ამობეჭდვის თარიღი: 16.05.2025 02:13:24
კატეგორია: იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ქვედა მახუნცეთი, მე-5 ქუჩა I- ჩიხი №1-ში მდებარე 9024,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ21.01.37.327), 45 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისსასყიდლიანი იჯარის უფლებით სარგებლობაში განკარგვაზე პირობიანი ელექტრონული აუქციონის გამოცხადების შესახებ
განაცხადის #:79545JSX30930316
აუქციონის #: 79545
ლოტის #: 309303
რაოდენობა: 1
დაწყება/დასრულება: 10/06/2016 17:00 - 16/06/2016 17:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 135GEL
დასრულების დრო: 16.06.2016 17:00:00
გაყიდვის ფასი : 472.0000 GEL
საწყისი ფასი: 450 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 22 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ქედის მუნიციპალიტეტი
მისამართი: ქედის რაიონი / კოსტავას 3
ტელეფონი: 971-599851244
თვისებები
ბუნებრივი გაზი-ქვეყანასაქართველო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქედა, სოფელ ქვედა მახუნცეთი, მე-5 ქუჩა I- ჩიხი №1წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-რაოდენობა1
ბრძანების ნომერი466მიწის ფართობი(მ²)45
საკადასტრო კოდი21.01.37.327Rs რუკის მხარდაჭერა-
საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა195ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
საკადასტრო რუკაhttps://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFGYfykIXlMZZFikcYDZqlQQzcSXU5etrY4hGPmhg]AxLსარგებლობაში გადაცემის ვადა6 თვე
ზომის ერთეულიკვადრატული მეტრი
;
აღწერილობა
აღწერილობა

ინფორმაცია მიწის ნაკვეთის შესახებ:

 მიწის ნაკვეთის მისამართი: სოფელ ქვედა მახუნცეთი, მე-5 ქუჩა I- ჩიხი №1

მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი: 21.01.37.327

მიწისნაკვეთისდანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო

 მიწის ნაკვეთის განკარგვის წესი:პირობიანი ელექტრონული აუქციონი;

მიწის ნაკვეთის განკარგვის ფორმა:სარგებლობა;

 მიწის ნაკვეთის სარგებლობის ფორმა:სასყიდლიანი იჯარა;

მიწის ნაკვეთის ფართობი:45 კვ. მეტრი;

მიწის ნაკვეთის მდგომარეობა:უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო.

მოკლე აღწერილობა
  • აუქციონში გამარჯვების პირობა: მაქსიმალური ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის წლიურ საიჯარო  საფასურს, არანაკლებ ერთი ბიჯისა (ქონება ითვლება სარგებლობაში იჯარის უფლებით გადაცემულად ელექტრონულ აუქციონში საბოლოო თანხის შემომთავაზებელ მონაწილეზე);
  • აუქციონის დაწყების და დასრულების დრო: აუქციონი იწყება 2016 წლის 10ივნისიდან 17:00 საათზე და სრულდება 2016 წლის 16 ივნის 17:00 სათზე;
  • ელექტრონული აუქციონი ჩატარდება ვებგვერდზე www.eauqction.ge;
  • აუქციონის მონაწილეს უფლება აქვს დაათვალიეროს სარგებლობის უფლებით გადასაცემი ობიექტი (მიწის ნაკვეთი);
  • დაინტერესებულ პირს დამატებითი ინფორმაციისათვის შეუძლია მიმართოს ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურს (მის. დაბა ქედა, კოსტავას ქ.N3; საკონტაქტო პირი - ვ. ბერიძე ტელ: 599 85 13 14).
პირობა

1 აუქციონის პირობებად განისაზღვროს:

1.1.აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია იჯარის უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე საკუთარი ხარჯებით და საშუალებებით განათავსოს მოქმედი სტანდარტებისა და ხარისხის შესაბამისი თანამედროვე იერსახის (დიზაინის) - ტიპის საზოგადოებრივი კვების (სწრაფი კვების)  მოძრავი ობიექტი.

1.2.აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.

1.3. მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შეთანხმებით მიმდებარე ტერიტორიის (გადაცემული ფართის)  კეთილმოწყობა.

2. მოიჯარე პირის მიერ იჯარის უფლებით გადაცემული მიწის ნაკვეთისათვის მეიჯარისათვის საიჯარო ქირის გადახდა განხორციელდეს შემდეგი პირობებით:

2.1. მოიჯარე საიჯარო ქირას იხდის ყოველ თვიურად სახელშეკრულებო თვის დასაწყისში პირველ თვეში.

2.2.პირველი სახელშეკრულებო თვე არის ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან მომდევნო თვის შესაბამის რიცხვამდე არსებული დრო, ხოლო ყოველი შემდეგი სახელშეკრულებო თვე არის ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან შესაბამის რიცხვამდე არსებული დრო.

3. საიჯარო ქირის გადახდა მოიჯარე პირს არ ათავისუფლებს მიწით სარგებლობისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადისა და საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული სხვა გადასახდელებისაგან.

4. იჯარის უფლების თაობაზე დადებული ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, მიუხედავად ხელშეკრულების შეწყვეტის დროისა, მოიჯარე სრულად იხდის საიჯარო ქირას.

5. მოიჯარე პირის მიერ აუქციონში მონაწილეობისთვის გადახდილი „ბე“ ჩაითვლება იჯარის უფლების ვადის დასასრულს გადასახდელ საიჯარო ქირაში.

6. სხვა სააუქციონო პირობებად განისაზღვროს:

6.1. იჯარის უფლება არ დატვირთოს სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა პირთა სასარგებლოდ იმდაგვარად, რითაც შეუძლებელი გახდება მიწის ნაკვეთის მიზნობრივი გამოყენება ან/და ქედის მუნიციპალიტეტის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულება;

6.2. მოიჯარე პირმა საკუთარი საშუალებებითა და ხარჯებით უნდა უზრუნველყოს იჯარის უფლებით გადაცემული მიწის ნაკვეთზე განთავსებული ობიექტების ცენტრალურ კომუნიკაციებთან მიერთება, კომუნალური და დასუფთავების მოსაკრებლების გადახდა.

7. აუქციონში გამარჯვების პირობაა მაღალი ფასის შემოთავაზება.

;