ამობეჭდვის თარიღი: 27.09.2024 02:05:10
კატეგორია: სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, სოფ. მედანის მიმდებარე ტერიტორია, „მედანის“ ანდეზიტო-ბაზალტის გამოვლინება (კატეგორია - P, მოსაპოვებელი წიაღისეულის ჯამური მოცულობა - 327 000 მ3).
განაცხადის #:212DQB317
აუქციონის #: 212
ლოტის #: 3
დაწყება/დასრულება: 21/08/2017 12:00 - 21/08/2017 18:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 14528GEL
მიმდინარე ფასი : 28655 GEL
საწყისი ფასი: 28655 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 2865.5 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: გარემოს ეროვნული სააგენტო
მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის გამზ 150
ტელეფონი: 995-
თვისებები
ქვეყანასაქართველოქუჩა(დასახელება/ნომერი)წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, სოფ. მედანის მიმდებარე ტერიტორია
Rs რუკის მხარდაჭერა-გადახდის პერიოდი15
;
აღწერილობა
აღწერილობაგთხოვთ, ისარგებლოთ eauction.ge-ის  ანგარიშსწორების ახალი სისტემით:საგარანტიო თანხის ღირებულების  გადახდა შესაძლებელია საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით და სს „ლიბერთი  ბანკში“ ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით. ორივე მეთოდით გადახდილი თანხა ავტომატურად  აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში გადახდის განსახორციელებლად  მომხმარებელი ბანკში წარადგენს ლოტის განაცხადის ნომერს (რომელზეც სურს რომ  მოახდინოს გადახდა) და აუქციონზე რეგისტრირებული მომხმარებლის მონაცემს(ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/საინდიფიკაციო კოდი).დამატებითი  ინფორმაციისთვის  დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე:  (032)  2 601-601 ან (032) 243-95-57
მოკლე აღწერილობა

საგარანტიო  თანხა მოიცავს 200 ლარიან სალიცენზიო მოსაკრებელს.

სარგებლობის  ლიცენზიის ვადა 20 წელი.

ა) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება უნდა განხორციელდეს წინასწარ შედგენილი წიაღით სარგებლობის პროექტის მიხედვით.
ბ) ობიექტის დამუშავება უნდა მოხდეს ჰიფსომეტრიულად მაღალი ნიშნულიდან დაბალისაკენ, ქვეყანაში მოქმედი სამთო საქმისათვის მიღებული წესებისა და ნორმების დაცვით.
გ) ობიექტის დამუშავების დროს მოხსნილი ფუჭი ქანი და ნიადაგის ფენა არ უნდა ჩაიყაროს მდ. წისქვილარის კალაპოტში და უნდა დასაწყობდეს ტერიტორიის შემდგომი რეკულტივაციის მიზნით.
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირება განახორციელოს  ძარაგადახურული ავტომობილებით, ასევე დასახლებულ პუნქტებში სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირებისას უზრუნველყოს საავტომობილო გზის პერიოდული მორწყვა,  რათა თავიდან იქნეს აცილებული მტვრის გაფრქვევა დასახლებულ პუნქტებში;
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია არ დააზიანოს შიდა სასოფლო გზები, ხოლო დაზიანების შემთხვევაში მოახდინოს მისი აღდგენა-რეაბილიტაცია.
ვ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს სალიცენზიო მიწის ნაკვეთზე დაზიანებული ნიადაგის რეკულტივაციის ღონისძიებების ჩატარება.
ზ) ექსპლუატაციის დროს მეწყრული პროცესების გააქტიურების დროს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა მოხდეს სამუშაოების შეჩერება, სათანადო ღონისძიებების დასახვა და   განხორციელება.
თ) ობიექტის დამუშავება უნდა მოხდეს ქვეყანაში მოქმედი სამთო საქმისთვის მიღებული ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების და წესების დაცვით.
ი) ლიცენზიის მფლობელს წიაღისეულის მოპოვების პერიოდში ეკრძალება გზის გვერდულებზე მასალის დასაწყობება, სამშენებლო ნარჩენების დაყრა, მანქანა-მექანიზმების გაჩერება და დგომა.
კ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია გასცეს თანხმობა სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“-ს მიერ სალიცენზიო მიწის ნაკვეთის განკარგვის შემთხვევაში.
ლ) ლიცენზიის მფლობელმა მოქალაქეებს არ უნდა შეუზღუდოს სალიცენზიო ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება.
)ლიცენზიის მფლობელმა შეასრულოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, მათ შორისგარემოს დაცვის შესახებ“, ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებდაწიაღის შესახებ“,  საქართველოს კანონებით და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით  დადგენილი სხვა მოთხოვნები.  ამასთან, ,,წიაღის შესახებსაქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,ქვეპუნქტის შესაბამისად, წიაღით სარგებლობისას იშვიათი მეცნიერული ან ესთეტიკური ფასეულობის ობიექტების აღმოჩენის შემთხვევაში შეაჩეროს სამუშაოები და დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს.
ნ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ შესაბამისი ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით).
ო) დაცული იქნეს საქართველოს კანონებით, ბუნებრივი რესურსით სარგებლობისათვის საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით  და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი პირობები, აგრეთვე ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი მოთხოვნები.

აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს 

აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში

;