|
![]() |
კატეგორია:
შავი მეტალი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:შავი ლითონის ჯართი
განაცხადის #:35172CSL34377116 აუქციონის #: 35172 ლოტის #: 343771 დაწყება/დასრულება: 14/09/2016 13:00 - 23/09/2016 13:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 69 ბიჯი საგარანტიო თანხა: 50000GEL
დასრულების დრო: 23.09.2016 13:14:00
გაყიდვის ფასი : 582480.0000 GEL
საწყისი ფასი: 444480 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 2000 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი დელტა მისამართი: ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონში / მნათობის 73 ტელეფონი: 995-2710002 |
თვისებები
|
წონა(კგ) | 1389000 | ქალაქი | თბილისი | ქვეყანა | საქართველო | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ბერი გაბრიელ სალოსის 191 | ზომის ერთეული | წონა | წონა(ტონა) | 1389 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | ფონიჭალის სადემილიტარიზაციო საწარმოს ტერიტორიაზე განთავსებული ჩამოწერილი, ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი შავი ლითონის ჯართი შედგება როგორც სტანდარტული, ისე არასტანდარტული (არაგაბარიტული) სახის შავი ლითონის ჯართისგან, ასევე თუნუქის ჯართის მცირე რაოდენობითაა მავთულბადის ჯართი და კომპიუტერული, საოფისე ტექნიკის ჯართი, ასევე, ცისტერნები.( |
მოკლე აღწერილობა | შავი ლითონის ჯართი |
პირობა | ლოტი: 1 (ერთი) რაოდენობა: 1389 (ათასსამასოთხმოცდაცხრა) ტონა შავი ლითონის ჯართი. საწყისი სარეალიზაციოფასი: 444480 (ოთხასორმოცდაოთხიათას ოთხმოცი) ლარი ბიჯი - 2000 (ორი ათასი)ლარი. ბე/უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის ოდენობა: 50000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 30 დღით უნდა აღემატებოდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადასდა გადახდილი უნდა იქნეს შემდეგ ანგარიშზე: სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი დელტა ს/კ 202297335 მიმღების დასახელება- ხაზინის ერთიანი ანგარიში: მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - TRESGE22; მიმღების ანგარიში /სახაზინო კოდი 707297519 ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების ვადა: აუქციონის დასრულებიდან 7 სამუშაო დღე; შეძენილი ქონების საფასურის (აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი, გადახდილი „ბე“-ს გამოკლებით) გადახდის ვადა: აუქციონის დასრულებიდან - 10 კალენდარული დღე; ქონების გატანის ვადა- საბოლოო საფასურის გადახდიდან - 50 სამუშაო დღე; მყიდველი ვალდებულია ქონების გატანა განახორციელოს საკუთარი ხარჯებით და გატანის პროცესში უზრუნველყოს ჯართის აწონვა ცენტრ „დელტა“-ს წარმომადგენლის თანდასწრებით; ქონების გატანის ვადების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა - ქონების სარეალიზაციო ღირებულების 0,05% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად. ასეთ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგები, პრივატიზებული ქონება უბრუნდება გამყიდველს და სახელმწიფო ქონების შემძენსარ უნაზღაურდება საპრივატიზებო თანხა, გადახდილი თანხები და ქონებაზე გაწეული დანახარჯები. მყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა მყიდველს არ უბრუნდება. დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გადახდა არ ათავისუფლებს მყიდველს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები რომლებმაც გადაიხადეს ბე ან/და წარმოადგინეს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში. აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ: ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა; ბ) აუქციონში გამარჯვებულმა პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა საპრივატიზებო საფასური; გ) დაარღვია აუქციონში მონაწილეობის „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონით და „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესით“ დადგენილი პირობები ქონების შემძენს შეძენილ ქონებაზე საპრივატიზებო საფასურის გადახდამდე არ აქვს უფლება გაცემული ქონება გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს. ამასთან, ის პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. ელექტრონული აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, აგრეთვე სახელმწიფოს, სხვა სუბიექტის ან სახელმწიფოსა და სხვა სუბიექტის მიერ ერთობლივად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. აუქციონში გამარჯვებულმა პირმა, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე, უნდა წარმოუდგინოს გამყიდველს (სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ს) გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში); დ) სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა ან დაწესებულების მიერ გაცემულ სათანადო მინდობილობა, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით; ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში); გამარჯვებულად გამოვლინდება საჯარო აუქციონში მონაწილე ის პირი, რომელიც აიღებს ვალდებულებას დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 191, საკონტაქტო ტელეფონი: 557188088 ქონების დათვალიერებასთან დაკავშირებული საკითხები: 595042302 |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |