ამობეჭდვის თარიღი: 17.05.2025 08:08:55
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე არსებული კვების ობიექტის ფართი
განაცხადის #:27104ADT31624616
აუქციონის #: 27104
ლოტის #: 316246
დაწყება/დასრულება: 30/06/2016 13:00 - 06/07/2016 18:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 31 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 700GEL
დასრულების დრო: 06.07.2016 18:02:00
გაყიდვის ფასი : 1630.0000 GEL
საწყისი ფასი: 700.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 30 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
მისამართი: საქართველო, თბილისი, რ. თაბუკაშვილის ქ. #5
ტელეფონი: 971-790890377
თვისებები
სართული1ლოჯი-
TV-ცხელი წყალი+
გათბობა+წყალი და კანალიზაცია+
ტელეფონი-ინტერნეტი+
პარკირება+ლიფტი-
ბუხარი-ჭერის სიმაღლე3
აივანი-კვადრატულობა(მ²)44
საკადასტრო კოდი66.57.01.048Rs რუკის მხარდაჭერა-
ელექტრო მომარაგება+ბუნებრივი გაზი-
ოთახების რაოდენობა1.5ქვეყანასაქართველო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)სოფელი ქვახვრელი უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია)შენობის პროექტიარასტანდარტული
შენობის მდგომარეობაახალი გარემონტებულისათავსო-
სარგებლობაში გადაცემის ვადა3 წელი
;
აღწერილობა
აღწერილობა

საიჯარო ფართის და მასში განთავსებული ინვენტარის

ტექნიკური მახასიათებლები

დარბაზის ფართობი 40 კვმ.

პატარა ოთახის ფართობი 4 კვმ.

კაფეს წინ მდებარე ფართი   30 კვ.მ.

დარბაზი (40 კვმ.)  სადაც განთავსებულია:

  • skami kafisaTvis – saerTo simaRle sazurgis CaTvliT 90sm. simaRle dasajdomamde 45sm. sazurgis simaRle 45sm., sigane 43sm, siRrme 43sm. skamis sazurge da dasajdomi gaerTianebulia. dapresili xis masala, SeRebili Ria Calis frad, sazurgeze gamWoli sami RariT. sazurge samkuTxa formisaa, romlis Seviwrovebuli mxare rbilad gadadis formis dasajdomSi. fexebi monikelebuli metalisaa diagonaluri damagrebiT. raodenoba – 16 cali.
  • magida kafisaTvis -  simaRle 75sm. wriuli Ø – 90sm. monikelebul metalis fexze,RerZi Ø – 5sm. Ziri Ø – 40sm. magidis zedapiris sisqe 2.5sm. masala MDF.

raodenoba – 4 cali.

  • დახლი მაცივრისათვს - სიმაღლე 92სმ. სიგანე 70სმ.სიგრძე 260სმ.

  • კედელზე დაკიდებული თარო მაცივრის უკან -სიმაღლე  40სმ. სიგანე 260სმ. სიღრმე 35სმ. თაროს ერთი ნახევარი ღიაა,ხოლო მეორე ნახევარი მინით დახურული (ორი მინის კარით)

  • სამზარეულოს დახლი - სიმაღლე  92სმ. სიგრძე  260სმ. სიგანე  60სმ. დახლს აქვს ერთი სათავსო ორი დახურული კარით (კარის სიგანეა 60 სმ). ოთხი უჯრა (თითოეულის სიგანე 60სმ) და სათავსო ორი დახურული კარით (კარის სიგანე 40სმ) აქვს ნიჟარა ონკანისათვის.

პატარა ოთახი (4 კვმ.) სადაც განთავსებულია:

  • დიდი კარადა - სიმაღლე 200 სმ, სიგანე 190სმ, სიღრმე 30 სმ. კარადა გაყოფილია ორ ნაწილად  - ღია და დახურული. სამი ღია თარო - თითოეულის სიმაღლეა - 36სმ.    ორი დახურული,ორკამერიანი თარო (თითოეუილი კარის სიგანე 47.5სმ, სიმაღლე 87.5სმ. სულ ოთხიკარი.)
  • სამზარეულო დახლი - სიმაღლე 92 სმ. სიგანე 190 სმ. სიღრმე 60სმ. დახლი ორგანყოფილებიანია - უჯრები და დახურული ორკამერიანი სათავსო.უჯრების სიგანეა 70სმ.რაოდენობა 4 ერთეული. დახურული სათავსოს კარების ზომაა 60სმ.
  • დაკიდებული თარო - სიმაღლე 50 სმ. სიგანე 190 სმ.სიღრმე 35სმ. თარო გაყოფილია ორ ტოლ ორკამერიან სათავსოდ.  სათავსოები დახურულია. კარის სიგან45სმ.


