ამობეჭდვის თარიღი: 16.05.2025 01:32:44
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქალაქ ჯვარის #2 საჯარო სკოლა
განაცხადის #:36094CVG37717816
აუქციონის #: 36094
ლოტის #: 377178
დაწყება/დასრულება: 29/11/2016 12:33 - 03/12/2016 15:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 70GEL
დასრულების დრო: 03.12.2016 15:00:00
გაყიდვის ფასი : 710.0000 GEL
საწყისი ფასი: 700.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ თემურ ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N2 საჯარო სკოლა
მისამართი: წალენჯიხის რაიონში / ჯვარი. ანდ. პირველწოდებულის 179
ტელეფონი: 995-591196150
თვისებები
გათბობა+აივანი-
ლოჯი-TV-
ცხელი წყალი-კვადრატულობა(მ²)16.75
წყალი და კანალიზაცია+ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება-
ლიფტი-ბუხარი-
Rs რუკის მხარდაჭერა-ელექტრო მომარაგება+
ბუნებრივი გაზი-ქვეყანასაქართველო
ქალაქიწალენჯიხაქუჩა(დასახელება/ნომერი)ანდრიაპ პირველწოდებულის გზატკეცილი 179
შენობის პროექტიარასტანდარტულიშენობის მდგომარეობაძველი გარემონტებული
სათავსო-სარგებლობაში გადაცემის ვადა3
;
აღწერილობა
აღწერილობა

იჯარით გაიცემა სსიპ ქალაქ ჯვარის #2   საჯარო სკოლის ძირითადი შენობის პირველ სართულზე მდებარე 16.75 კვ.მ ფართობის ფართი სასკოლო ბუფეტის (კვების ბლოკის) ფუნქციონირებისთვის. ფართი არის ძველი გარემონტებული.

მოკლე აღწერილობა

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 591196150

პირობა

ფართი იჯარით გაიცემა სკოლის კვების ბლოკის (ბუფეტის) ფუნქციონირებისთვის;

აუქციონის საწყისი თანხა შეადგენს 1 წლის საიჯარო ქირას (.. აუქციონი იმართება 1 წლის საიჯარო ქირაზე). იჯარის ხელშეკრულება გაფორმდება აუქციონის დასრულებისას დაფიქსირებულ საბოლოო თანხაზე, რომელიც წარმოადგენს წლიურ საიჯარო ქირას. საიჯარო ქირის გადახდა მოხდება ყოველთვიურად, არაუგვიანეს ყოველი თვის --- რიცხვისა, გარდა იანვრის, ივლისი და აგვისტოს თვისა, როდესაც მხარეები გათავისუფლებული არიან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან  ან წლიური თანხა გადანაწილდება რამდენიმე თვეზე (თუმცა წლიური ღირებულება არ შეიცვლება);

ფართი იჯარით გაიცემა 3 (სამი) წლის ვადით;

საიჯარო ქირაში არ შედის კომუნალური გადასახადები, რომლებიც ყოველთვიურად მოიჯარემ უნდა გადაიხადოს;

აუქციონში მონაწილეობის მიღებით აუქციონის მონაწილე ადასტურებს, რომ ის იღებს ვალდებულებას გამარჯვების შემთხვევაში სრულად დააკმაყოფილოს გამოცხადებული სააუქციონო პირობები;

აუქციონში გამარჯვების პირობაა მაქსიმალური ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის ყოველწლიურ სარგებლობის საფასურს, არანაკლებ ერთი ბიჯისა (ქონება ითვლება სარგებლობაში გადაცემულად ელექტრონულ აუქციონში საბოლოო  თანხის შემომთავაზებელ მონაწილეზე);

ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შეტანილი ბე (საბანკო გარანტია) ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას;

აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ხელშეკრულების დადების ეტაპზე, შეიმუშაოს და მეიჯარესთან შეათანხმოს მომსახურების (ბუფეტის ფუნქციონირების) პირობები;

აუქციონში გამარჯვებულმა სარგებლობის უფლების საფასური უნდა გადაიხადოს უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გამცემ ორგანოსა და აუქციონში გამარჯვებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი წესით;

აუქციონშიგამარჯვებული ვალდებულია უზრუნველყოს ობიექტის ფუნქციონირების დაწყება არაუგვიანეს 2016 წლის ---- ნოემბრისა.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სარგებლობის უფლებით გამცემ ორგანოსა და სარგებლობის უფლების მიმღებს პირს შორის იდება ხელშეკრულება სარგებლობის უფლებით ფართის გაცემის შესახებ, რომელიც ექვემდებარება სსიპსაჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოშირეგისტრაციას. აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გაცემისას ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 1 (ერთი) კვირის ვადაში, რეგისტრაციის ვალდებულება ეკისრება აუქციონში გამარჯვებულს;

საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ პროცედურების განხორციელება და ხარჯების დაფარვა ევალება ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს;

აუქციონის შედეგები უქმდება და აუქციონში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბეს თანხა არ უბრუნდება, თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა;

მოიჯარე ვალდებულია, დაიცვას ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმები,მისი საქმიანობით ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესის ნორმალურ წარმართვას;

მოიჯარე ვალდებულია ფართზე პერიოდულად ჩაატაროს აუცილებელი სარემონტო (კოსმეტიკური) სამუშაოები;

ბაზარზე ფართით სარგებლობის ფასის ზრდის შემთხვევაში მეიჯარეს ეძლევა უფლება, ყოველწლიურად შეიტანოს ცვლილება საიჯარო ქირაში დამოუკიდებელი აუდიტის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე;

ფართი იჯარით გაიცემა იმ პირობით, რომ სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 კვირის ვადაში გაუქმებული იქნება საიჯარო ხელშეკრულება;

მოიჯარეს ეკრძალება ფართზე ნებისმიერ სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება მეიჯარესთან წერილობითი შეთანხმების გარეშე. მოიჯარე ვალდებულია საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ დააბრუნოს ქონება (უძრავი, მოძრავი) დაუყოვნებლივ. მოიჯარეს ეკრძალება ფართის მესამე პირისთვის სარგებლობაში გადაცემა.

სავალდებულო მოთხოვნები:

1) პირის (მოიჯარის) კვების ბლოკის ფუნქციონირების კვალიფიციურობა;
2)
სკოლაში მუშაობის მინიმუმ 3 (სამ) წლიანი გამოცდილება (ხელშეკრულების გაფორმებამდე მოიჯარემ სკოლაში უნდა წარმოადგინოს აღნიშნული პირობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში იჯარის ხელშეკრულება არ გაფორმდება, ხოლო გამარჯვებულ პირს მის მიერ ელ. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადახდილი საგარანტიო თანხა უკან არ დაუბრუნდება.);
3)
ხარისხიანი, უსაფრთხო და მრავალფეროვანი პროდუქციის შემოტანის შესაძლებლობა ან ადგილზე დამზადება, რომელის ფასიც ხელმისწვდომი უნდა იყოს მოსწავლეებისათვის;
4)
მოიჯარე ვალდებულია დაიცვას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2015 წლის 27 ოქტომბრის  №01-306/  ბრძანებით დამტკიცებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციები (გაიდლაინი) ,,ჯანსაღი და უსაფრთხო კვება სკოლაში";
5)
მოიჯარე ვალდებულია კვების ბლოკის ფუნქციონირებისათვის საჭირო დანადგარებით თავად აღჭურვოს საიჯარო ფართი.

;