პირობა მოიჯარეს მოეთხოვება სასკოლო კვების ბლოკის ფუნქციონირების 3-წლიანი გამოცდილება ხელშეკრულების გაფორმებამდე მოიჯარემ სკოლაში უნდა წარმოადგინოს აღნიშნული პირობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში იჯარის ხელშეკრულება არ გაფორმდება. აუქციონში მონაწილეობის მიღებით აუქციონის მონაწილე ადასტურებს რომ, ის იღებს ვალდებულებას, გამარჯვების შემთხვევაში დააკმაყოფილოს გამოცხადებული სააუქციონო პირობები. ფიზიკური ან იურიდიული პირის შეტანილი ბე (საბანკი გარანტია) ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ხელშეკრულების დადების ეტაპზე, შეიმუშაოს და მეიჯარესთან შეათანხმოს მომსახურების (ბუფეტის ფუნქციონირების) პირობები. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია უზრუნველყოს ობიექტის ფუნქციონირების დაწყება არაუგვიანეს 2016 წლის 18 ნოემბრისა. ფართი იჯარით გაიცემა იმ პირობით, რომ სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 კვირის ვადაში გაუქმებული იქნება საიჯარო ხელშეკრულება. სახელწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სარგებლობის უფლებით გამცემ ორგანოსა და სარგებლობის უფლების მიმღებ პირს შორის იდება ხელშეკრულება სარგებლობის უფლებით ფართის გაცემის შესახებ, რომელიც ექვემდებარება სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ რეგისტრაციას. აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გაცემისას ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 1 (ერთი) კვირის ვადაში. რეგისტრაციის ვალდებულება ეკისრება აუქციონში გამარჯვებულს. აუქციონის შედეგები უქმდება და აუქციონში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბეს თანხა არ უბრუნდება, თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მხარეთა პასუხისმგებლობის საკითხი განისაზღვრება ხელშეკრულებით. საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ პროცედურების განხორციელება და ხარჯების დაფარვა ევალება ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს. მოიჯარეს ეკრძალება ფართზე ნებისმიერ სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება მეიჯარესთან წერილობითი შეთანხმების გარეშე. მოიჯარე ვალდებულია საჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ დააბრუნოს ქონება (უძრავი, მოძრავი) დაუყოვნებლივ. მოიჯარეს ეკრძალება ფართის მესამე პირისთვის სარგებლობაში გადაცემა. მოიჯარე ვალდებულია: პირის (მეიჯარის) კვების ბლოკის ფუნქციონირების კვალიფიციურობა; დაიცვას სანიტ-ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმები, დღეში სამჯერ იატაკი გაიწმინდოს სველი წესით. მისი საქმიანობით ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესის ნორმალურ წარმართვას. დაიცვას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 27 ოქტომბრის N01-306/ო ბრძანებით დამტკიცებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციები ,,ჯანსაღი და უსაფრთხო კვება სკოლაში“. ხარისხიანი უსაფრთხო და მრავალფეროვანი პროდუქციის შემოტანის შესაძლებლობა ან ადგილზე დამზადება, რომლის ფასიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს მოსწავლეებისათვის. კვების ბლოკის ფუნქციონირებისათვის საჭირო დანადგარებით თავად აღჭურვოს საიჯარო ფართი. ფართზე ჩაატაროს აუცილებელი სარემონტო (კოსმეტიკური) სამუშაოები. გაანმხოლოოს და გადაიხადოს კომუნალური გადასახადები (გაზი, დენი, წყალი) განსაზღვრულ ვადებში. ბუფეტში მოეწყოს კუთხე მასწავლებლებისათვის. ბუფეტში მომუშავე პერსონალის მიერ დაცული იყოს ეთიკის ნორმები მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიმართ. ტ. 577939934 meil: samtredia11@mes.gov.ge
|