მოკლე აღწერილობა

საიჯარო ფართი: 66.57.01.048 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული  შენობა-ნაგებობა #08-იდან 44 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი და მის წინ არსებული 30 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

პირობა

 ელექტრონულ აუქციონში მონაწილე პირი ვალდებულია წინასწარ გაეცნოს წინამდებარე სააუქციონო პირობებს.

       1.აუქციონში გამარჯვებულ პირთან, წინამდებარე სააუქციონო პირობების გათვალიწინებით 3 დღის ვადაში ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.

  2. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის ვადაში წინასწარ გადაიხადოს 2 თვის საიჯარო ქირა;

       3.აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საიჯარო ხელშეკრულება დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;

     4. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში უზრუნველყოს ელექტროენერგიის მომხმარებლის აბონენტად რეგისტრაცია.

       5. წინასწარ გადახდილი საიჯარო ქირა მოიჯარეს უკან არ უბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა გამოწვეულია მოიჯარის მიერ სააუქციონო და სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობით;

      6. წინასწარ გადახდილი საიჯარო ქირა მოიჯარეს ეთვლება პირველი და ბოლო თვის საიჯარო ქირის გადასახდში;

     7. აიჯარო ქირის  გადახდა ხორციელდება წინასწარი გადახდებით, ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის 10 რიცხვისა, გადახდის ვადა  აითვლება ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან.

   8. მოიჯარე ვალდებულია მეიჯარის პირველივე მოთხოვნისთანავე გაათავისუფლოს იჯარით გადაცემული ქონება შეტყობინების მიღებიდან  2 კვირის ვადაში.

   9. საიჯარო ქირის გადახდა მოიჯარეს არ ათავისუფლებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადისა და საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული სხვაგადასახდელებისაგან.

    10. მეიჯარე ადასტურებს, რომ თანახმაა მოიჯარემ გამოიყენოს იჯარის საგანი მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებულიმიზნით.

 11. იჯარის ვადისგასვლის შემდგომ მოიჯარე ვალდებულია ქონება დააბრუნოს და მესაკუთრის მოთხოვნის შემთხვევაში, მოიყვანოს იგი პირვანდელ მდგომარეობაში.

 12.  მოიჯარე ვალდებულია,ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 კვირის ვადაში უზრუნველყოს საიჯარო ქონების ფუნქციონირება  მეიჯარის მიერ დადგენილი შემდეგი ძირითადი პირობების შესაბამისად:

ა) საიჯარო ფართში უზრუნველყოს კვების ობიექტის - კაფის გამართული ფუნქციონირება;

ბ) დაიცვას სისუფთავე კაფეში და მის მთელ პერიმეტრზე და უზრუნვეყოს კაფის შენობის კონდიცირება;

გ) უზრუნველყოს კაფის მუშაობა ყოველდღე გარდა ორშაბათისა, ასევე სახელმწიფო და სხვა ოფიციალური უქმეების დროს უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის მუშაოების განრიგის შესაბამისად.

დ) მოიჯარე ვალდებულია კაფის ტერიტორიაზე დადგას მინიმუმ 1 მაცივარი და  საჭმლის მომზადებისათვის საჭირო ყველა  ინვენტარი.

ე) განახორციელოს კაფეში სარეალიზაციო პროდუქციის ხარისხის და ვარგისიანობის კონტროლი;

ვ) უზრუნველყოს მომსახურე პერსონალის აღჭურვა ყველა სათანადო ატრიბუტიკით (უნიფორმა, წინსაფრები, ქუდები, ხელთათმანები );

ზ) უზრუნველყოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ხარისხიანი მომსახურება,  კაფის მომსახურე პერსონალი უნდა გამოირჩეოდეს ვიზიტორებისადმი ყურადღებითა და კეთილგანწყობილი დამოკიდებულებით;

თ) კაფეში უნდა მოქმედებდეს თვითმომსახურების პრინციპი (კლიენტი უკვეთავს პროდუქტს დახლთან, პროდუქტის დამზადება კლიენტს ეცნობება მომსახურე პერსონალის მიერ, რის შემდეგაც იგი თვითონ აიღებს შეკვეთილ პროდუქტს);

ი)კაფეში მომუშავე პერსონალი ვალდებულია ფლობდეს რუსულს და ინგლისურს საშუალო (pre-intermediate) დონეზე;

