|
![]() |
კატეგორია:
იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:იჯარა, საკვები ობიექტის მოსაწყობად
განაცხადის #:47517EIA38450816 აუქციონის #: 47517 ლოტის #: 384508 დაწყება/დასრულება: 15/12/2016 18:00 - 25/12/2016 18:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 1 ბიჯი საგარანტიო თანხა: 500GEL
დასრულების დრო: 25.12.2016 18:00:00
გაყიდვის ფასი : 1000.0000 GEL
საწყისი ფასი: 900 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 100 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: შპს ემ თი ეი მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, კოსტავას ქ, №70, მე-3 სართული, ლიტერი „ა“ ტელეფონი: 971-599473707 |
თვისებები
|
ბუნებრივი გაზი | - | ქვეყანა | საქართველო | კვადრატულობა(მ²) | 30 | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ბაკურიანი | საკადასტრო კოდი | 64.30.04.788 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | სარგებლობაში გადაცემის ვადა | 4-5 თვე |
აღწერილობა
|
აღწერილობა | ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601 |
პირობა | შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანია" აცხადებს აუქციონს, ბაკურიანში, "დიდველზე" მდებარე 30 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს.კ. 64.30.04.788) იჯარით გასაცემად, საკვები ობიექტის მოსაწყობად. აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ კერძო სამართლის იურიდიულ პირს,რომელსაც აქვს საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება. ყურადღება! შეზღუდვა: -სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე სარგებლობის პერიოდში დასაშვებია მხოლოდ საკვები ობიექტის განსათავსებლად მოწყობილი მსუბუქი კონსტრუქციის მშენებლობა-განთავსება, მეიჯარესთან ვიზუალის შეთანხმებით. - დასაშვებია ხელშეკრულების ვადამდე მოშლა, სსიპ ”სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” ან მისი უფლებამონაცვლის მიერ შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" კაპიტალიდან ამოღების ან უფლების გამცემის მიერ მოშლის თაობაზე ცალმხრივი ნების გამოვლენის შემთხვევაში. ხელშეკრულების დასახელებული საფუძვლით მოშლის ვადა განისაზღვროს მოშლის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს ორი თვით. მოკლე აღწერილობა: მიმაგრებულ ფაილში მოცემულია საიჯარო ნაკვეთის ნახაზი. საიჯარო ქონება, მოიჯარეს გადაეცემა სარგებლობაში, მხარეთა შორის შესაბამისი იჯარის ხელშკრულების გაფორმებიდან ბაკურიანში 2016-2017 წლის სათხილამურო სეზონის დასრულებამდე. საიჯარო ვადა: საიჯარო ვადის ათვლა დაიწყოს მხარეთა შორის შესაბამისი იჯარის ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან და დასრულდეს ბაკურიანში 2016-2017 წლის სამთო-სათხილამურო სეზონის ოფიციალურად დასრულების დღეს. აუქციონში გამარჯვებული პირი, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან, ვალდებულია ყოველთვიურად შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანიას" გადაუხადოს ფიქსირებული თანხა, რომელიც გამოვლინდება აუქციონზე ვაჭრობის შედეგად და რომლის საწყისი სავაჭრო ოდენობა ყოველთვიურად შეადგენს 900 ლარს, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველანაირი გადასახადის ჩათვლით. სარგებლობის საფასურის გადახდა განხორციელდეს მხარეთა შორის შესაბამისი იჯარის ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველთვიურად წინასწარ, არაუგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა. აუქციონში გამარჯვებული პირი ასევე ვალდებულია პირველი თვის საიჯარო ქირა გადაიხადოს მხარეთა შორის შესაბამისი იჯარის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 საბანკო დღის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულს არ დაუბრუნდება საგარანტიო თანხა. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია მეიჯარესთან იჯარის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში, კომუნალური გადასახადების გადასახდელად, დადგეს ქვეაბონენტად შესაბამის სამსახურებში. მოიჯარეს წარმოეშობა ვალდებულება, ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე სააგენტოს შეტყობინების მიღების დღიდან ერთ თვეში გამოანთავისუფლოს საიჯარო ქონება. ქონებაზე გაწეული ხარჯები არ ანაზღაურდება.
ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმად განისაზღვროს: დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: 599950108 |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |