ამობეჭდვის თარიღი: 17.05.2025 08:10:00
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის სასადილო (კვების ობიექტი) ფართი
განაცხადის #:40533DJE30846716
აუქციონის #: 40533
ლოტის #: 308467
დაწყება/დასრულება: 08/06/2016 14:00 - 14/06/2016 14:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 570.00GEL
დასრულების დრო: 14.06.2016 14:02:00
გაყიდვის ფასი : 2210.0000 GEL
საწყისი ფასი: 2160.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 50 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: აჭარის არ უმაღლესი საბჭოს აპარატი
მისამართი: დაბა ჩაქვი მეგენეიშვილის ქ. #25
ტელეფონი: 995-
თვისებები
სართული1ლოჯი-
TV-ცხელი წყალი-
გათბობა+კვადრატულობა(მ²)77
წყალი და კანალიზაცია+ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება-
ლიფტი-ბუხარი-
აივანი-საკადასტრო კოდი20.48.05.095
Rs რუკის მხარდაჭერა-ელექტრო მომარაგება+
ბუნებრივი გაზი-შენობის მდგომარეობაძველი გარემონტებული
ოთახების რაოდენობა2ქვეყანასაქართველო
ქალაქიქობულეთიქუჩა(დასახელება/ნომერი)ჩაქვი, მეგენეიშვილის ქ. 25
შენობის პროექტიარასტანდარტულისათავსო-
სარგებლობაში გადაცემის ვადა1 წლით
;
აღწერილობა
აღწერილობა
პირობებიან ელექტრონულ აუქციონი მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, რომელთა ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზენაკლები.
  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის იჯარის ფორმით სარგებლობაში აღებისას განმახორციელებელ ორგანოსა და მეიჯარეს შორის იდება საიჯარო ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრში შესაბამისი ვალდებულების   წარმოშობის საფუძველია. გამარჯვებულის გამოვლენის შემთხვევაში საიჯარო ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.
   აუქციონის შედეგები უქმდება, თუ აუქციონში გამარჯვებულმა საიჯარო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა.
საიჯარო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მხარეთა  პასუხისმგებლობის საკითხი განისაზღვრება ხელშეკრულებით.
              დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 577 28 90 09 კახაბერ კახიძე
პირობა

მეიჯარე  უფლებამოსილია  ყოველგვარი  კომპენსაციებისა  და  ჯარიმის  გარეშე  ვადამდე  შეწყვიტოს  საიჯარო  ხელშეკრულება;

მოიჯარე  ვალდებულია  საიჯარო  ხელშეკრულების  გაფორმებიდან  10  დღის  ვადაში   მოაწყოს  კვების  ობიექტისთვის  გამოყოფილი  ადგილი:  დაამონტაჟოს  წყლის  და  ელექტროენერგიის  მრიცხველები;

მოიჯარე  ვალდებულია  გადაიხადოს  კომუნალური  გადასახადები;

მოიჯარე  ვალდებულია  ხელშეკრულების  გაფორმებიდან  10  დღისვადაში  შემოიტანოს  სამზარეულოსა  და  კვების  ობიექტის  ფუნქციონირებისათვის  აუცილებელი  ჭურჭელი  და  ინვენტარი;

მოიჯარე  ვალდებულია  კვების  ობიექტით  შეღავათიანი  ფასებით  მოემსახუროს  მომხმარებელს;

მოიჯარე  ვალდებულია  საიჯარო  ვადის  გასვლის  შემდეგ  იჯარით  სარგებლობაში  აღებული  ქონება  (არასაცხოვრებელი ფართი)  დააბრუნოს  იგივე  მდგომარეობაში.

საიჯარო  ქირის  გადახდა  უნდა  მოხდეს  ყოველკვარტალურად,  თანაბარწილად,   მომდევნო  თვის  10  რიცხვამდე.

საწყისი თანხა  მითითებულია  წლიური  საიჯარო  ქირის  ოდენობა

 _ უზრუნველყოს  მომსახურე  პერსონალის  შემოსვა  უნიფორმებით  -  მომსახურების  გაწევის  პროცესში.

 _ გაუწიოს  უმაღლესი  საბჭოს   თანამშრომლებს  კვებითი   მომსახურება   (უზრუნველყოს სასადილოს ფუნქციონირება)  მინიმუმ  სამუშაო  საათებში.

 _ სათანადოდ  დაიცვას  სანიტარულ-ჰიგიენური,  სახანძრო  უსაფრთხოება,  საქათველოს  საგადსახადო  კოდექსითა  და  სხვა  სამართლებრივი  აქტებით  გათვალისწინებული  ნორმები;

 _ ინტერნეტ-აუქციონში  გამარჯვებული  პირი  ვალდებულია  ხელშეკრულების  დადების  ეტაპზე,  შეიმუშაოს  და გ ამქირავებელთან  შეათანხმოს   სტანდარტული  ლანჩ-მენიუ  ღირებულებით - საშუალოდ   6-7 ლარი.

 _ გამარჯვებული  პირი  ვალდებულია  ყოველდღიურ  რაციონში  იქონიოს  სტანდარტული  ლანჩ-მენიუს  ყველა  კომპონენტი:  წვნიანი,  ხორცეული,  თევზეული,  სხვადასხვა  სახის  ბოსტნეული/სალათები,   პურ-ფუნთუშეული,  საკონდიტრო ნაწარმი,  რძის ნაწარმი,  უალკოჰოლო  სასმელები  და  სხვა.   ასევე,  გათვალისწინებული  უნდა  იყოს  სამარხვო  და  დიეტური  მენიუ.

დაუშვებელია  ალკოჰოლური  სასმელებით  ვაჭრობა.

      _  მოიჯარე  პასუხისმგებელია  შემოტანილი  პროდუქტის  ხარისხზე.

     დამატებითი  ინფორმაციისათვის  დაგვიკავშირდით:  577 28 90 09  კახაბერ კახიძე

;