ამობეჭდვის თარიღი: 16.05.2025 11:57:11
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:თბილისის სააპელაციო სასამართლოს შენობის პირველ სართულზე არსებული ფართი 63,25 კვადრატული მეტრი სასადილოს ფუნქციონირებისათვის
განაცხადის #:50419ESL28631816
აუქციონის #: 50419
ლოტის #: 286318
დაწყება/დასრულება: 29/03/2016 14:00 - 12/04/2016 14:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 510GEL
მიმდინარე ფასი : 170 GEL
საწყისი ფასი: 170 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 17 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: საქ-ოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი
მისამართი: ძველი თბილისის (ყოფ.მთაწმ) რაიონი / ძმ. ზუბალაშვილების 6
ტელეფონი: 971-
თვისებები
სართული1ლოჯი-
TV-ცხელი წყალი-
გათბობა+კვადრატულობა(მ²)63.25
წყალი და კანალიზაცია+ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება-
ლიფტი-ბუხარი-
აივანი-ქალაქითბილისი
Rs რუკის მხარდაჭერა-ელექტრო მომარაგება+
ბუნებრივი გაზი-შენობის პროექტიარასტანდარტული
შენობის მდგომარეობაძველი გარემონტებულიქვეყანასაქართველო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქუჩა #7ასათავსო-
სარგებლობაში გადაცემის ვადა2020 წლის 1 მაისამდე
;
აღწერილობა
აღწერილობათბილისის სააპელაციო სასამართლოს შენობის პირველ სართულზე არსებული  ფართი 63,25 კვადრატული მეტრი სასადილოს ფუნქციონირებისათვის
პირობა
 

  ფართი  სარგებლობაში იჯარის უფლებით გაიცემა საზ.კვების ობიექტის ფუნქციონირებისათვის
  • აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია უზრუნველყოს სასადილოში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის შეტანა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით საკვების მომზადება;
  • საწყისი თანხა შეადგენს ერთი თვის სარგებლობაში გადაცემის საფასურს.
  • აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია   პირველ სართულზე არსებული  ფართზე განათავსოს საჭირო სამზარეულო ინვენტარი კერძოდ: სასადილოს მაგიდა  საშუალოდ დღიურ 20 მომხმარებელზე,  გათვლილი დარბაზის მაგიდები და სკამები;
  • აუქციონში გამარჯვებულმა ასევე უნდა განათავსოს  ფართებზე სხვა საჭირო სასადილო ინვენტარი   ქურა, საცხობი ღუმელი, მიკროტალღური ღუმელი, მაცივარი, საყინულე მაცივარი,დახლ-მაცივარი, ხორცის საკეპი მანქანა გამწოვი-ვენტილაცია და სხვა საჭირო საზოგადოებრივი კვების დანადგარ -მოწყობილობები);
  • აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია უზრუნველყოს კვების ობიექტის ფუნქციონირების დაწყება საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ორი  კვირის ვადაში;
  • გამარჯვებულმა სავალდებულოა წარმოადგინოს აღნიშნულ სფეროში ანალოგიური მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
  • მეიჯარე იჯარის ხელშეკრულების მიმდინარეობის პერიოდში უფლებამოსილია საკუთარი ძალებით მოახდინოს კვების ობიექტის ინსპექტირება სანიტარული ნორმების დაცვისა და პროდუქციის ხარისხის შემოწმების მიზნით;
  • იკრძალება თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელების რეალიზაცია.
  • სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სარგებლობის უფლებით გამცემ ორგანოსა და სარგებლობის უფლების მიმღებს პირს შორის იდება ხელშეკრულება სარგებლობის უფლებით ფართის გაცემის შესახებ, რომელიც ექვემდებარება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ რეგისტრაციას. აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გაცემისას ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 1 (ერთი) კვირის ვადაში, რეგისტრაციის ვალდებულება ეკისრება აუქციონში გამარჯვებულს;
  • აუქციონში გამარჯვებულმა სარგებლობის უფლების საფასური უნდა გადაიხადოს უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გამცემ ორგანოსა და აუქციონში გამარჯვებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი წესით;
  • აუქციონის შედეგები უქმდება, თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. აღნიშნულ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება უძრავი ქონების განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე;
  • სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მხარეთა პასუხისმგებლობის საკითხი განისაზღვრება ხელშეკრულებით;
  • საბანკო გარანტია/ბე  7 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სარგებლობაში გაცემის  ვადას და გამოიყენება ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად.

  • აუქციონში გამარჯვებულთან დადებული ხელშეკრულების გაუქმება შესაძლებელია ქონების განმკარგავი ორგანიზაციის მიერ წერილობითი შეტყობინების ჩაბარებიდან 10 (ათი)დღის ვადაში უპირობოდ, მიუხედავად აუქციონში გამარჯვებულის მიერ განხორციელებული ინვესტიციებისა. განხორციელებული ინვესტიციები არ ანაზღაურდება;
  • მოიჯარე ვალდებულია მოახდინოს დენის, წყლისა მრიცხველის კვანძის მოწყობა (გამხოლოება) საკუთარი სახსრებით ხელშეკრულების გაფორმებიდან უმოკლეს ვადებში, ასევე მოახდინოს მოხმარებული კომუნალური ხარჯების საფასურის ანგარიშსწორება;
  • მოიჯარე ვალდებულია მუშაობას შეუდგეს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით  არაუგვიანეს დილის ათის ნახევრიდან და დაამთავროს საქმიანობა არაუადრეს ექვს საათზე.შაბათს დაიწყოს მუშაობა არაუგვიანეს დილის ათის ნახევრიდან და დაასრულოს მუშაობა  არუადრეს დღის ორი საათზე, ხოლო კვირა დღეს იმუშაოს სურვილისამებრ.
 
;