ამობეჭდვის თარიღი: 16.05.2025 02:20:36
კატეგორია: იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქალაქი ფოთი, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე 3.00 კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი
განაცხადის #:29193BVA29738816
აუქციონის #: 29193
ლოტის #: 297388
დაწყება/დასრულება: 04/05/2016 16:00 - 19/05/2016 16:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 5.4GEL
დასრულების დრო: 19.05.2016 16:00:00
გაყიდვის ფასი : 527.0000 GEL
საწყისი ფასი: 27 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 500 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
მისამართი: ქ.ფოთში / დ.აღმაშენებლის ქ. 12
ტელეფონი: 995-0493221359
თვისებები
ბუნებრივი გაზი-ქვეყანასაქართველო
ქალაქიფოთიწყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ქუჩა(დასახელება/ნომერი)ფარნავაზ მეფის ქუჩა
ბრძანების ნომერი310მიწის ფართობი(მ²)3.00
საკადასტრო კოდი04.02.08.753Rs რუკის მხარდაჭერა-
შეფასების თანხა300სარგებლობაში გადაცემის ვადა5 წელი
;
აღწერილობა
აღწერილობა
ქალაქ ფოთში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე 3.00 კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.02.08.753).
მოკლე აღწერილობა


პირობა

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, ოქმის საფუძველზე, არა უმეტეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში აუქციონატორთან გააფორმოს სარგებლობის ხელშეკრულება.

აუქციონში გამარჯვებულმა პირმა აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული თანხის (ერთი წლის საიჯარო ქირის) მთლიანად დაფარვა (პირველი საიჯარო წელი) უნდა უზრუნველყოს  აუქციონის დასრულებიდან 25 (ოცდახუთი) კალენდარული დღის ვადაში.

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი ,,ბე" ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის გადასახდელი ქირის ოდენობაში.

აუქციონში გამარჯვებულმა პირმა წლიური საიჯარო ქირა უნდა გადაიხადოს ყოველწლიურად, ყოველი ახალი საიჯარო წლის არაუგვიანეს ნოემბრისა.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია არ დააზიანოს საიჯარო მიწის ნაკვეთზე და მის მიმდებარედ გამავალი მიწისქვეშა/მიწისზედა კომუნიკაციები.

შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზს" მის საკუთრებაში არსებული ხაზობრივი ნაგებობის (გაზსადენის ქსელი) სარგებლობისას ან/და განკარვისას არ უნდა შეექმნას არანაირი სახის დაბრკოლება, მათ შორის აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია არ მოითხოვოს აღნიშნული ნაგებობის გადატანა ან/და რეკონსტრუქცია შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზთან" წინასწარი შეთანხმების გარეშე. ასევე აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია უზრუნველყოს შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზის" მიერ ნებისმიერ დროს, უსასყიდლოდ და შეუფერხებლად ხაზოვანი ნაგებობის დათვალიერება და მასზე საექსპლოატაციო სამუშაოების ჩატარება, დაცვის ზონისა და პერიმეტრის გათვალისწინებით. 

ს.ს. ,,სილქნეტს" მის საკუთრებაში არსებული კომუნიკაციის სარგებლობისას ან/და განკარვისას არ უნდა შეექმნას არანაირი სახის დაბრკოლება, მათ შორის აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია არ მოითხოვოს აღნიშნული კომუნიკაციის გადატანა ან/და რეკონსტრუქცია ს.ს. ,,სილქნეტთან"  წინასწარი შეთანხმების გარეშე (ს.ს. ,,სილქნეტის" თანხმობის შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია საკუთარი ხარჯებით გადაიტანოს კომუნიკაცია ნაკვეთის საზღვრებს გარეთ). ასევე აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია უზრუნველყოს ს.ს. ,,სილქნეტის"  მიერ ნებისმიერ დროს, უსასყიდლოდ და შეუფერხებლად კომუნიკაციის დათვალიერება და მასზე საექსპლოატაციო სამუშაოების ჩატარება.

საიჯარო მიწის ნაკვეთი მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში.

ყურადღება!

აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია სარგებლობაში გადამცემ ორგანოსთან შეთანხმებით.

სარგებლობაში გადაცემის ვადაა 5 (ხუთი) წელი (სარგებლობის ხელშეკრულების ხელმოწერიდან).

იჯარის ქირის გადახდა აუქციონში გამარჯვებულს არ ათავისუფლებს მიწის სარგებლობისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დაწესებული სხვა გადასახდელებისაგან.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო მომსახურების საფასურსა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენისათვის გაწეულ ხარჯებს ფარავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 0493 22-13-59.

;