|
კატეგორია:
არასაცხოვრებელი ფართი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
დასახელება:ქალაქ ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩა და გრიშაშვილის ქუჩის მე-2 შესახვევი N4-1-ში მდებარე შენობა-ნაგებობების, საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან ერთად და გაპონოვის ქუჩა N5-ში მდებარე მიწის ნაკვეთის, ერთ ლოტად პრივატიზება
განაცხადის #:54FBP917 აუქციონის #: 54 ლოტის #: 9 დაწყება/დასრულება: 24/05/2017 15:00 - 08/06/2017 17:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 1 ბიჯი საგარანტიო თანხა: 411192GEL
დასრულების დრო: 08.06.2017 17:00:00
გაყიდვის ფასი : 1400640.0000 GEL
საწყისი ფასი: 1370640 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 30000 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: ქალაქ ქუთაისის მერია მისამართი: ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N3 ტელეფონი: 971- |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | გრიშაშვილის ქუჩა და გრიშაშვილის ქუჩის მე-2 შესახვევი N4-1 და გაპონოვის ქუჩა N5 | კონდიციონერი | - | ბრძანების ნომერი | N1340 22.05.2017 | მიწის ფართობი(მ²) | 2636 | შენობის ფართობი(მ²) | 932 | საკადასტრო კოდი | 03.04.25.215 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | ტელეფონი | - | ინტერნეტი | - | პარკირება | - | ლიფტი | - | ბუხარი | - | ავეჯი | - | აივანი | - | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ქუთაისი | ლოჯი | - | TV | - | ცხელი წყალი | - | გათბობა | - | სათავსო | - | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 30 |
აღწერილობა
|
აღწერილობა |
აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) დღის განმავლობაში შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე: მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი-TRESGE22 საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 300183313 გადახდის დანიშნულება - შემოსავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი შენობების გაყიდვიდან.
| |
მოკლე აღწერილობა |
იყიდება, გრიშაშვილის ქუჩა და გრიშაშვილის ქუჩის მე-2 შესახვევი N4-1-ში მდებარე შენობა-ნაგებობები, საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან ერთად (ს/კ03.04.25.215.01.500, 03.04.25.215.01.501, 03.04.25.215.01.502) და გაპონოვის ქუჩა N5-ში მდებარე 4529.0 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ03.03.22.097). ინფორმაცია: გრიშაშვილის ქუჩა და გრიშაშვილის ქუჩის მე-2 შესახვევი N4-1-ში მდებარე მიწის ნაკვეთის ნაწილზე, ფართობით 93.0 კვ.მ. ვრცელდება სერვიტუტის უფლება. ინფორმაცია: ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (შემდგომში - ოქმი) შედგება აუქციონის დასრულებისთანავე. ოქმის საფუძველზე, 15 კალენდარული დღის ვადაში გაფორმდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შორის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, უნდა გადაიხადოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენმა ოქმსა და ხელშეკრულებაში მითითებულ ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს, ან/და საგარანტიო თანხას/ბეს და სრული ღირებულების ოდენობას შორის არსებულ სხვაობას. | |
პირობა | სააუქციონო პირობა: აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, საკუთრების უფლების მოწმობის გაცემიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში წარმოადგინოს აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საამშენებლო პროექტი, საამშენებლო პროექტის ნებართვის გაცემიდან 3 წლის განმავლობაში განახორციელოს არანაკლებ 5 000 000 ლარის ინვესტიცია. ამასთანავე, ააშენოს და კეთილმოაწყოს 03.04.25.215 საკადასტრო კოდზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე 350.0 კვ.მ. შენობა (მათ შორის: 150 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზის ფუნქციონირებისათვის საჭირო ავეჯის ინვენტარით, რომელიც განთავსებული უნდა იყოს შენობის პირველ სართულზე) ხოლო, დანარჩენი ფართში განთავსდეს სამუშაო ოთახები და ზემოხსენებული არასაცხოვრებელი ფართები უნდა გადმოეცეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში. ამასთანავე, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, 03.04.25.215 საკადასტრო კოდზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (მისასვლელი ცენტრალური ქუჩის მხარეს) მოახდინოს არანაკლებ 400.0 კვ.მ. ტერიტორიის გამწვანებით უზრუნველყოფა. აღნიშნული პირობა ეხება 03.04.25.215.01.500, 03.04.25.215.01.501, 03.04.25.215.01.502 საკადასტრო კოდებზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებებს. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |