ამობეჭდვის თარიღი: 19.12.2024 18:14:24
კატეგორია: არასაცხოვრებელი ფართი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქალაქ თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირ N44/ქალაქ თბილისში, ჭოროხის ქუჩა N9-ში მდებარე 3835კვ.მ. ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი
განაცხადის #:769BV116
აუქციონის #: 769
ლოტის #: 1
საქმის ნომერი: 2016101160905
დაწყება/დასრულება: 11/10/2016 17:00 - 31/10/2016 17:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 575 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 300001GEL
დასრულების დრო: 31.10.2016 17:10:00
გაყიდვის ფასი : 5750001.0000 GEL
საწყისი ფასი: 1 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”
მისამართი: თბილისი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზირი #49ა.
ტელეფონი: 995-1420
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქალაქ თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N44/ქალაქ თბილისში, ჭოროხის ქუჩა N9კონდიციონერი-
საქმის ნომერი2016101160905ბრძანების ნომერი1/1-3412
საკადასტრო კოდი01.16.05.022.001.01.506Rs რუკის მხარდაჭერა-
წყალი და კანალიზაცია-ბუნებრივი გაზი-
ტელეფონი-ინტერნეტი-
ქვეყანასაქართველოქალაქითბილისი
ელექტრო მომარაგება-პარკირება-
ლიფტი-ბუხარი-
ავეჯი-აივანი-
ლოჯი-TV-
ცხელი წყალი-გათბობა-
სათავსო-გადახდის პერიოდი45
საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა60ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
ქონების ტიპიუძრავი ქონება
;
აღწერილობა
აღწერილობა
  • აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით;
  • ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს (საგარანტიო თანხის) გადახდა შესაძლებელია:
    • ნაღდი ანგარიშსწორებით  სს  ,, ლიბერთი ბანკში”
    • ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით
    • ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით
  • მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართოს სსიპ სახელმწიფო  ქონების  ეროვნული  სააგენტოს იურიდიულ  დეპარტამენტს  აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის  ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგი.
  • დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე : (+995) 32  2  981-111 (სსიპ  ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”)   (+995) 32  2  601 601 (www.eauction.ge).

შენიშვნა: აუქციონში მონაწილის  მიერ ელექტრონულ  აუქციონში მონაწილეობის მისაღებად  უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის  წარმოდგენის  შემთხვევაში სსიპ - სახელმწიფო  ქონების  ეროვნული  სააგენტოს მიერ  მისი  დაბრუნება  განხორციელდება საპრივატიზებო  საფასურის  სრულად  დაფარვის  შემდეგ.

საწყისი საპრივატიზებო  საფასურის   ოდენობა  3 000 001 (სამი მილიონ ერთი)  ლარი  (მათ შორის: საწყისი საპრივატიზებო თანხა - 1 (ერთი)  ლარი, მესამე პირისათვის ან/და სხვა სუბიექტისათვის გადასარიცხი თანხა - 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი.

მოკლე აღწერილობა3835კვ.მ. ფართი  და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი
პირობა

ა) საპრივატიზებო თანხის   გადახდა აუქციონის დასრულებიდან   არაუმეტეს 45 (ორმოცდახუთი) დღის  ვადაში.

ბ) შპს „საქართველოს ფოსტის“  (ს/კ 203836233) ანგარიშზე 3 000 000 (სამი მილიონი) ლარის  გადარიცხვა აუქციონის დასრულებიდან   არაუმეტეს 45 (ორმოცდახუთი) დღის  ვადაში.

გ) უძრავ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე, მყიდველის  მიერ  მშენებლობის/რეკონსტრუქციის სანებართვო დოკუმენტაციის მიღებიდან არაუმეტეს 36 (ოცდათექვსმეტი) თვის, მაგრამ  არაუგვიანეს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან  42 (ორმოცდაორი) თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით არანაკლებ 30 (ოცდაათი) ნომრის მქონე სასტუმროს შექმნა (მათ შორის პროექტირება/მშენებლობა/რეკონტრუქცია/რემონტი),  კანონით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღება,  აღჭურვა და ფუნქციონირების დაწყება;

დ) „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით, არანაკლებ 5 300 000 (ხუთი მილიონ სამასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;

) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადაში სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან  უძავი ქონების თაობაზე ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულების გაფორმება.

ვ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 42  თვის (ორმოცდაორი) ვადაში, შპს „საქართველოს ფოსტასთან“ (ს/კ 203836233) შეთანხმებული პირობების შესაბამისად, უძრავი ქონების არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) კვ.მ. ფართში, საქართველოს ფოსტის ექსპონატებისათვის განკუთვნილი საგამოფენო დარბაზის ან/და სივრცის მოწყობა  და აღნიშნული ვალდებულების შესრულებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) თვის ვადაში,  შპს „საქართველოს ფოსტასთან“ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება ამავე საგამოფენო დარბაზით ან/და სივრცით შპს „საქართველოს ფოსტის“  არანაკლებ 20 (ოცი) წლის ვადით უსასყიდლოდ სარგებლობის უზრუნველყოფის თაობაზე;

ზ) „გ“  ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) თვის ვადაში,  უძრავი  ქონების პირველ  სართულზე, არანაკლებ 5 (ხუთი) კვ.მ. ფართით სსიპ „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ არანაკლებ  10 (ათი) წლის ვადით უსასყიდლოდ სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება;

 თ) „უძრავი ქონების გამოთავისუფლების სანაცვლოდ, ამ ქონებით ფაქტობრივად მოსარგებლე პირებისათვის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, 2 (ორი) ერთეული ბინის, კერძოდ იძულებით გადაადგილებული სტატუსის მქონე პირებისათვის არანაკლებ 90 (ოთხმოცდაათი) კვ.მ. ფართის მქონე 1 (ერთი) ერთეული ბინის, ხოლო იძულებით გადაადგილებული სტატუსის არმქონე პირისათვის არანაკლებ 30 (ოცდაათი) კვ.მ. ფართის მქონე 1 (ერთი) ერთეული ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2   (ორი) თვის ვადაში;

ი) „გ“  ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ამავე პუნქტით განსაზღვრულ სასტუმროში არანაკლებ 30 (ოცდაათი) საქართველოს მოქალაქის დასაქმება, არანაკლებ 10 (ათი) წლის ვადით.

ამასთან, მყიდველი  ვალდებულა ელექტრონული აუქციონის  ჩატარებიდან ერთი  თვის  ვადაში  სსიპსახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში“   წარმოადგინოს ,,დ" ქვეპუნქტით განსაზღვრული განსახორციელებელი ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის   ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომელიც  მისი მოქმედების პერიოდში უზრუნველყოფს ,,ა"-,,ი" ქვეპუნქტებით განსაზღვრულ  საპრივატიზებო  პირობების  შესრულებას  (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას), რომლის მოქმედების  ვადაც  არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს,გ“ ქვეპუნქტით  განსაზღვრულ საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას.

;