|
დასახელება:ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მეორე სართულზე არსებული 170 კვადრატული მეტრი ფართი სასადილოს ფუნქციონირებისათვის:
განაცხადის #:50419ESL29457416
აუქციონის #: 50419
ლოტის #: 294574
დაწყება/დასრულება: 21/04/2016 14:00 - 29/04/2016 14:00
დასრულების დრო:
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა:
1650GEL
მიმდინარე ფასი :
550 GEL
საწყისი ფასი: 550 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 55 GEL
|
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: საქ-ოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი
მისამართი: ძველი თბილისის (ყოფ.მთაწმ) რაიონი / ძმ. ზუბალაშვილების 6
ტელეფონი: 971-
|
აღწერილობა | ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შენობის მეორე სართულზე არსებული ფართი (მისამართი, ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა #32, 170 კვადრატული მეტრი ს/კ 03.03.22.240) გაიცემა სასადილოს ფუნქციონირებისათვის. |
მოკლე აღწერილობა | ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა:
- აუქციონში მონაწილეობის მიღებით აუქციონის მონაწილე ადასტურებს, რომ ის იღებს ვალდებულებას გამარჯვების შემთხვევაში სრულად დააკმაყოფილოს გამოცხადებული სააუქციონო პირობები;
- აუქციონში გამარჯვების პირობაა მაქსიმალური ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის ყოველთვიური სარგებლობის საფასურს, არანაკლებ ერთი ბიჯისა (ქონება ითვლება სარგებლობაში გადაცემულად ელექტრონულ აუქციონში საბოლოო თანხის შემომთავაზებელ მონაწილეზე).
- აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვების თაობაზე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 2 დღის ვადაში გამოცხადდეს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტში, მისამართი ზუბალაშვილების ქუჩა # 32.
|
|
პირობა | სარგებლობაში გამცემი ორგანო - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი. სარგებლობაში გადასაცემი ქონება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შენობის მეორე სართულზე არსებული ფართი (მისამართი, ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა #32, 170 კვადრატული მეტრი ს/კ 03.03.22.240). აუქციონის დაწყებისა და დასრულების დრო-დაწყება 2016 წლის 21 აპრილი 14საათი, დასრულება-2016 წლის 29 აპრილი 14საათი სარგებლობაში გადასაცემი საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასური - ერთი თვის საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასური შეადგენს 550 ლარი.(ხუთასორმოცდაათი ლარი) ბეს/გამოუხმობი საბანკო გარანტიის ოდენობა-1650 (ათას ექვსას ორმოცდაათი) ლარი. აუქციონის ჩატარების პირობები - აუქციონის ჩატარების პირობები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის # 1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის“ შესაბამისად. ბიჯის სიდიდე-55 ლარი. გადაცემის ვადა-ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 1 მაისამდე. საკონტაქტო პირი: მანუჩარ კეკენაძე მობ: 551-97-96-97 |
---|
| ყურადღება:
- აუქციონში მონაწილეობის მიღებით აუქციონის მონაწილე ადასტურებს, რომ ის იღებს ვალდებულებას გამარჯვების შემთხვევაში სრულად დააკმაყოფილოს გამოცხადებული სააუქციონო პირობები;
- აუქციონში გამარჯვების პირობაა მაქსიმალური ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის ყოველთვიური სარგებლობის საფასურს, არანაკლებ ერთი ბიჯისა (ქონება ითვლება სარგებლობაში გადაცემულად ელექტრონულ აუქციონში საბოლოო თანხის შემომთავაზებელ მონაწილეზე).
- აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვების თაობაზე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 2 დღის ვადაში გამოცხადდეს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტში, მისამართი ზუბალაშვილების ქუჩა # 32.
პირობები ფართი სარგებლობაში იჯარის უფლებით გაიცემა საზ. კვების ობიექტის ფუნქციონირებისათვის | - აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია უზრუნველყოს სასადილოში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის შეტანა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით საკვების მომზადება;
- გამარჯვებულმა სავალდებულოა წარმოადგინოს აღნიშნულ სფეროში ანალოგიური მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
- აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შენობის მეორე სართულის ფართზე არსებულ სასადილოში განათავსოს საჭირო სამზარეულო ინვენტარი კერძოდ: სასადილოს დარბაზში საშუალოდ დღიურ მინიმუმ 25 მომხმარებელზე გათვლილი დარბაზის მაგიდები და სკამები.
- აუქციონში გამარჯვებულმა ასევე უნდა განათავსოს ფართებზე სხვა საჭირო სასადილო ინვენტარი ქურა, საცხობი ღუმელი, მიკროტალღური ღუმელი, მაცივარი, საყინულე მაცივარი, ხორცის საკეპი მანქანა და სხვა საჭირო საზოგადოებრივი კვების დანადგარ -მოწყობილობები);
- აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია უზრუნველყოს კვების ობიექტის ფუნქციონირების დაწყება საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) კვირის ვადაში;
- გამარჯვებულმა აუცილებელია გაითვალისწინოს მომხმარებლების რაოდენობა და მათი პრეფერენციები, რომელიც გულისხმობს პროდუქტის მრავალფეროვნებას (თითოეული კატეგორიის კერძის მინიმუმ სამი ნაირსახეობის არსებობას);
- იკრძალება თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელების რეალიზაცია.
- მეიჯარე იჯარის ხელშეკრულების მიმდინარეობის პერიოდში უფლებამოსილია საკუთარი ძალებით მოახდინოს კვების ობიექტის ინსპექტირება სანიტარული ნორმების დაცვისა და პროდუქციის ხარისხის შემოწმების მიზნით;
- სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სარგებლობის უფლებით გამცემ ორგანოსა და სარგებლობის უფლების მიმღებს პირს შორის იდება ხელშეკრულება სარგებლობის უფლებით ფართის გაცემის შესახებ, რომელიც ექვემდებარება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ რეგისტრაციას. აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გაცემისას ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 1 (ერთი) კვირის ვადაში, რეგისტრაციის ვალდებულება ეკისრება აუქციონში გამარჯვებულს;
- აუქციონში გამარჯვებულმა სარგებლობის უფლების საფასური უნდა გადაიხადოს უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გამცემ ორგანოსა და აუქციონში გამარჯვებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი წესით;
- აუქციონის შედეგები უქმდება, თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. აღნიშნულ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება უძრავი ქონების განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე;
- სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მხარეთა პასუხისმგებლობის საკითხი განისაზღვრება ხელშეკრულებით;
- საბანკო გარანტია/ბე 7 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სარგებლობაში გაცემის
ვადას და გამოიყენება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად. - აუქციონში გამარჯვებულთან დადებული ხელშეკრულების გაუქმება შესაძლებელია ქონების განმკარგავი ორგანიზაციის მიერ წერილობითი შეტყობინების ჩაბარებიდან 10(ათი) დღის ვადაში უპირობოდ, მიუხედავად აუქციონში გამარჯვებულის მიერ განხორციელებული ინვესტიციებისა. განხორციელებული ინვესტიციები არ ანაზღაურდება;
- მოიჯარე ვალდებულია მოახდინოს დენის, წყლისა მრიცხველის კვანძის მოწყობა (გამხოლოება) საკუთარი სახსრებით ხელშეკრულების გაფორმებიდან უმოკლეს ვადებში, ასევე მოახდინოს მოხმარებული კომუნალური ხარჯების საფასურის ანგარიშსწორება;
|
|
|