კ) კაფეში ყოველ მაგიდაზე აუცილებელია იდოს მენიუ (ინგლისურ და ქართულ ენაზე), ხელსახოცები, კბილის ჩხირები, მარილი და შაქარი, ასევე ,,მინისუფრა“ ანუ თეფშის და ჭიქის პატარადასადები, ხოლო პროდუქტის გასატანებლად აუცილებელია ქაღალდის ერთჯერადი პაკეტები;

ლ) კაფის მომსახურე პერსონალი ვალდებულია სტუმრის გასვლის შემდეგ ოპერატიულად მოაწესრიგოს მაგიდა.

მ) პროდუქციის სახეობების კაფეში შეტანა მოიჯარემ უნდა განახორციელოს მეიჯარესთან შეთანხმებით. მეიჯარე იტოვებს უფლებას განსაზღვროს კაფეში დასაშვები პროდუქციის სახეობები და რაოდენობა. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუთანხმებლობა ჩაითვლება ხელშეკრულების დარღვევად.

ნ) კაფის ინტერიერის შეცვლის  სურვილის შემთხვევაში, მოიჯარე ვალდებულია მეიჯარის წარმომადგენლებს შეუთანხმოს მოსალოდნელი ცვლილების შესახებ.

ო)კაფეში სასურველია იდგეს საბანკო ტერმინალი. თუ გადახდა ხდება ნაღდი ანგარიშსწორებით, გადახდამ უნდა იწარმოოს ეროვნულ ვალუტაში. გადახდა  წარმოებს შეკვეთის წინ, რის შემდეგაც კლიენტს უნდა ეძლეოდეს ჩეკი.

პ) რეკომენდირებულია კაფეს გარე ტერიტორიაზე დაიდგას გამაგრილებელი სასმელების ნაყინის და ყავის აპარატები;

 13. მოიჯარე ვალდებულია დაიცვას მეიჯარის მიერ დადგენილი შემდეგი აკრძალვები:

ა) საიჯარო ფართში იკრძალება ყოველგვარი ალკოჰოლური სასმელების რეალიზაცია (გარდა ლუდისა) და შეტანა.

ბ) საიჯარო ფართში  იკრძალება მოიჯარის მიერ მეიჯარის თანამშრომლის დასაქმება;

გ) საიჯარო ფართში იკრძალება თამბაქოს რეალიზაცია და მოწევა;

დ) იკრძალება ვიზიტორის მიერ საკუთარი საკვები ან სასმელი პროდუქციის კაფეში შეტანა.

ე) იკრძალება შინაური ცხოველების შეყვანა კაფეს შენობაში.

14. მოიჯარე ვალდებულია ხელი შეუწყოს მეიჯარეს, საიჯარო პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე დოკუმენტური და ვიზუალური მონიტორინგის განხორციელებაში;

15.  ამ პირობების, ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების მიმღებეძლევა გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა.

16. საიჯარო პირობების შეუსრულებლობის (დარღვევის) განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მეიჯარის მიერ მიიჩნევა საიჯარო ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტის საფუძვლად. ქონების მიმღებ პირს არ უბრუნდება წინასწარ გადახდილი თანხადა არ უნაზღაურდება გაწეული ნებისმიერი სხვა ხარჯი. მეიჯარე უფლებამოსილია, ასევე, მოითხოვოს ქონებისთვის მიყენებული და სხვა სახის ზიანის და/ან ზარალის ანაზღაურება.

17. საიჯარო ქირის გადაუხდელობისან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო განსაზღვრულია ქირის 0,5%-ის, მაგრამ არანაკლებ 10 (თი) ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

18.  პირგასამტეხლოს გადახდა უნდაგანხორციელდეს იმავე საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით, რომელზეც ირიცხება საიჯარო ქირა.

19. საიჯარო პირობებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების (გარდა საიჯარო ქირის გადახდასთან დაკავშირებული ვალდებულებებისა) დარღვევის შემთხვევაში, მოიჯარეს ეკისრება პირგასამტეხლო 100 (ასი) ლარის ოდენობით, ყოველ გამოვლენილ დარღვევაზე.

20.  საიჯარო ურთიერთობა შეიძლება შეწყდეს:

ა) მხარეთა ორმხრივი შეთანხმებით;

ბ) მეიჯარის მიერ, ცალმხრივად: საიჯარო პირობების მე-16 და მე-17 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის პირველივე შემთხვევაში;

გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში;


;