|
დასახელება:სსიპ ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრის შენობაში პირველ სართულზე მდებარე 210 კვ/მ ფართი ბარის ფუნქციონირებისათვის და ასევე სსიპ ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრის ეზოში მდებარე 232 კვ/მ შენობის ფართის კვების ობიექტის (სასადილო) ფუნქციონირებისათვის
განაცხადის #:79530JSV34109316
აუქციონის #: 79530
ლოტის #: 341093
დაწყება/დასრულება: 09/09/2016 13:00 - 16/09/2016 16:00
დასრულების დრო:
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა:
11988.00GEL
დასრულების დრო: 16.09.2016 16:00:00
გაყიდვის ფასი :
4046.0000 GEL
საწყისი ფასი: 3996.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 50.00 GEL
|
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ქ.თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი
მისამართი: ძველი თბილისი / რუსთაველის გამზ. 25
ტელეფონი: 995-2004446
|
აღწერილობა |
სსიპ ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრის ეზოში მდებარე 232 კვ/მ შენობის ფართის კვების ობიექტის (სასადილო) ფუნქციონირებისათვის . მის: თბილისი , რუსთაველის გამზირი #25 (შესაბამისი ინვენტარით) წინასწარ განსაზღვრული ფართის სასყიდლიანი იჯარის ფორმით, სამი წლის ვადით სარგებლობის წესით გადაცემის მიზნით. და ასევე სსიპ ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრის შენობაში პირველ სართულზე მდებარე 210 კვ/მ ფართი ბარის ფუნქციონირებისათვის. მის: თბილისი , რუსთაველის გამზირი #25 წინასწარ განსაზღვრული ფართის სასყიდლიანი იჯარის ფორმით, სამი წლის ვადით სარგებლობის წესით გადაცემის მიზნით. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგტელეფონის ნომრებზე: 591 31 37 69 |
მოკლე აღწერილობა | სსიპ ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრი თორნიკე ტაბატაძე 591 31 37 69 |
|
პირობა | სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობები
1. სსიპ ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრის ეზოში მდებარე 232 კვ/მ შენობის ფართის კვების ობიექტის (სასადილო) ფუნქციონირებისათვის . მის: თბილისი , რუსთაველის გამზირი #25 (შესაბამისი ინვენტარით) წინასწარ განსაზღვრული ფართის სასყიდლიანი იჯარის ფორმით, სამი წლის ვადით სარგებლობის წესით გადაცემის მიზნით. რომელიც შედგება სამზარეულოსა და დარბაზისაგან.
ა) ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) დღის ვადაში უზრუნველყოს სასადილოს გამართულად ფუნქციონირება ; ბ) ყოველი თვის ბოლო სამუშაო დღეს შეათანხმოს მეიჯარის შესაბამის წარმომადგენელთან მომდევნო თვის მენიუ (მენიუ უნდა იყოს წარმოდგენილი ულუფებით და არა გრამებით) ფასების მითითებით. მითითებული ფასები არ უნდა აღემატებოდეს საცალო ქსელში არსებულ ფასებს და საცალო ქსელში ფასების ცვლილების შემთხვევაში, მეიჯარის მოთხოვნით მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს ფასების ცვლილება ; ბ) უზრუნველყოს ყოველდღიურად სასადილოში შემდეგი ასორტიმენტით მომსახურების გაწევა:
1) მინიმუმ 2 სახეობის წვნიანი (მინიმუმ ერთი ხორციანი და მინიმუმ ერთი ვეგეტარიანული/სამარხვო); 2) მინიმუმ 8 სახეობის ცხელი კერძი (მათ შორის მინიმუმ 5 ხორციანი და მინიმუმ 3 ვეგეტარიანული/სამარხვო); 3) მინიმუმ 5 სახეობის ცხელი გარნირი; 4) მინიმუმ 5 სახეობის სალათა; 5) მინიმუმ 5 სახეობის ცივი კერძი; 6) პურ-პუნთუშეული; 7) სხვადასხვა დასახელების ცომეული, კერძოდ, სხვადასხვა სახეობის ხაჭაპურები, ლობიანი, ღვეზელები, ხორციანი, ყველიანი და სხვა ვეგეტარიანული/სამარხვო შიგთავსის ბლინჩიკები და ა.შ. 8) რძის პროდუქტები (მინიმუმ ორი სახეობის ყველი, მაწონი, არაჟანი, ხაჭო, იოგურტი, კეფირი); 9) მინიმუმ 4 სახეობის ნამცხვარი (მათ შორის მინიმუმ 2 კრემიანი); 10) მინიმუმ 2 დასახელების ხილი (სეზონურობის მიხედვთ); 11) სხვადასხვა სახეობის ტკბილეული (შოკოლადები, ორცხობილები, თხილი); 12) წვენები, გამაგრილებები გაზიანი სასმელები და წყალი; 13) ნაყინი; 14) სენდვიჩები და ჰამბურგერები; 15) ყავა, ჩაი.
შენიშვნა: მოიჯარეს შეუძლია დამატებითი ასორტიმენტის შეთავაზება მეიჯარესთან შეთანხმებით.
