ამობეჭდვის თარიღი: 17.05.2025 10:01:05
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის №51 საჯარო სკოლის ფართი კვების ობიექტის ფუნქციონირებისათვის
განაცხადის #:28466BQV35021916
აუქციონის #: 28466
ლოტის #: 350219
დაწყება/დასრულება: 27/09/2016 18:00 - 03/10/2016 18:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 12000GEL
მიმდინარე ფასი : 57000 GEL
საწყისი ფასი: 57000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 100 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ-გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის #51 საჯარო სკოლა
მისამართი: ძველი თბილისის (ყოფ.მთაწმ) რაიონში / მელიქიშვილის ქ 2
ტელეფონი: 971-
თვისებები
გათბობა-აივანი-
ლოჯი-TV-
ცხელი წყალი-კვადრატულობა(მ²)171.45
წყალი და კანალიზაცია-ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება-
ლიფტი-ბუხარი-
ქალაქითბილისიRs რუკის მხარდაჭერა-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
შენობის პროექტიარასტანდარტულიშენობის მდგომარეობაძველი გარემონტებული
ქვეყანასაქართველოქუჩა(დასახელება/ნომერი)მელიქიშვილის N2
სათავსო-სარგებლობაში გადაცემის ვადა3 წელი
;
აღწერილობა
აღწერილობაიჯარით გაიცემა პირველ სართულზე მდებარე   171.45 კვ.მ ფართი კვების ობიექტის ფუნქციონირების მიზნით. იჯარით გასაცემი ფართის საერთო კვადრატულობაა 171.45 კვ.მ. საწყისი თანხა შეადგენს ერთი წლის საიჯარო თანხას ჯამურად.

იჯარით გაიცემა 171.45 კვ.მ ფართი უძრავი ქონება ინვენტარის გარეშე.
მოკლე აღწერილობაიჯარით გასაცემი ფართი მდებარეობს ქ.თბილისში, მელიქიშვილის №2.
საკონტაქტო ინფორმაცია 292 35 25.
პირობა

1. ფართი იჯარით გაიცემა სასკოლო კვების ბლოკის (ან სასადილოს) ფუნქციონირების მიზნით.

2. საწყისი თანხა ჯამურად შეადგენს იჯარის ფორმით ფართით სარგებლობის ერთიწლის საიჯარო გადასახადს.

3. ფართი იჯარით გაიცემა 3 (სამი) წლის ვადით;

4. მოიჯარემ სკოლასთან შეთანხმებით უნდა უზრუნველყოს  ფართის კეთილმოწყობა არაუგვიანეს 2017 წლის აგვისტომდე.

5. მოიჯარემ უნდა დაიცვას საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის N534 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

6. მოიჯარემ უნდა უზრუნველყოს ფართის მაღალი ხარისხის ინვენტარით (მაგიდები, სკამები, დახლმაცივრები, სავენტილაციო სისტემები) აღჭურვა.   მთელი საიჯარო პერიოდისათვის უნდა გააჩნდეს დაუზიანაბელი და საღი ინვენტარი.

7. მოიჯარემ საკუთარი ხარჯით უნდა მოახდინოს ელექტროენერგიის,  წყლისა და ბუნებრივი აირის განმხოლოება და აბონენტად რეგისტრაცია.

8. საიჯარო გადასახადში არ შედის ფართის გათბიბის კომუნალური გადასახადი;

9. მოიჯარე ვალდებულია: დაიცვას ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმები; დროულად  გადაიხადოს კომუნალური გადასახადები;  მისი საქმიანობით ხელი არ უნდა შეეშალოს სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვას;

10. სკოლის დირექციის მოთხოვნის შემთხვევაში მოიჯარე ვალდებულია წინასწარ შეათანხმოს ან შეცვალოს სასკოლო სასადილოს არსებული მენიუ.

11. სასადილოში დადგენილი ფასები უნდა შეესაბამებოდეს სკოლის  მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საბაზრო ფასებს.

11. მოიჯარე ვალდებულია დაიცვას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრ მიერ შემუშავებული რეკომენდაცია, კერძოდ:

 სასკოლო კვების ორგანიზებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვთა კვებისთავისებურებასთან დაკავშირებული შემდეგი შეზღუდვები:  არ დაიშვება ძირითად საკვებად კონსერვების გამოყენება (მაგ.: კონსერვირებული სუპი, კონსერვირებული ხორციანი კერძები). ისინი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს კერძის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად (მაგ.: სალათების, ბუტერბროდების, სუპების მომზადებისას);  ბავშვებისთვის დასალევად გამოიყენება მხოლოდ პასტერიზებული რძე. ნედლი რძის გამოყენება შესაძლებელია თერმულად დამუშავებულ საკვებში;

 არ დაიშვება:

 სოკო,  კრემიანი ნამცხვრები და ტორტები,  მაკარონი ხორცის ფარშით;  კვერცხი ბავშვებს მიეწოდება მხოლოდ თერმულად დამუშავებული სახით;  საკვების მომზადებისას უპირატესობა ენიჭება მცენარეული ზეთების გამოყენებას;  დესერტად არ უნდა გაიცეს საღეჭი რეზინა, კანფეტი ან შოკოლადი;  მიზანშეწონილი არ არის ისეთი უალკოჰოლო სასმელების გამოყენება, რომლებიც შეიცავს შემდეგ საკვებ დანამატებს: E102, E110, E122, E123, E124, E129, E151, E155, E180;  საკვები რაციონიდან ამოღებულ უნდა იქნეს ისეთი პროდუქტები, რომლებიც გამდიდრებულია საკვები დანამატებით.

12. სსიპსახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსწერილობითი მოთხოვნიდან არა უმეტეს 2 (ორი) კვირის ვადაში გაუქმებულ იქნება მოიჯარესთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება;

13. გამარჯვებულ პირს შეტანილი საბანკო გარანტია/ბე 12000 (თორმეტი ათასი) ლარი ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას.

14. ბაზარზე ფართით სარგებლობის ფასის ზრდის შემთხვევაში მეიჯარეს ეძლევა უფლება, ყოველწლიურად შეიტანოს ცვლილება საიჯარო ქირაში დამოუკიდებელი აუდიტის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე.

15. საჯარო რეესტრში საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს დაფარავს ქონების სარგებლობის უფლების მიმღები;

;