|
![]() |
კატეგორია:
იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:სსიპ საქართველოს ეროვნული არიქვის 16 სართულიანი კოშკ-საცავის გარე ფასადი
განაცხადის #:53203FAG37482216 აუქციონის #: 53203 ლოტის #: 374822 დაწყება/დასრულება: 22/11/2016 17:00 - 06/12/2016 15:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 260 ბიჯი საგარანტიო თანხა: 2400GEL
დასრულების დრო: 06.12.2016 15:26:00
გაყიდვის ფასი : 34000.0000 GEL
საწყისი ფასი: 8000.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 100.00 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი (ყოფ.სახელმწ. არქივების მართვისა და საქმის წარმ.დეპარტ.) მისამართი: ქ. თბილისის საბურთალოს რაიონი / ვ\ფშაველას გამზ. 1 ტელეფონი: 995- |
თვისებები
|
გათბობა | - | აივანი | - | ლოჯი | - | TV | - | ცხელი წყალი | - | კვადრატულობა(მ²) | 100 | წყალი და კანალიზაცია | - | ტელეფონი | - | ინტერნეტი | - | პარკირება | - | ლიფტი | - | ბუხარი | - | Rs რუკის მხარდაჭერა | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | შენობის პროექტი | არასტანდარტული | შენობის მდგომარეობა | ძველი გარემონტებული | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | თბილისი | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ვაჟა-ფშვალეას გამზირი 1/პეკინის ქუჩა. №40 | სათავსო | - | სარგებლობაში გადაცემის ვადა | 3 წლამდე |
აღწერილობა
|
აღწერილობა | ქირავდება ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის #1-ში მდებარე სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 16 სართულიანი კოშკ-საცავის გარე ფასადი (სულ ფართობით 100 კვ.მ) სარეკლამო მონიტორის განსათავსებლად. |
მოკლე აღწერილობა | აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის განმავლობაში, სათანადო ნორმების დაცვით, უზრუნველყოს მონიტორის მონტაჟი და ექსპლუატაცია საკუთარი ხარჯით (ხოლო ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ უზრუნველყოს მისი დემონტაჟი იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შენობის პირვანდელ მდგომარეობაში შენარჩუნების ვალდებულების დაცვით). ქირავნობის პერიოდი 3 წელი. ქირავნობის სხვა პირობები განისაზღვრება მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის წინასწარ შედგენილი პროექტი ქვეყნდება წინამდებარე პუბლიკაციის ფარგლებში (აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებული იქნება გააფორმოს იჯარის ხელშეკრულება ამ პუბლიკაციაში წარმოდგენილი სახით). მეიჯარე იტოვებს უფლებამოსილებას დასაბუთების გარეშე უარი განაცხადოს აუქციონში გამარჯვებულ პირთან იჯარის ხელშეკრულების დადებაზე. საკონტაქტო: 577 27 22 55 სოფიო ლონდარიძე |
პირობა | ინფორმაცია ხელშეკრულებების არსებითი პირობების შესახებ 1. აუქციონში გამარჯვებულმა ფასადზე მონიტორის დამონტაჟება უნდა განახორციელოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. მონიტორის დამონტაჟება სავალდებულოა განხორციელდეს უსაფრთხოების ნორმების დაცვით, სათანადოდ შედგენილი პროექტის მიხედვით, რომლის უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტების დამაკმაყოფილებლობა უნდა დასტურდებოდეს ექსპერტიზის დასკვნით (ამასთან, ექსპერტის დასკვნა გაცემული უნდა იყოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან იმ საექსპერტო დაწესებულების მიერ, რომელიც ფლობს შესაბამის ლიცენზიას) ექსპერტიზის დასკვნა ცალსახად უნდა ადასტურებდეს, რომ დასამონტაჟებელი ტექნიკა და ასევე მისი ექსპლუატაცია არ დააზიანებს არსებულ შენობას და მის ფასადს, ასევე, მესამე პირების ქონებას, რომელიც განთავსებულია არსებულ შენობაში ან მის მიმდებარედ. 2. აუქციონში გამარჯვებულმა საიჯარო თანხის გადახდა უნდა განახორციელოს ყოველი საანგარიშსწორებო თვის დასაწყისში (არაუგვიანეს 10 რიცხვისა), უნაღდო ანგარიშსწორებით. 3. აუქციონში გამარჯვებულმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს მონიტორის განთავსება (მონტაჟი, ექსპლოატაცია, დემონტაჟი) და დაიცვას „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. 4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია სარგებლობის ვადის ამოწურვისას ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში დააბრუნოს ქონება პირვანდელ მდგომარეობაში. დემონტაჟის განხორციელებაც სავალდებულოა სათანადო უსაფრთხოებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნების დაცვით. 5. იჯარის ხელშეკრულების დადება არ ართმევს უფლებას სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივს, რომ სარგებლობაში გადასცეს მესამე პირებს იმავე ფასადის სხვა ნაწილებიც, იმავე ან სხვა დანიშნულებით სარგებლობისათვის. 6. კომუნალური მომსახურეობის ის ხარჯები, რაც გამომდინარეობს მონიტორის ექსპლუატაციის პროცესიდან, უნდა დაიფაროს სრულად აუქციონში გამარჯვებულის მიერ, იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით. 7. ასევე აუქციონის პირობას წარმოადგენს ის ნორმები, რაც ასახულია ამ პუბლიკაციის ფარგლებში გამოქვეყნებული ხელშეკრულების პროექტში. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |