ამობეჭდვის თარიღი: 22.11.2024 01:02:28
კატეგორია: არასასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დაბა ჩხოროწყუში, კოსტავას ქ. №12-ში მდებარე 837.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა განაშენიანების ფართით: N1-125.73 კვ.მ. N2-8.51 კვ.მ.
განაცხადის #:96957NMW46277217
აუქციონის #: 96957
ლოტის #: 462772
დაწყება/დასრულება: 25/08/2017 15:00 - 13/09/2017 16:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 3230GEL
მიმდინარე ფასი : 32300 GEL
საწყისი ფასი: 32300 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 3230 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მისამართი: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი,აღმაშენებლის ქ#1
ტელეფონი: 971-
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)კოსტავას ქ N12ბრძანების ნომერი998-ს
ქვეყანასაქართველოქალაქიჩხოროწყუ
მიწის ფართობი(მ²)837.00შენობის ფართობი(მ²)134.24
საკადასტრო კოდი46.02.32.033Rs რუკის მხარდაჭერა-
წყალი და კანალიზაცია-ელექტრო მომარაგება-
ბუნებრივი გაზი-
;
აღწერილობა
აღწერილობა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დაბა ჩხოროწყუში, კოსტავას ქ. 12-ში მდებარე 837.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული  შენობა-ნაგებობის, განაშენიანების ფართით:  N1-125.73 კვ.მ. N2-8.51 კვ.მ. პრივატიზება ხდება პირობებიანი ელექტრონული აუქციონის ფორმით.

აუქციონის ჩატარების პირობები: იხილეთ „წესები და პირობები“ (აგრეთვე მიმაგრებულია  ფაილი), ასევე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებულიმუნიციპალიტეტის ქონების  პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესები, ამ წესებში იხილეთ ასევე აუქციონში გამარჯვებულთან გარიგების გაფორმების წესი, ქონების მიმღების ვალდებულებები, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების მიმღების პასუხისმგებლობის წესი და პირობები.

ყურადღება:

ელექტრონული აუქციონის ფორმით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის  ქონების  შემძენი შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.

ვებგვერდზე www.eauction.ge-ზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის სრული ღირებულების გადახდის, ასევე ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელის, ლოტის (ლოტის სრული ღირებულების მითითებით) და აუქციონატორის შესახებ, დასახელებისა და ანგარიშის/ანგარიშების ნომრ(ებ)ის მითითებით.

იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში მონაწილეობის მსურველიბე“- ნაცვლად წარმოადგე უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას, მისი მოქმედების ვადა არანაკლებ 15 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდის ვადას.  

აუქციონში მონაწილეობის მიღებით აუქციონის მონაწილე ადასტურებს, რომ ის იღებს ვალდებულებას გამარჯვების შემთხვევაში სრულად დააკმაყოფილოს გამოცხადებული სააუქციონო პირობები.

აუქციონში გამარჯვების პირობა მაქსიმალური ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის საპრივატიზებო საფასურს, არანაკლებ ერთი ბიჯისა

 აუქციონში გამარჯვებულთან შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს აუქციონში   გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.

 ელექტრონული აუქციონი ჩატარდება ვებგვერდზე www.eauction.ge

 აუქციონის მონაწილეს უფლება აქვს დაათვალიეროს საპრივატიზებო ობიექტი.  

 ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა ან აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე, აგრეთვე, სრულად ირიცხება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ელექტრონული აუქციონის შესახებ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებულიმუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესებითგანსაზღვრული წესი ან/და პირობები.

თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადესბეან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილიბეან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

დაინტერესებულ პირს დამატებითი ინფორმაციისათვის შეუძლია მიმართოს შემდეგ საკონტაქტო პირებს:  გოჩა ჩიქოვანი, მობ: 599 85 66 07;   ედუარდ მალანია, მობ: 599 85 65 99 (მის: დაბა ჩხოროწყუ, დ. აღმაშენებლის ქ.1,  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობა).

მოკლე აღწერილობაარასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული  შენობა-ნაგებობა
პირობა

1.აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს  შესაბამისი სამშენებლო სამუშაოები,რათა უზრუნველყოფილ იქნას შეძენილ მიწის ნაკვეთზე  თანამედროვე არქიტექტურული იერსახის მქონე კომერციული მიზნებისთვის გამოსაყენებელი შენობის აშენება, რომლის ესკიზი წინასწარ შეთანხმებული უნდა იყოს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობასთან;  

ბ) შეძენილ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი და ახალი მშენებლობა ან  არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია დაიწყოს შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 თვეში და დაასრულოს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 თვეში;

გ) მშენებლობის  (რეკონსტრუქციის) დასრულებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში უზრუნველყოს შენობის ექსპლუატაციაში შეყვანა;

დ) არ  დატვირთოს მიწის ნაკვეთი სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა პირთა სასარგებლოდ იმდაგვარად, რითაც შეუძლებელი გახდება მიწის ნაკვეთის მიზნობრივი გამოყენება ან/და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის  წინაშე ნაკისრი სხვა ვალდებულებების შესრულება;

ე) აუქციონზე  შეძენილი ქონების  ღირებულებ  სრულად  გადაოს  შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

;