გ) მეიჯარის ზეპირი მოთხოვნით 2 (ორი) დღის ვადაში გარკვეული ცვლილებების შეტანა ასორტიმენტში (საჭიროების შემთხვევაში ასორტიმენტის გაზრდა); დ) უზრუნველყოს ერთდროულად 500 სტუმრის მიღება; ე) შეკვეთის საფუძველზე, შეკვეთიდან სამი დღის ვადაში უზრუნველყოს ნებისმიერი ასორტიმენტისაგან შემდგარი სადილის ორგანიზება მინიმუმ 50 სტუმარზე; ვ) უზრუნველყოს სასადილოს ფუნქციონირება (მზაობა მომხმარებლის მიღებაზე) 9:00 სთ-დან 22:00 საათამდე; ზ) გაუფრთხილდეს მისთვის გადაცემულ ფართს, სხვადასხვა ინვენტარს და მოწყობილობებს, აანაზღაუროს ყოველი მიყენებული ზიანი სრულად, მოიყვანოს პირვანდელ მდგომარეობაში; თ) მოთხოვნის საფუძველზე წარუდგინოს მეიჯარეს საიჯარო ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია; ი) აცნობოს მეიჯარეს ყველა იმ გარემოების შესახებ, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს საიჯარო ქონებაზე; კ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან/და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 (ორი) კვირის ვადაში გააუქმოს საიჯარო ხელშეკრულება; ლ) საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ დაუშვას საიჯარო ფართის კონსტრუქციული სახის ცვლილება; მ) უზრუნველყოს პლასტიკური ბარათებით გადახდის შესაძლებლობა და პლასტიკური ბარათებით მომსახურების შემთხვევაში ტრანზაქცია განახორციელოს უფასოდ; ნ) არანაკლებ კვარტალში ერთხელ წარმოადგინოს მომზადებული კერძების (მეიჯარის მიერ შერჩევით აღებული და დალუქულ კონტეინერში მოთავსებული მინიმუმ 3 კერძი) ხარისხის და სასადილოს სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესახებ საექსპერტო დასკვნა შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურიდან; ო) მეიჯარის სამართლიანი/დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, არ გამოიყენოს ესა თუ ის პროდუქტი სარეალიზაციოდ ან კერძის მოსამზადებლად; პ) უზრუნველყოს ,,სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 07 ივლისის #320 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების სრული დაცვა; ჟ) მინიმუმ სამ თვეში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში კი მეიჯარის წერილობითი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 (სამი) დღეში, უზრუნველყოს კვების ობიექტში არსებული მოწყობილობების და დანადგარების გენერალური დასუფთავება და დეზინფიცირება; რ) იჯარის ღირებულებაში შედისსაკვების მოსამზადებლად, ჭურჭლის დასარეცხად და სამზარეულოს მოსაწესრიგებლად საჭირო ელექტროენერგიის, წყლის და გაზის ხარჯები,ასევე სასადილოს (სამზარეულო და დარბაზი) გათბობის და კონდიცირებისსაჭირო ელექტროენერგიის ხარჯები. ს) უზრუნველყოს ,,ტექნიკური რეგლამენტის - ,,საცალო ვაჭრობაში დაუფასოებელი პროდუქციის მიწოდებისა და რეალიზაციის ჰიგიენური პირობების და წესების’’ დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 03 იანვრის #10 დადგენილებით დამტკიცებული მოთოვნების დაცვა; ტ) არ გამოიყენოს ერთხელ უკვე მოხმარებული ცხიმი და ცხიმის შემცვლელი პროდუქტები ხელმეორედ; უ) მალფუჭებადი პროდუქტების რეალიზაცია მოახდინოს ,,განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის პირობებისა და ვადების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს #303/ნ ბრძანების მოთხოვნების სრული დაცვით; ფ) უზრუნველყოს მუდმივი ორგანიზებულობის აუცილებელი პირობები, დარბაზის სისუფთავე და სხვა; ქ) დროულად და ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მეიჯარის მოთხოვნები, მათ შორის ის მოთხოვნები, რომლებიც პირდაპირ არ არის ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული, თუმცა გამომდინარეობს ხელშეკრულების შინაარსიდან.
3. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოიჯარეს არ აქვს უფლება სახელმწიფო ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან/და სხვაგვარად დატვირთოს.
4. მოიჯარე უფლებამოსილი იქნება მოითხოვოს იჯარის ხელშეკრულების ვადამდე მოშლა, რის შესახებაც იგი ვალდებულია 3 (სამი) თვით ადრე დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნით შეატყობინოს მეიჯარეს; 5. ასევე მოიჯარემ წარმოადგინოს ხელშეკრულების გაფორმებამდე 3 წლიანი გამოცდილების დამამდკიცებელი დოკუმენტაცია ანალოგიური ტიპის მომსახურებების გაწევის შესახებ. იჯარის ხელშეკრულება და სასყიდლიანი იჯარის ფორმით გადასაცემი სამზარეულოს ინვენტარი იხილეთ მიმაგრებულ ფაილებად. 2.ბარი იჯარით გადაცემის წესები: 1. მოიჯარე ვალდებულია, საიჯარო ქირა გადაიხადოს ყოველი თვის მომდევნო თვეში არაუგვიანეს 5 რიცხვისა. საიჯარო ქირაში შედის კომუნალური გადასახადები( დენი, გათბობა , წყალი და კონდიციონირება). 2.მოიჯარეს ეკისრება, იჯარის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე უზრუნვეყოფის საშუალებად წარმოადგინოს, ერთი თვის საიჯარო ქირის სამმაგი ოდენონობა. 3.ფართი იჯარით გადაეცემა 3 წლის ვადით. 4. უზრუნველყოს ეკოლოგიური , სანიდარულ- ჰიგიენური და ხანძარსაწიინაღმდეგო პირობების დაცვა. 5.არ დაუშვას იჯარით აღებული ფართის გადაცემა მესამე პირისთვის. 6.. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოიჯარეს არ აქვს უფლება სახელმწიფო ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან/და სხვაგვარად დატვირთოს.
7. უზრუნველყოს ბარის ფუნქციონირება (მზაობა მომხმარებლის მიღებაზე) 12:00 სთ-დან 24:00 საათამდე;
|