|
![]() |
კატეგორია:
სასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქ. ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირი N277-ში მდებარე 29 322 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 20.42.01.104), პრივატიზების მიზნით, პირობებიანი აუქციონი
განაცხადის #:51BC117 აუქციონის #: 51 ლოტის #: 1 დაწყება/დასრულება: 25/07/2017 17:00 - 10/08/2017 17:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 1 ბიჯი საგარანტიო თანხა: 480000GEL
დასრულების დრო: 10.08.2017 17:00:00
გაყიდვის ფასი : 1648000.0000 GEL
საწყისი ფასი: 1600000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 48000 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. მისამართი: 6118. ქ. ბათუმი. კომახიძის 119. ტელეფონი: 971-422273510 |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | დ. აღმაშენებლის გამზირი N277 | საკადასტრო კოდი | 20.42.01.104 | გუგლის კოორდინატები | https://drive.google.com/open?id=1F-qwh1v9ORzU28rKWKnyNiUOYKI&usp=sharing | Rs რუკის მხარდაჭერა | - | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 761 | ამონაწერი საჯარო რეესტრიდან | http://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFOgicf2xH4Ttsg9MfEnLZDRWD26]ceMsXX763XSLngIk | საკადასტრო რუკა | http://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFFJHOmYP5XY8]ew81LTRtUsRxid0jUdaOTdGueiDfUgi | მიწის ფართობი(მ²) | 29322 | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ქობულეთი |
აღწერილობა
|
აღწერილობა |
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონზე 577 90 60 23 |
მოკლე აღწერილობა | 29 322 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 20.42.01.104) |
პირობა |
ა. საბოლოო საპრივატიზებო საფასურის გადახდა აუქციონის დასრულებიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში; ბ. ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 (ოთხი) თვის ვადაში, არქიტექტურული პროექტის მომზადებამდე საპროექტო ობიექტის ვიზუალური ესკიზის (4 მხრიდან ხედი მოცულობაში, საპროექტო ობიექტის გაბარიტები ფასადის მოსაპირკეთებელი მასალების ჩვენებით, ასევე მიწის ნაკვეთზე საპროექტო ობიექტის დასმის გეგმა) სამინისტროში წარმოდგენა (3 ეგზემპლარად); გ. ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 (შვიდი) თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთზე განსათავსებელი შენობა-ნაგებობის საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება და მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მიღება (მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა უნდა შეიცავდეს სასტუმროს - არანაკლებ 200 (ორასი) ნომერი, სტილობატს (ე.წ „პოდიუმი"), ღია და დახურული ტიპის აუზს, საზოგადოებრივ და კომერციული დანიშნულების ობიექტებს (რესტორნები, კაფე-ბარები, საერთაშორისო ბრენდის სავაჭრო ცენტრი), გასართობ ობიექტებს (მათ შორის, კაბარე), საერთაშორისო ბრენდის ქვეშ მოქმედ სამორინეს); დ. ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 (რვა) თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის მშენებლობის დაწყება; ე. ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 (თოთხმეტი) თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის ნულოვანი ნიშნულის დასრულება; ვ. ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის ძირითადი მზიდი კონსტრუქციის მშენებლობის დასრულება; ზ. ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის ფასადის სამუშაოების დასრულება; თ. ხელშეკრულების გაფორმებიდან 42 (ორმოცდაორი) თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის მშენებლობის დასრულება, ექსპლუატაციაში მიღება და თანამედროვე საინჟინრო-კომუნალური ქსელების მოწყობა შემდეგნაირად: თ.ა. მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის ფასადის განათება მშენებლობის პროცესში და მშენებლობის დასრულების შემდეგ; თ.ბ. ფასადების შეფუთვა ე.წ განიავებადი ტექნოლოგიით, თანამედროვე სამშენებლო მასალების გამოყენებით; თ.გ. მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობაში არანაკლებ სტილობატში (ე.წ „პოდიუმი“) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმპ) გადაადგილებისთვის ადაპტირებული გარემოს მოწყობა; ი. აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 20 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიციის განხორციელება; კ. მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის ექსპლოატაციაში მიღებიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში არანაკლებ 200 (ორასი) ნომრიანი სასტუმროს ამოქმედება და ამოქმედებიდან არანაკლებ 10 (ათი) წლის განმავლობაში პროფილის შენარჩუნება, სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90%-ს უნდა შეადგენდეს საქართველოს მოქალაქეები; ლ. მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში არანაკლებ შენობის პირველ სართულზე განთავსებული კომერციული და საზოგადოებრივი დანიშნულების ფართების ამოქმედება/ფუნქციონირება ან/და ამოქმედება/ფუნქციონირების მიზნით განკარგვა/სარგებლობის უფლებით გაცემა. აუქციონის ჩატარების პირობები: იხილეთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 5 მაისის N103 ბრძანებით დამტკიცებული ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი’’; ყურადღება: თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები რომლებმაც გადაიხადეს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა ან/და წარმოადგინეს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბეს თანხა ან/და წარმოადგინეს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში. საუკეთესო წინადადებების გამოვლენის კრიტერიუმად განისაზღვროს: მაქსიმალური გასაყიდი ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის გასაყიდ ფასს, არანაკლებ ერთი ბიჯისა. (ქონება ითვლება გაყიდულად ელექტრონულ აუქციონში საბოლოო თანხის შემომთავაზებელ მონაწილეზე). |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |