ამობეჭდვის თარიღი: 16.05.2025 01:26:19
კატეგორია: იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მგზავრთა მოსაცდელების მოსაწყობი საიჯარო მიწის ნაკვეთები
განაცხადის #:44229DTH30255116
აუქციონის #: 44229
ლოტის #: 302551
დაწყება/დასრულება: 23/05/2016 14:00 - 06/06/2016 17:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 470GEL
მიმდინარე ფასი : 4695.00 GEL
საწყისი ფასი: 4695.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 235.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: თვითმმართველი ერთეული ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
მისამართი: ზესტაფონის რაიონში / წერეთლის 11
ტელეფონი: 971-
თვისებები
ბუნებრივი გაზი-ქვეყანასაქართველო
ქალაქიზესტაფონიწყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ქუჩა(დასახელება/ნომერი)აღმაშენებლის, კეთილაძის, ზაქარიაძის, კეკელიძის
მიწის ფართობი(მ²)76.75Rs რუკის მხარდაჭერა-
სარგებლობაში გადაცემის ვადა10 წელიზომის ერთეულიკვადრატული მეტრი
;
აღწერილობა
აღწერილობამიწის ნაკვეთებზე უნდა განხორციელდეს მგზავრთა მოსაცდელების მოწყობა, სადაც საიჯარო ფართზე მოეწყობა კომერციული ფართები
მოკლე აღწერილობამოსაცდელების  საერთო ნუსხა ატვირთულია  მიმაგრებულ ფაილებში
პირობა

აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

        საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, რომელთა ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25 %-ზე ნაკლებია. აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია იჯარის უფლებით გამცემ  ორგანოსთან შეთანხმებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა  (მისამართი: წერეთლის ქ#11, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა, მე-2 სართული) საკონტ.  ნომერი  577111580;            599 578824.

        ინტერნეტ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო წლიური საიჯარო ქირის ოდენობა, გამარჯვებულმა უნდა  გადაიხადოს,   საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების დღიდან, ხელშეკრულებით დადგენილი გრაფიკის მიხედვით.  საიჯარო  ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს აუქციონის დასრულების დღიდან არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაშიგადახდილი  „ბე“  მყიდველს ეთვლება  გადასახდელი  საიჯარო  ქირის საბოლოო ანგარიშსწორებისას.   

მიწის ნაკვეთები გაიცემა 10 წლიანი იჯარით;

იჯარის ვადის დასრულების შემდეგ ტრანსპორტის მოსაცდელo ნაგებობები და კომერციული ფართები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრებაში გადმოვა;

აუქციონზე გამარჯვებულმა დაამონტაჟოს მოსაცდელებზე ვიდეო  კამერები  და მოახდინოს მოვლა-პატრონობა. (ყოველ 3 წელიწადში განახლებით) მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით;

განახორციელოს საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები თავისი თანხებით, მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შეთანხმებული   ესკიზების მიხედვით;

მოახდინოს არსებული მოსაცდელების დემონტაჟი და მუნიციპალიტეტის გამგეობის მოთხოვნით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მათი მონტაჟი და რეაბილიტაცია ;

მოსაცდელების ასაშენებლად გამოყენებულ იქნას ,,ნაწრთობი’’ შუშა და კომპოზიტიური პანელი (ალუკაბონდი, დიბონდი);

აუქციონში გამარჯვებულს უფლება არ ექნება იჯარით გადაცემული მიწები და მოსაცდელები გაასხვისოს ან/და უფლებრივად სხვაგვარად დატვირთოს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანხმობის გარეშე;

საიჯარო პერიოდში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა  უფლებას  იტოვებს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში შეუჩეროს ხელშეკრულება;

სახელშეკრულებო ვადის გასვლის შემდეგ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა იტოვებს უფლებას გააგრძელოს ხელშეკრულება ან ხელახლა გამოაცხადოს აუქციონი;

აუქციონზე გამარჯვებული ვალდებულია უზრუნველყოს მოსაცდელებზე  ღამის განათების დამონტაჟება;

-   გამარჯვებული ვალდებული ვიდეოკამერების ჩანაწერები შეინახოს სულ მცირე 3 დღით;

აუქციონში გამარჯვებულმა უნდა აიღოს ვალდებულება, რომ მოსაცდელებს ააშენებს ხელშეკრულების ხელმოწერიდან 3 თვის ვადაში;

გამგეობასთან შეთანხმებით, თუ ამას პროექტი მოითხოვს შეიძლება შეიცვალოს და მოხდეს ფართების კორექტირება.

;