1. ფართი იჯარით გაიცემა 3 წლით;
2. საწყისი თანხა შეადგენს ერთი წლის საიჯარო ქირას, რომელიც გადანაწილდება 9 თვეზე;
3. საიჯარო ქირაში არ შედის კომუნალური გადასახადები;
4. მოიჯარე ვალდებულია დაიცვას ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმები. თავისი საქმიანობით ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესის მიმდინარეობას. დროულად გადაიხადოს საიჯარო ქირა და კომუნალური გადასახადები;
5.მოიჯარემ უნდა მოახდინოს განმხოლოებული ელექტროენერგიის აბონენტად რეგისტრაცია;
6. შემოიტანოს ხარისხიანი და მრავალფეროვანი პროდუქცია,რომელის ფასიც ხელმისწვდომი უნდა იყოს ყველა მოსწავლისათვის;
7.მოიჯარე ვალდებულია, კვების ბლოკის ფუნქციონირებისათვის საჭირო დანადგარებით თავად აღჭურვოს საიჯარო ფართი და ჩაატაროს აღნიშნული ფართის რემონტი;
8. გამარჯვებულ პირს შეტანილი საგარანტიო თანხა ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას;
9. ბაზარზე ფართით სარგებლობის ფასის ზრდის შემთხვევაში მეიჯარეს ეძლევა უფლება, ყოველწლიურად შეიტანოს ცვლილება საიჯარო ქირაში დამოუკიდებელი აუდიტის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე;
10. ფართი იჯარით გაიცემა იმ პირობით, რომ სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 კვირის ვადაში გაუქმებული იქნება საიჯარო ხელშეკრულება. |