ამობეჭდვის თარიღი: 28.04.2025 21:43:57
კატეგორია: იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: საჯარო აუქციონი
დასახელება:ს.ს. "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" აცხადებს ა უ ქ ც ი ო ნ ს მის ბალანსზე რიცხული, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული თავისუფალი ფართების, იჯარის ფორმით (დროებით სასყიდლიან სარგებლობაში) გადაცემის მიზნით
განაცხადის #:37225CYB37858816
აუქციონის #: 37225
ლოტის #: 378588
დაწყება/დასრულება: 06/12/2016 13:00 - 26/12/2016 15:00
საგარანტიო თანხა: 0GEL
მიმდინარე ფასი : 0 GEL
საწყისი ფასი: 0 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 0 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისის, ძველი თბილისის რაიონი, ბარათაშვილის ქ. ¿ 2
ტელეფონი: 971-2510281
თვისებები
ბუნებრივი გაზი-ქვეყანასაქართველო
ქალაქისენაკიწყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქვესადგური მენჯი
Rs რუკის მხარდაჭერა-სარგებლობაში გადაცემის ვადა1 წელი
;
აღწერილობა
პირობა

აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს.
ინფორმაცია იჯარით გასაცემი ქონების (თავისუფალი ფართების) შესახებ:
თვითოეული ფართი აუქციონზე გამოტანილი იქნება ცალ-ცალკე ლოტებად. 
მესაკუთრე: ს.ს. "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა". 
ქონების ადგილმდებარეობა: მითითებულია თანდართულ დანართში.
ყოველთვიური საწყისი საიჯარო ქირა: 
თვითოეული ფართისთვის (ქონებისთვის) წარმოდგენილია ცხრილის სახით არსებულ მონაცემებში, ლოტების მიხედვით (იხ. დანართი).
აუქციონში მონაწილეობის "ბე": თვითოეული ფართისთვის (ლოტისთვის) წარმოდგენილია ცხრილის სახით არსებულ მონაცემებში. (იხ.დანართი)
აუქციონის "ბიჯი"-ს ოდენობა: თვითოეული ფართისთვის (ლოტისთვის) წარმოდგენილია ცხრილის სახით არსებულ მონაცემებში. (იხ.დანართი)
მონაწილის ბილეთის ფასი: მონაწილის ბილეთი შეძენილ უნდა იქნეს თვითოეულ ლოტზე ცალ-ცალკე, ბილეთის ფასი - 50 (ორმოცდაათი) ლარი.
იჯარით გასაცემი ქონების (თავისუფალი ფართების) პირობები (დანიშნულება): აღნიშნულია თანდართულ დანართში.
იჯარის ხანგრძლივობა: 1 (ერთი) წელი.

თანხის გადახდის ვადები: აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ყოველთვიური საიჯარო ქირა გადაიხადოს სათანადო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. 

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სააუქციონო კომისიას უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) შევსებული განაცხადი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას აუქციონში მონაწილეზე და განსაკარგი ქონების დასახელებას, ლოტის ნომერს და საწყის საფასურს;
ბ)ბეს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის გადახდა უნდა მოხდეს ს.ს. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის საანგარიშსწორებო ანგარიშზე  (. ,,ლიბერთი ბანკი“- ცენტრალური ფილიალი ბანკის კოდი: LBRTGE22 ანგარიშის #GE86LB114144485353000 საიდენტიფიკაციო კოდი 204995176) ან საბანკო გარანტია;

დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტი) მონაცემები (ქსეროასლები) (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
ე) ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობა, (რწმუნებულება) თუ იგი მოქმედებს სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის სახელით. იურიდიული პირები დამატებით წარმოადგენენ სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს (წესდება, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, პარტნიორთა (აქციონერთა) კრების ოქმი ან სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი (წესდების შესაბამისად) აუქციონში მონაწილეობის შესახებ).

ინფორმაცია განაცხადების მიღების შესახებ:
აუქციონი ჩატარდება 2016 წლის 26 დეკემბერს 15.00 საათზე, აუქციონის ჩატარების მისამართი: ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქ. #2, IV სართული, სააქტო დარბაზი.
აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება იწარმოებს 2016 წლის 6 დეკემბრიდან 2016 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით 12.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქ. #2, III სართული, ოთახი #307, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია.

დამატებითი ინფორმაცია:
სააუქციონო კომისიის ზონარგაყრილ დავთარში (ჟურნალში) განაცხადის რეგისტრაციისა და მონაწილის ბილეთის შეძენის მომენტიდან, განმცხადებელი იძენს აუქციონში მონაწილის სტატუსს. მონაწილის ბილეთის ფასი შეადგენს 50 ლარს, რომელიც ასევე უნდა იქნეს გადახდილი ს.ს. "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ზემოაღნიშნულ ანგარიშზე.

აუქციონში გამარჯვებულის ("მოიჯარის") მიერ გადახდილი "ბეს" თანხა ჩაითვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. სხვა მონაწილეებს, აუქციონში მონაწილეობის, აუქციონზე ვერგამარჯვების შემთხვევაში გადახდილი "ბეს" თანხა უბრუნდებათ უკან.

მონაწილეს უფლება აქვს "ბე”-ს/საბანკო გარანტიის დაუკავებლად წერილობით უარი განაცხადოს აუქციონში მონაწილეობაზე, მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში - 2016 წლის 6 დეკემბრიდან 2016 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით 15.00 სთ-მდე. სხვა შემთხვევაში _ აუქციონზე გამოუცხადებლობა, ან აუქციონში მონაწილეობის არ მიღება - გადახდილი "ბეს" თანხა უკან არ უბრუნდება. 

აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ობიექტის _ თავისუფალი ფართის მაქსიმალური საიჯარო ქირის (არანაკლებ საწყის საიჯარო ქირას დამატებული ერთი ბიჯის ოდენობა) გადახდა.

აუქციონის ორგანიზება ხორციელდება ს.ს. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” 07.11.2011წ #291 ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული `ს.ს. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების გაყიდვის, აგრეთვე დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის წესის შესახებ~ დებულების შესაბამისად.
ს.ს. "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" 
საკონტაქტო პირი: გიორგი ოდიშვილი
ტელეფონი: ქალაქის - 2-510-281 მობილურის - 5 77 24 02 33 

 გ) მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;

აღნიშნული ინფორმაცია შეგიძლიათ ასევე იხილოთ .. `საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის~ ინტერნეტგვერდზე: www.gse.com.ge

               
;