ამობეჭდვის თარიღი: 17.05.2025 00:11:45
კატეგორია: არასასოფლო მიწა
გაყიდვის ტიპი: საჯარო აუქციონი
დასახელება:მიწის ნაკვეთი
განაცხადის #:28458BQO43259217
აუქციონის #: 28458
ლოტის #: 432592
რაოდენობა: 1
დაწყება/დასრულება: 03/05/2017 16:00 - 23/05/2017 12:00
საგარანტიო თანხა: 143000GEL
მიმდინარე ფასი : 1430000 GEL
საწყისი ფასი: 1430000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ "საქართველოს ეროვნული ბანკი"
მისამართი: სანაპიროს ქ. N2
ტელეფონი: 995-322406397
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)სანდრო ეულის ქ. N7ბრძანების ნომერი45
ქვეყანასაქართველოქალაქითბილისი
რაოდენობა1მიწის ფართობი(მ²)2724
საკადასტრო კოდი01.14.05.007.071Rs რუკის მხარდაჭერა-
წყალი და კანალიზაცია-ელექტრო მომარაგება-
ბუნებრივი გაზი-ზომის ერთეულიცალი
;
აღწერილობა
აღწერილობა


მოკლე აღწერილობა
პირობა

                                                             საქართველოს ეროვნული ბანკის
                                                            სააუქციონო კომისიის განცხადება

          საქართველოს ეროვნული ბანკის სააუქციონო კომისია აცხადებს, რომ თანახმად საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 2 სექტემბრის N70/04 ბრძანებით დამტკიცებული დებულებისა და სებ-ის პრეზიდენტის 2017 წლის 1 მაისის N45 განკარგულებისა, 2017 წლის 23 მაისს, დღის 12 საათზე, საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ ოფისში (სანაპიროს ქ. 2, ოთახი N416) ჩატარდება საჯარო აუქციონი, ეროვნული ბანკის საკუთრებაში არსებულ 2,724 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 01.14.05.007.071), მდებარე: თბილისი,  სანდრო ეულის ქ. N7. 
           მიწის ნაკვეთის საწყისი სააუქციონო ფასი განისაზღვრა  1,430,000 (ერთი მილიონ ოთხას ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.
           აუქციონში მონაწილეობისათვის შესატანი „ბე-ს“ მოცულობა შეადგენს ქონების საწყისი სააუქციონო ფასის 10%-ს, რომელიც უნდა ჩაირიცხოს საქართველოს ეროვნული ბანკის N GE88NB0450100117904101 ანგარიშზე, (ს/კ 203824148, ბანკის ,,შჭIFთ’’ კოდი: BNLNGE22). მყიდველს გადახდილი ბე-ს თანხა ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. განაცხადი (რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილის და  ობიექტის შესახებ), „ბე“-ს შეტანის ქვითარი, აუქციონში მონაწილე ფიზიკური პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, იურიდიული პირების მონაწილეობის შემთხვევაში, დამატებით, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან,  წარედგინება სააუქციონო კომისიის მდივანს რეგისტრაციისათვის, რის შემდეგაც გაიცემა  „მონაწილის ბილეთი“. უმცირესი ,,ბიჯი’’ შეადგენს 10 000 (ათი ათასი) ლარს. აუქციონის დასრულების შემდეგ დგება ოქმი, რომლის ხელმოწერიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღეში მყიდველმა ოქმში მითითებულ ანგარიშზე უნდა ჩარიცხოს  ობიექტის მთლიანი თანხა ან ნახევარი მაინც, რომელიც შეესაბამება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს. იმ შემთხვევაში თუ ზემოაღნიშნულ ვადაში მყიდველმა გადაიხადა ობიექტის ღირებულების მხოლოდ ნახევარი, გადახდის ვადა გახანგრძლივდება ოქმის ხელმოწერიდან კიდევ 30 კალენდარული დღით. თუ მყიდველი უარს იტყვის ნაყიდ ქონებაზე ან დროულად არ შეიტანს საჭირო თანხას, მას ჩამოერთმევა უფლება ქონების შეძენაზე და გადახდილი თანხა და ,,ბე’’ არ დაუბრუნდება. საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების რეალიზაციის მიზანია საკუთრების უფლება მიენიჭოს საჯარო აუქციონში მონაწილე იმ პირს რომელიც ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. ასევე აუქციონში გამარჯვებულის დადგენის და მის მიერ აუქციონზე შეთავაზებული თანხისსრულად  დაფარვის შემდეგ მიწის ნაკვეთის მყიდველის სახელზე გადაფორმება მოხდება 20 დღის განმავლობაში. უძრავი ქონების გადაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ფარავს მყიდველი.
      პირს უფლება აქვს ბეს დაუკავებლად უარი განაცხადოს წერილობითი ფორმით საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვამდე 48 საათით ადრე. 
      აუქციონში მონაწილეობაზე განცხადების მიღებას კომისია იწყებს აუქციონის გამოცხადების დღიდან და ამთავრებს აუქციონის დაწყებამდე 24 საათით ადრე. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ განცხადებები არ მიიღება. დაინტერესების შემთხვევაში, დაწვრილებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და მიწის ნაკვეთის სანახავად შეგიძლიათ მიმართოთ ეროვნული ბანკის ლოჯისტიკის განყოფილების უფროსს ბექა ბარბაქაძეს (ტელ: 2 40-63-97, მობ: 577 98-40-34). 

                                    საქართველოს ეროვნული ბანკის სააუქციონო კომისია

;