ამობეჭდვის თარიღი: 16.05.2025 04:24:13
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ - ქალაქ თბილისის N127 საჯარო სკოლის ქორეოგრაფიული სტუდიის ფართი
განაცხადის #:89247LVC37130616
აუქციონის #: 89247
ლოტის #: 371306
რაოდენობა: 68.55
დაწყება/დასრულება: 13/11/2016 15:00 - 18/11/2016 15:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 250GEL
დასრულების დრო: 18.11.2016 15:00:00
გაყიდვის ფასი : 2494.0000 GEL
საწყისი ფასი: 2484 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ქალაქ თბილისის #127 საჯარო სკოლა
მისამართი: ძველი თბილისი / რუსთავის გ/ტ 18
ტელეფონი: 995-322404029
თვისებები
სართული3ლოჯი-
TV-ცხელი წყალი-
გათბობა+კვადრატულობა(მ²)68.55
წყალი და კანალიზაცია+ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება-
ლიფტი-ბუხარი-
აივანი-ქალაქითბილისი
რაოდენობა68.55ქუჩა(დასახელება/ნომერი)რუსთავის გზატკეცილი 18
შენობის პროექტიარასტანდარტულიშენობის მდგომარეობაძველი გარემონტებული
სათავსო-სარგებლობაში გადაცემის ვადა1 წელი
ზომის ერთეულიკვადრატული მეტრიRs რუკის მხარდაჭერა-
ელექტრო მომარაგება+ბუნებრივი გაზი-
ოთახების რაოდენობა1ქვეყანასაქართველო
;
აღწერილობა
აღწერილობაიჯარით გაიცემა სსიპ - ქალაქ თბილისის N127 საჯარო სკოლის ძირითადი შენობის მესამე სართულზე მდებარე 68.55 კვ.მ ფართობის ფართი ქორეოგრაფიული სტუდიის (ცეკვის წრის) ფუნქციონირებისთვის. ფართი არის ძველი გარემონტებული.
მოკლე აღწერილობა

ფართი არის ძველი გარემონტებული.

ყურადღებით გაეცანით პირობებს.

პირობა

ფართი იჯარით გაიცემა ქორეოგრაფიული სტუდიის ფუნქციონირებისთვის;

ფართი იჯარით გაიცემა 1 (ერთი) წლის ვადით;

საიჯარო ქირაში შედის კომუნალური გადასახადები;

წლიურად გადასახდელ საიჯარო გადასახადს წარმოადგენს აუქციონის დასრულებისას დაფიქსირებული მაქსიმალური თანხა. ე.ი.აუქციონი იმართება 1 წლის საიჯარო ქირაზე. საიჯარო ქირის გადახდა მოხდება ყოველთვიურად, ყოველი თვის არაუგვიანეს 5 რიცხვისა, ან სრული თანხა გადანაწილდება რამდენიმე თვეზე (თუმცა წლიური ღირებულება არ შეიცვლება);

ფართი იჯარით გაიცემა 1 წლის ვადით ცეკვის წრის ფუნქციონირების მიზნით საგაკვეთილო პროცესის დამთავრების შემდეგ და არა სასწავლო დღეებში;

ფართის სარგებლობა შესაძლებელია ყველა სასწავლო დღეს (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით), 12:00 საათიდან 21:00 საათამდე, ე.ი.ფართი გაიცემა კვირაში 45 საათით (თვეში 180 საათი, წელიწადში 2160 საათი). მოიჯარემ ხელი არ უნდა შეუშალოს სკოლაში საგაკვეთილო პროცესს;

ფართში არსებული ინვენტარი: სკამი - 10 ცალი, მაგიდა - 2 ცალი, პიანინო „ივერია“ -1 ცალი;

საწყისი ფასის კალკულაცია მოხდა 1 საათის ღირებულების წლიური საათების რაოდენობაზე გადამრავლებით. 1 საათის ღირებულება - 1,15 ლარი (აქედან 0.85 ლარი ფართით სარგებლობის საფასური, 0.25 ლარი კომუნალური ხარჯები (გაზი, ელექტროენერგია, წყალი), 0.10 ლარი ინვენტარის ღირებულება).

აუქციონში მონაწილეობის მიღებით აუქციონის მონაწილე ადასტურებს, რომ ის იღებს ვალდებულებას გამარჯვების შემთხვევაში სრულად დააკმაყოფილოს გამოცხადებული სააუქციონო პირობები;

აუქციონში გამარჯვების პირობაა მაქსიმალური ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის წლიურ სარგებლობის საფასურს, არანაკლებ ერთი ბიჯისა (ქონება ითვლება სარგებლობაში გადაცემულად ელექტრონულ აუქციონში საბოლოო  თანხის შემომთავაზებელ მონაწილეზე);

ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შეტანილი ბე (საბანკო გარანტია) ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას;

აუქციონში გამარჯვებულმა სარგებლობის უფლების საფასური უნდა გადაიხადოს უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გამცემ ორგანოსა და აუქციონში გამარჯვებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი წესით;

აუქციონის შედეგები უქმდება, თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა;

სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მხარეთა პასუხისმგებლობის საკითხი განისაზღვრება ხელშეკრულებით;

მოიჯარე ვალდებულია, დაიცვას ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმები,მისი საქმიანობით ხელი არ უნდა შეეშალოს სასწავლო პროცესის ნორმალურ წარმართვას;

მოიჯარე ვალდებულია ფართზე პერიოდულად ჩაატაროს აუცილებელი სარემონტო (კოსმეტიკური) სამუშაოები;

საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ პროცედურების განხორციელება და ხარჯების დაფარვა ევალება ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს;

ფართი იჯარით გაიცემა იმ პირობით, რომ სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 კვირის ვადაში გაუქმებული იქნება საიჯარო ხელშეკრულება;

მოიჯარეს ეკრძალება ფართზე ნებისმიერ სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება მეიჯარესთან წერილობითი შეთანხმების გარეშე. მოიჯარე ვალდებულია საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ დააბრუნოს ქონება (უძრავი, მოძრავი) დაუყოვნებლივ. მოიჯარეს ეკრძალება ფართის მესამე პირისთვის სარგებლობაში გადაცემა;

სავალდებულო მოთხოვნები:
1) პირის (მოიჯარის) ქორეოგრაფიული სტუდიის ფუნქციონირების უზრუნველყოფის შესაძლებლობა;
2) ცეკვის პედაგოგის კვალიფიციურობა;
3) მომსახურების - ცეკვის სწავლების ფასი ხელმისწვდომი უნდა იყოს მოსწავლეებისათვის;
4) მოიჯარე ვალდებულია ქორეოგრაფიული სტუდიის ფუნქციონირებისათვის საჭირო აპარატურით თავად აღჭურვოს საიჯარო ფართი.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 577 33 66 23

;