ამობეჭდვის თარიღი: 15.05.2025 23:20:15
კატეგორია: სხვა ტიპის იჯარა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:რკინიგზის ჩიხი
განაცხადის #:31917CGN32857416
აუქციონის #: 31917
ლოტის #: 328574
დაწყება/დასრულება: 08/08/2016 11:00 - 12/08/2016 16:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 2450GEL
დასრულების დრო: 12.08.2016 16:00:00
გაყიდვის ფასი : 8050.0000 GEL
საწყისი ფასი: 8000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 50 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისის, ისანი-სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილი, №21
ტელეფონი: 995-322244040(514)
თვისებები
ქვეყანასაქართველოქუჩა(დასახელება/ნომერი)ლანჩხუთის რაიონი. სოფელი სუფსა
სარგებლობაში გადაცემის ვადა5 (ხუთი) წელი
;
აღწერილობა
აღწერილობა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მომარაგებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ქონების მართვის სამსახურის თანამშრომელს, ია ლომთათიძეს ტელ: (+995 32)2 24 40 40 (574) მობ: 591 19 50 55.
მოკლე აღწერილობა

 ქონება მიერთებულია სუფსის რკინიგზის სადგურზე და მისი გამოყენება შესაძლებელია რკინიგზის ვაგონებით მშრალი და თხევადი ტვირთების გადაზიდვის მიზნით. ქონების საერთო სიგრძეა 1114,52 გრძივი მეტრი, ხოლო საკადასტრო კოდია N27.00.076; ქონება იმყოფება ექსპლუატაციისათვის ვარგის მდგომარეობაში და მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად თავისუფლად და დაუბრკოლებლად არის შესაძლებელი.
პირობა

ქონების ყოველთვიური საწყისი საიჯარო ქირა შეადგენს 8000 (რვა ათასი) ლარს დღგ-ს გარეშე; ბიჯი - 50 (ორმოცდაათი) ლარი; საგარანტიო თანხა - 2450 (ორი ათას ოთხას ორმოცდაათი) -  ლარი. სარგებლობაში გადაცემის ვადაა 5 (ხუთი) წელი.

აუქციონში გამარჯვებული (მოიჯარე) ვალდებული იქნება საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ქონების ექსპლუატაციისათვის გამართულ მდგომარეობაში ყოფნისათვის საჭირო სამუშაოების განხორციელება. ამასთან, ქონების მესაკუთრე - სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ არ იქნება ვალდებული აუნაზღაუროს მოიჯარეს ქონების შენახვისათვის და ასევე ქონების გაუმჯობესებაზე გაწეული დანახარჯები.

მოიჯარე ასევე ვალდებული იქნება: ა) ქონების მეშვეობით ნედლი ნავთობის გადატვირთვასთან დაკავშირებული მომსახურება სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ გაუწიოს უსასყიდლოდ და კორპორაციისათვის სასურველი გრაფიკით; ბ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად  ინვესტორი კომპანიის სტატუსის მქონე პირებს, ქონების მეშვეობით ნედლი ნავთობის გადატვირთვასთან დაკავშირებული მომსახურება გაუწიოს მათთვის სასურველი გრაფიკით და მინიმალურ ფასად;

საიჯარო თანხის გადახდა განხორციელდება ყოველთვიურად, ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით.

სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ და აუქციონში გამარჯვებულს შორის იჯარის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს აუქციონის დასრულებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის საჭირო ხარჯებს გაიღებს აუქციონში გამარჯვებული.

;