმები, გადაიხადოს კომუნალური გადასახადი და მისი საქმიანობით ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესის ნორმალურ წარმართვას;

9.მოიჯარე ვალდებულია, კვების ობიექტის ფუნქციონირებისათვის საჭირო დანადგარებით თავად აღჭურვოს საიჯარო ფართი;

10. სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" წერილობითი მოთხოვნიდან არა უმეტეს 2 (ორი) კვირის ვადაში გაუქმებულ იქნება მოიჯარესთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება;

11.გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას;

12.ბაზარზე ფართით სარგებლობის ფასის ზრდის შემთხვევაში მეიჯარეს ეძლევა უფლება, ყოველწლიურად შეიტანოს ცვლილება საიჯარო ქირაში დამოუკიდებელი აუდიტის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე;

13. საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს დაფარავს ქონების სარგებლობის უფლების მიმღები (მოიჯარე).

14. მოიჯარე ვალდებულია დაიცვას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 27 ოქტომბრის N01-306/ო ბრძანებით დამტკიცებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციები (გაიდლაინი) "ჯანსაღი და უსაფრთხო კვება სკოლაში"

15.საკვები პროდუქტები უნდა მომზადდეს ადგილზე.

;