|
![]() |
კატეგორია:
სხვა ტიპის იჯარა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:იუსტიციის სახლის ფილიალებში არსებული რიგის მართვის სისტემიდან ამობეჭდილ ბილეთებზე სარეკლამო ინფორმაციის განთავსება
განაცხადის #:37456CYR31583716 აუქციონის #: 37456 ლოტის #: 315837 დაწყება/დასრულება: 27/10/2016 17:30 - 01/11/2016 17:30 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 1 ბიჯი საგარანტიო თანხა: 6000GEL
დასრულების დრო: 01.11.2016 17:30:00
გაყიდვის ფასი : 6100.0000 GEL
საწყისი ფასი: 6000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 100 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ "იუსტიციის სახლი" მისამართი: ძველი თბილისი / სანაპიროს ქუჩა #2 ტელეფონი: 971-577481111 |
თვისებები
|
ქალაქი | თბილისი | ქვეყანა | საქართველო | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | სანაპიროს ქ. N2 | ბრძანების ნომერი | 725/ს | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 103 | სარგებლობაში გადაცემის ვადა | 3 თვე |
აღწერილობა
|
აღწერილობა | იუსტიციის სახლი - ეს არის შენობა, რომლის ფარგლებშიც მოქცეულია სახელმწიფო სერვისების დიდი უმრავლესობა. მისი მიზანი იმ დოკუმენტების გაცემა და მომსახურებების განხორციელებაა, რომელზეც ექსკლუზიური უფლება მხოლოდ სახელმწიფოს გააჩნია. სსიპ "იუსტიციის სახლის" ფილიალები მოქალაქეებს 400-მდე სახის სერვისს სთავაზობს და დღეში 20,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. მოქალაქეთა ნაკადების 50% კი თბილისის იუსტიციის სახლის ფილიალის ვიზიტორია. იუსტიციის სახლში მოქალაქეთა ნაკადების განაწილება ოპერატორებთან, ხდება რიგის მართვის სისტემის მეშვეობით. თითოეული მომხმარებელი იღებს ბილეთს, რომლის საშუალებითაც ხვდება ოპერატორთან. მომხმარებელი, მისთვის საინტერესო მომსახურების მისაღებად, რიგში დგას საშუალოდ 5 წუთი. ამ პერიოდის განმავლობაში, მას თან აქვს რიგის მართვის ბილეთი. სსიპ "იუსტიციის სახლი" აცხადებს ელექტრონულ აუქციონს ფილიალებში არსებულ რიგის მართვის ბილეთებზე სარეკლამო ადგილის დროებით სარგებლობაში გადაცემაზე. აუქციონში გამარჯვებულ ორგანიზაციას საშუალება ეძლევა, განათავსოს რეკლამა ერთდროულად 18 ქალაქში არსებულ (იუსტიციის სახლის ფილიალებში) რიგის მართვის ბილეთებზე. ეს ქალაქებია: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ახალციხე, გურჯაანი, თელავი, ყვარელი, ოზურგეთი, მარნეული, გორი, ზუგდიდი, ფოთი, თიანეთი, ყაზბეგი, ბორჯომი, ონი და ლაგოდეხი. ბილეთები იბეჭდება თერმული პრინტერის საშუალებით და არის შავ-თეთრი, ზომით: 6სმX6სმ-ზე. სარეკლამო ადგილის მაქსიმალური ზომა: 5სმX5სმ. ფილიალების სამუშაო საათებია: ორშაბათი-პარასკევი 9:00-18:00 სთ. |
მოკლე აღწერილობა | იუსტიციის სახლის ფილიალებში რიგის მართვის ბილეთებზე სარეკლამო ინფორმაციის განთავსება. |
პირობა | 1. აუქციონის პირობები განისაზღვრება "სსიპ - იუსტიციის სახლის ფილიალებში არსებული რიგის მართვის სისტემიდან ამობეჭდილ ბილეთებზე სარეკლამო ინფორმაციის განთავსების წესის" შესაბამისად (დანართი N1). 2. სსიპ - იუსტიციის სახლსა და აუქციონში გამარჯვებულ პირს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი იხილეთ დანართი N2-ის სახით. 3. სსიპ - იუსტიციის სახლის ფილიალებში არსებული რიგის მართვის სისტემიდან ამობეჭდილ ბილეთებზე სარეკლამო ინფორმაციის განთავსების უფლების გადაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე ბრძანება იხილეთ დანართი N3-ის სახით. საწყისი თანხა მოიცავს ერთი თვის საფასურს! |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |