ამობეჭდვის თარიღი: 15.05.2025 23:39:31
კატეგორია: სხვა ტიპის იჯარა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:იჯარა (15 კვ.მ-იანი ხის კოტეჯი)
განაცხადის #:47517EIA37937316
აუქციონის #: 47517
ლოტის #: 379373
დაწყება/დასრულება: 02/12/2016 18:00 - 12/12/2016 18:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 2000GEL
დასრულების დრო: 12.12.2016 18:00:00
გაყიდვის ფასი : 12000.0000 GEL
საწყისი ფასი: 11500 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 500 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: შპს ემ თი ეი
მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, კოსტავას ქ, №70, მე-3 სართული, ლიტერი „ა“ 
ტელეფონი: 971-599473707
თვისებები
ქვეყანასაქართველოქუჩა(დასახელება/ნომერი)გუდაური
სარგებლობაში გადაცემის ვადა4-5 თვე
;
აღწერილობა
აღწერილობაყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601
პირობა

შ.პ.ს "მთის კურორტების განვითარების კომპანია" აცხადებს აუქციონს დაბა გუდაურში მდებარე 15 კვ.მ-იანი  ხის კოტეჯის იჯარაზე. 

აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება.

·  დასაშვებია ხელშეკრულების ვადამდე მოშლა, სსიპ ”სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” ან მისი უფლებამონაცვლის მიერ შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის” კაპიტალიდან ამოღების ან უფლების გამცემის მიერ მოშლის თაობაზე ცალმხრივი ნების გამოვლენის შემთხვევაში. ხელშეკრულების დასახელებული საფუძვლით მოშლის ვადა განისაზღვროს მოშლის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს ორი თვით.

ქონებაზე გაწეული ხარჯები არ ანაზღაურდება. 
საიჯარო ქონება, მოიჯარეს გადაეცემა სარგებლობაში, შესაბამისი იჯარის ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016-2017 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონის ოფიციალურად დასრულებამდე.

საიჯარო ვადა:  საიჯარო ვადის ათვლა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან და დასრულდეს გუდაურში 2016-2017 წლის ზამთრის სამთო-სათხილამურო სეზონის ოფიციალურად დასრულების დღეს.

აუქციონში გამარჯვებული პირი  ვალდებულია აუქციონის დასრულებიდან 3 (სამ) სამუშაო დღეში გამოცხადდეს შ.პ.ს "მთის კურორტების განითარების კომპანიის" ოფისში, მდებარე: ქ. თბილისი, კოსტავას 70-ში  და გააფორმოს იჯარის ხელშეკრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ დაუბრუნდება საგარანტიო თანხა. 

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმად განისაზღვროს:
- მაქსიმალური სარგებლობის საფასურის დაფიქსირება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებული საწყისი სარგებლობის საფასურს დამატებული არანაკლებ ერთი ბიჯის ოდენობას  (ქონების იჯარით სარგებლობა გადაცემულად ითვლება ელექტრონულ აუქციონში საბოლოო თანხის შემომთავაზებელ მონაწილეზე);
- ვალდებულების აღება აუქციონის პირობების დაკმაყოფილებაზე.

აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია მეიჯარესთან იჯარის ხელშერულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი)  თვის ვადაში, კომუნალური  გადასახადების გადასახდელად, დადგეს ქვეაბონენტად შესაბამის სამსახურებში.

საიჯარო ქონება, მოიჯარეს გადაეცემა სარგებლობაში,  შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებიდან გუდაურში 2016-2017 წლის ზამთრის სამთო-სათხილამურო სეზონის ოფიციალურად დასრულებამდე. 

აუქციონში გამარჯვებული პირი, ვალდებულია შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანიას" გადაუხადოს საბოლოოდ დაფიქსირებული თანხა, რომელიც გამოვლინდება აუქციონზე ვაჭრობის შედეგად და რომლის მთლიანი საწყისი სავაჭრო ოდენობა გუდაურში 2016-2017 წლის ზამთრის სამთო-სათხილამურო სეზონზე შეადგენს  11500 ლარს, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველანაირი გადასახადის ჩათვლით.

აუქციონში დაფიქსირებული საბოლოო თანხა განაწილდეს მთლიანი საიჯარო პერიოდის  განმავლობაში, რომლის გადახდა განხორციელდეს შემდეგი გრაფიკით:

აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია აუქციონში დაფიქსირებული საბოლოო თანხის  50%- გადაიხადოს არაუგვიანეს   2016 წლის 31 დეკემბრისა და დარჩენილი 50% გადაიხადოს არაუგვიანეს 2017 წლის 10 თებერვლისა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 599950108

;