|
![]() |
კატეგორია:
იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:სახელმწიფო ტყის ფონდის მიწის ნაკვეთი 41000 კვ.მ პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზნით სარგებლობა (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების; საკ: (67.07.31.166))
განაცხადის #:48FJX116 აუქციონის #: 48 ლოტის #: 1 რაოდენობა: 1 დაწყება/დასრულება: 23/06/2016 17:00 - 07/07/2016 15:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 1 ბიჯი საგარანტიო თანხა: 30.40GEL
დასრულების დრო: 07.07.2016 15:00:00
გაყიდვის ფასი : 190.0000 GEL
საწყისი ფასი: 152 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 38 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტო“ მისამართი: ქ. თბილისი, გულუას ქ.N6 ტელეფონი: 971-0322753959 |
თვისებები
|
ბუნებრივი გაზი | - | ქალაქი | კასპი | კვადრატულობა(მ²) | 41000 | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ქვეყანა | საქართველო | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტყის ფონდი, შიდა ქართლის სატყეო სამსახური, კასპის სატყეო უბანი, ქსნის სატყეოს კვარტალი N10, ლიტერი N9 და N14-ში. | რაოდენობა | 1 | ბრძანების ნომერი | 204/ს | მიწის ფართობი(მ²) | 41000 | საკადასტრო კოდი | 67.07.31.166 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | გადახდის პერიოდი | 30 | სარგებლობაში გადაცემის ვადა | 10 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | სახელმწიფო ტყის ფონდის მიწის ნაკვეთი 41000 კვ.მ პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზნით სარგებლობა (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების; საკ: (67.07.31.166)) |
მოკლე აღწერილობა | პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზნით სარგებლობა. აღნიშნული ფართობი არ წარმოადგენს განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბანს. მოთხოვნილი ფართობის სატაქსაციო მახაასიათებლებია 1995 წლის ტყეთმოწყობით: კვ N10 ლიტ N-9 ფართობი 8,2 ჰა, კატეგორია-სახნავი, ექსპოზიცია-ა, დაქანება-15 გრადუსი, ს.ზ.დ.-600 მ. კვ N-10 ლიტ N-14 ფართობი -0,8 ჰა, კატეგორია- ბაღი 10 კაკალი, ექსპოზიცია-ა, დაქანება-15 გრადუსი, ს.ზ.დ.-600მ. ფაქტიური მდგომარეობის მიხედვით აღნიშნული ფართობები წარმოადგენს სახნავი კატეგორიის მიწებს, სადაც ერთეულად გვხვდება ნათესარებისაგან დარჩენილი სხვადასხვა ჯიშის 1 მეტრამდე სიმაღლის ნერგები. მოცემულ ფართობს გარშემო ესაზღვრება სახნავი მიწები, წინა მხრიდან კი ნაკვეთებამდე მისასვლელი შიდა მოძრაობისათვის არსებული სამანქანო გზა და სარწყავი არხი. |
პირობა | 1. ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში გამარჯვებულმა მითითებულ საბანკო ანგარიშზე: ს.ს.ი.პ ეროვნული სატყეო სააგენტო (ს/კ 204 578 581) - ქ. თბილისი, მიმღების ბანკი-სახელმწიფო ხაზინა, მიმღების დასახელება-ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი -TRESGE22, სახაზინო კოდი (ანგარიში N707367019) ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა შეიტანოს ის ფულადი თანხა, რომელიც შეესატყვისება თავის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო/შეთავაზებულ წლიურ ფასს. სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში უზრუნველყოს ქონების მოვლა-პატრონობა, დაიცვას სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან გაფორმებული ტყითსარგებლობის ხელშეკრულების პირობები. ტყითსარგებლობამ არ უნდა გამოიწვიოს ტყის დაზიანება. ტყითმოსარგებლე ვალდებულია დაიცვას "ტყის ფონდის მართვის შესახებ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის" მოთხოვნები (მათ შორის გადაიხადოს ქონების (მ.შ მიწაზე) და სხვა გადასახადები). აუქციონში გამარჯვებული მეორე და შემდგომი წლების ტყითსარგებლობის წლიურ საფასურს (აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი) გადაიხდის ყოველი მომდევნო წლის დადგომამდე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში. ტყის ფონდით მოსარგებლის უფლება-მოვალეობები 1. ტყითმოსარგებლე უფლებამოსილია სარგებლობის ობიექტი სარგებლობაში გადასცეს სხვა პირს მთლიანად. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში ტყითმოსარგებლე (სარგებლობის უფლების გადამცემი) ვალდებულია, შესაბამისი საბუთები წარუდგინოს სააგენტოს. ტყითსარგებლობის ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებები ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის მომენტიდან. 3. საჯარო რეესტრში ტყითსარგებლობის ხელშეკრულების რეგისტრაციას უზრუნველყოფს ახალი ტყითმოსარგებლე. 4. ტყითმოსარგებლე ვალდებულია დაიცვას "ტყის ფონდის მართვის შესახებ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის" მოთხოვნები (მათ შორის გადაიხადოს ქონების (მ.შ მიწაზე) და სხვა გადასახადები). 5. ტყითსარგებლობისას სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე არ გამოიყენოს საქმიანობის ის ფორმები და მეთოდები, რომლებიც უკავშირდება გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას (ჰაერის დაბინძურება, ხე-ტყის მოჭრა და ა.შ). 7. თავისი საქმიანობით ხელი არ შეუშალოს ტყის მოვლა-აღდგენისა და დაცვის ღონისძიებების განხორციელებას. 8. გადაცემული ქონება არ გამოიყენოს იმ მიზნებისათვის, რომელიც ხელშეკრულებით არ იქნება გათვალისწინებული. 9. სარგებლობაში გადაცემის ვადაა 10 (ათი) წლამდე. 10. პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზნების განხორციელებისათვის დასაშვებია ბუჩქნარისა და ქვეტყის ფანჯრულად ან ზოლებრივად მოჭრა. მოჭრილი მერქნული რესურსი გადაეცემა მიღება-ჩაბარების აქტით სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს. 11. სატყეო პლანტაციური მეურნეობის წარმოების განხორციელება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს პლანტაციური მეურნეობის მოწყობის პროექტის მიხედვით, რომელიც დგება "ტყის მოვლისა და აღდგენის წესის" დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად. 12. პლანტაციური მეურნეობის მიზნით გაცემულ ტყის ფონდის ტერიტორიაზე დაიშვება მხოლოდ დროებითი ნაგებობების მოწყობა. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ტყითსარგებლობა განახორციელოს "ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N242 დადგენილების, მის საფუძველზე მასთან გაფორმებული ტყითსარგებლობის ხელშეკრულების, ამ ბრძანებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601 601; ან სსიპ "ეროვნული სატყეო სააგენტოს" საკონტაქტო ნომრებზე: 2 75 39 50; 599 22 26 18 |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |