|
![]() |
კატეგორია:
იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:სსიპ ქალაქ თბილისის N186 საჯარო სკოლის კვების ბლოკი
განაცხადის #:33451CMF35364916 აუქციონის #: 33451 ლოტის #: 353649 დაწყება/დასრულება: 06/10/2016 16:00 - 11/10/2016 18:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 9 ბიჯი საგარანტიო თანხა: 1200GEL
დასრულების დრო: 11.10.2016 18:00:00
გაყიდვის ფასი : 4980.0000 GEL
საწყისი ფასი: 4800 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 20 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ ქალაქ თბილისის N186 საჯარო სკოლა მისამართი: ქ. თბილისის საბურთალოს რაიონში / პეტრიწის ქ. 8ა ტელეფონი: 995-2535586 |
თვისებები
|
გათბობა | - | აივანი | - | ლოჯი | - | TV | - | ცხელი წყალი | - | კვადრატულობა(მ²) | 58.34 | წყალი და კანალიზაცია | - | ტელეფონი | - | ინტერნეტი | - | პარკირება | - | ლიფტი | - | ბუხარი | - | ქალაქი | თბილისი | Rs რუკის მხარდაჭერა | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | შენობის პროექტი | არასტანდარტული | შენობის მდგომარეობა | ახალი გარემონტებული | ქვეყანა | საქართველო | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | პეტრიწის ქ. 8ა | სათავსო | - | სარგებლობაში გადაცემის ვადა | 3 (სამი) წელი |
აღწერილობა
|
აღწერილობა | სსიპ ქალაქ თბილისის N186 საჯარო სკოლის სარგებლობაში არსებულ შენობაში განთავსებული 58.34 კვ.მ. ფართი სკოლის კვების ბლოკის მოსაწყობად. |
მოკლე აღწერილობა | დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 577-12-34-31 |
პირობა | 1. ფართი იჯარით გაიცემა სკოლის კვების ბლოკის მოსაწყობად 2. საწყისი თანხა ჯამურად შეადგენს იჯარის ფორმით ფართით სარგებლობის ერთი წლის საიჯარო გადასახადს. 3. ფართი იჯარით გაიცემა 3 (სამი) წლის ვადით; 4. საიჯარო გადასახადში შედის ფართის გათბობაზე დახარჯული გაზის ღირებულება, არ შედის დენის და წყლის გადასახადები; 5. მოიჯარემ უნდა მოახდინოს ელექტროენერგიის და წყლის განმხოლოება (მრიცხველების დამონტაჟებით); დროულად გადაიხადოს კომუნალური გადასახადები; 6. მოიჯარეს მოეთხოევბა სასკოლო კვების ბლოკის ფუნქციონირების 8-წლიანი გამოცდილება; ხელშეკრულების გაფორმებამდე მოიჯარემ სკოლაში უნდა წარმოადგინოს აღნიშნული პირობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში იჯარის ხელშეკრულება არ გაფორმდება, ხოლო გამარჯვებულ პირს მის მიერ ელ. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადახდილი საგარანტიო თანხა უკან არ დაუბრუნდება. 7. მოიჯარე ვალდებულია, დაიცვას ჰიგიენური, სანიტარული და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმები; დაიცვას სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნები და კანონმდებლობით ბიზნესოპერატორისთვის დადგენილი სტანდარტები. მისი საქმიანობით ხელი არ უნდა შეეშალოს სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვას; 8. მოიჯარემ საკუთარი სახსრებით უნდა უზრუნველყოს სავინტილაციო სისტემის მოწყობა;
9. მოიჯარემ უნდა უზრუნველყოს საკვების ადგილზე მომზადება და საჭიროების შემთხვევაში ცხელი კერძების მომზადება; ბუფეტში გასაყიდი პროდუქცია უნდა იყოს მრავალფეროვანი. მათ შორის, უნდა იყიდებოდეს - რძის ნაწარმი და ხილი. პროდუქციის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ანალოგიური პროდუქციის ფასაებს.
10. სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ წერილობითი მოთხოვნიდან არა უმეტეს 2 (ორი)კვირის ვადაში გაუქმებულ იქნება მოიჯარესთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება; 11. გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას. 12. ბაზარზე ფართით სარგებლობის ფასის ზრდის შემთხვევაში მეიჯარეს ეძლევა უფლება, შეიტანოს ცვლილება საიჯარო ქირაში დამოუკიდებელი აუდიტის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე. 13. საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს დაფარავს ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები; |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |