|
კატეგორია:
არასაცხოვრებელი ფართი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
დასახელება:ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში მდებარე 1062.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა განაშენიანების ფართით: N1-84.47 კვ.მ.
განაცხადის #:96957NMW46112317 აუქციონის #: 96957 ლოტის #: 461123 დაწყება/დასრულება: 08/08/2017 15:00 - 27/08/2017 16:00 ლოტის სტატუსი: ჩაშლილი ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 950GEL
მიმდინარე ფასი :
9500 GEL
საწყისი ფასი: 9500 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 950.00 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი მისამართი: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი,აღმაშენებლის ქ#1 ტელეფონი: 971- |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | სოფელი მუხური | კონდიციონერი | - | ბრძანების ნომერი | 917-ს | მიწის ფართობი(მ²) | 1062 | შენობის ფართობი(მ²) | 84.47 | საკადასტრო კოდი | 46.10.34.005 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | ტელეფონი | - | ინტერნეტი | - | პარკირება | - | შენობის პროექტი | არასტანდარტული | შენობის მდგომარეობა | სარემონტო | ლიფტი | - | ბუხარი | - | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ჩხოროწყუ | ავეჯი | - | აივანი | - | ლოჯი | - | TV | - | ცხელი წყალი | - | გათბობა | - | სათავსო | - | სართული | 1 | ოთახების რაოდენობა | 4 | გადახდის პერიოდი | 15 | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 60 | შეფასების თანხა | 9500 | ზომის ერთეული | კვადრატული მეტრი |
აღწერილობა
|
აღწერილობა |
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ მუხურში მდებარე 1062.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართით: N1-84.47 კვ.მ. პრივატიზება ხდება უპირობო ელექტრონული აუქციონის ფორმით. აუქციონის ჩატარების პირობები: იხილეთ „წესები და პირობები“ (აგრეთვე დამატებულია ფაილი), ასევე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესები“, ამ წესებში იხილეთ ასევე აუქციონში გამარჯვებულთან გარიგების გაფორმების წესი, ქონების მიმღების ვალდებულებები, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების მიმღების პასუხისმგებლობის წესი და პირობები. ყურადღება! ელექტრონული აუქციონის ფორმით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია. ვებგვერდზე www.eauction.ge-ზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის სრული ღირებულების გადახდის, ასევე ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელის, ლოტის (ლოტის სრული ღირებულების მითითებით) და აუქციონატორის შესახებ, დასახელებისა და ანგარიშის/ანგარიშების ნომრ(ებ)ის მითითებით. აღნიშნულისთვის იხილეთ გრაფა „დანიშნულება“. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში მონაწილეობის მსურველი „ ბე“-ს ნაცვლად წარმოადგენს უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას, მისი მოქმედების ვადა არანაკლებ 15 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდის ვადას. აუქციონში მონაწილეობის მიღებით აუქციონის მონაწილე ადასტურებს, რომ ის იღებს ვალდებულებას გამარჯვების შემთხვევაში სრულად დააკმაყოფილოს გამოცხადებული სააუქციონო პირობები. აუქციონში გამარჯვების პირობაა მაქსიმალური ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის საპრივატიზებო საფასურს, არანაკლებ ერთი ბიჯისა აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონზე შეძენილი ქონების ღირებულება სრულად გადაიხდოს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ელექტრონული აუქციონი ჩატარდება ვებგვერდზე www.eauction.ge აუქციონის მონაწილეს უფლება აქვს დაათვალიეროს საპრივატიზებო ობიექტი. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა ან აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე, აგრეთვე, სრულად ირიცხება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ელექტრონული აუქციონის შესახებ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესებით“განსაზღვრული წესი ან/და პირობები. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს „ბე“ ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი „ბე“ ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. დაინტერესებულ პირს დამატებითი ინფორმაციისათვის შეუძლია მიმართოს შემდეგ საკონტაქტო პირებს: გოჩა ჩიქოვანი, მობ: 599 85 66 07; ედუარდ მალანია, მობ: 599 85 65 99 (მის: დაბა ჩხოროწყუ, დ. აღმაშენებლის ქ.№1, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობა). |
მოკლე აღწერილობა | არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა–ნაგებობა |
პირობა |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |