ამობეჭდვის თარიღი: 15.05.2025 20:44:07
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:იჯარა (კვების ობიექტის მოსაწყობად)
განაცხადის #:47517EIA38448616
აუქციონის #: 47517
ლოტის #: 384486
დაწყება/დასრულება: 19/12/2016 16:00 - 29/12/2016 16:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 10000GEL
დასრულების დრო: 29.12.2016 16:00:00
გაყიდვის ფასი : 37000.0000 GEL
საწყისი ფასი: 36000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 1000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: შპს ემ თი ეი
მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, კოსტავას ქ, №70, მე-3 სართული, ლიტერი „ა“ 
ტელეფონი: 971-599473707
თვისებები
გათბობა-აივანი-
ლოჯი-TV-
ცხელი წყალი-კვადრატულობა(მ²)480
წყალი და კანალიზაცია-ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება-
ლიფტი-ბუხარი-
შენობის ფართობი(მ²)480საკადასტრო კოდი64.34.01.470
Rs რუკის მხარდაჭერა-ელექტრო მომარაგება-
ბუნებრივი გაზი-შენობის მდგომარეობაძველი გარემონტებული
ქვეყანასაქართველოქუჩა(დასახელება/ნომერი)დაბა ბაკურიანი, "დიდველი"
შენობის პროექტიარასტანდარტულისათავსო-
სარგებლობაში გადაცემის ვადა5 წელი
;
აღწერილობა
აღწერილობაყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601
პირობა

შ.პ.ს "მთის კურორტების განვითარების კომპანია" აცხადებს აუქციონს ბორჯომი რაიონში, დაბა ბაურიანში "დიდველზე" არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით: 64.34.01.470) მიმაგრებული 480 კვ.მ-იანი შენობა-ნაგებობის 5 წლის ვადით იჯარის უფლებით გაცემის თაობაზე.

შენობა მოიჯარის მიერ გამოყენებული უნდა იქნას ქსელური ბრენდირებული კვების ობიექტის მოსაწყობად.

აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ კერძო სამართლის იურიდიულ პირს,რომელსაც აქვს საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება.

ყურადღება!

შეზღუდვა

- სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე სარგებლობის პერიოდში დასაშვებია საკვები ობიექტის (რესტორნის) და ჰოსტელის მოწყობა.

დასაშვებია ხელშეკრულების ვადამდე მოშლა, სსიპ ”სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” ან მისი უფლებამონაცვლის მიერ შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის” კაპიტალიდან ამოღების ან უფლების გამცემის მიერ მოშლის თაობაზე ცალმხრივი ნების გამოვლენის შემთხვევაში. ხელშეკრულების დასახელებული საფუძვლით მოშლის ვადა განისაზღვროს მოშლის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს ორი თვით.

აუქციონში მონაწილეობის პირობა განისაზღვრება შემდეგი სახით: 

  • მოიჯარეს უნდა ჰქონდეს კვების ობიექტების მოწყობისა და მართვის მინიმუმ 5 წლიანი, აქედან სამთო კურორტებზე ოპერირების არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • მოიჯარე პასუხისმგებელი იქნება აწარმოოს იჯარის უფლებით აღებული ქონების მოვლა-პატრონობა, მათ შორის საჭიროებიდან გამომდინარე სარემონტო სამუშაოების განხორციელება საიჯარო ვადის განმავლობაში (მეიჯარესთან შეთანხმებით).
  • შესაბამისი იჯარის ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 საბანკო დღის ვადაში უზრუნველყოს პირველი წლის საიჯარო ქირის  50% გადახდა, ხოლო დარჩენილი 50% გადაიხადოს არაუგვიანეს 2017 წლის 30 აპრილისა.
  • შესაბამისი იჯარის ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს იჯარის უფლებით მიღებული ობიექტის (კვების ობიექტის) გახსნა და ფუნქციონირების დაწყება. 
  • ამასთან, ყოველწლიურად განსაზღვრული საიჯარო ქირის პირველი 50% (ყოველ მომდევნო წელს) მოიჯარის მიერ გადახდილ უნდა იქნას არაუგვიანეს შესაბამისი სახელშეკრულებო წლის 31 დეკემბრისა, ხოლო დარჩენილი 50% არაუგვიანეს ყოველი მომდევნო წლის 01 მარტისა.

აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია მეიჯარესთან იჯარის ხელშერულების გაფორმებიდან  არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში, კომუნალური  გადასახადების გადასახდელად, დადგეს ქვეაბონენტად შესაბამის სამსახურებში. 

აუქციონში გამარჯვებული პირი  ვალდებულია აუქციონის დასრულებიდან 3 (სამ) სამუშაო დღის განმავლობაშო გამოცხადდეს შ.პ.ს "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ოფისში, მდებარე: ქ. თბილისი, კოსტავას 70-ში და  გააფორმოს იჯარის ხელშეკრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ დაუბრუნდება საგარანტიო თანხა. 

აუქციონში გამარჯვებული პირი, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან, ვალდებულია ყოველწლიურად შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ გადაუხადოს  ყოველწლიური საიჯარო ქირა, რომელიც გამოვლინდება აუქციონზე ვაჭრობის შედეგად და რომლის საწყისი სავაჭრო ოდენობა ყოველწლიურად შეადგენს 36000  (ოცდათექვსმეტი ათასს) ლარს, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველანაირი გადასახადის ჩათვლით. 

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: 599950108


;