|
![]() |
კატეგორია:
სამშენებლო მასალები
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:მეორადი ლითონის მილი
განაცხადის #:28478BRF47976317 აუქციონის #: 28478 ლოტის #: 479763 დაწყება/დასრულება: 10/11/2017 13:00 - 22/11/2017 17:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 15 ბიჯი საგარანტიო თანხა: 2153GEL
დასრულების დრო: 22.11.2017 17:04:00
გაყიდვის ფასი : 31213.0000 GEL
საწყისი ფასი: 21523 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 646 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მისამართი: საქართველო, თბილისის. ვაკე-საბურთალოს რაიონი, ვაჟა ფშაველას გამზ. N76ბ ტელეფონი: 995-2919060 |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ვარდისუბნის ხევი | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | თელავი | მწარმოებელი | სხვა | გადახდის პერიოდი | 15 | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 172 | შეფასების თანხა | 57.00 | ტელეფონის ნომერი | 551789999 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601 |
მოკლე აღწერილობა | შეფასების თანხა 57 ლარი მითითებულია ერთ გრძივ მეტრზე; სარეალიზაციო ქონება: ლითონის მილი, სპირალისებურნაკერიანი: მილის სიგრძე: საორიენტაციო სიგრძე - 394 (სამასოთხმოცდათოთხმეტი) გრძივი მეტრი, აქედან მიწაში საშუალოდ 3 მ. სიღრმეში განთავსებულია 55 მ, ხოლო მიწის ზემოთ, მიწაზე (ხევში) დევს 339 მ. მილის დიამეტრი: 426 მმ: მილის კედლის სისქე: 7,5 მმ; ერთი გრძივი მეტრის მილის საწყისი სარეალიზაციო საფასური სამხარაულის დასკვნის მიხედვით: 57 ლარი: ერთი გრძივი მეტრის მილის მიწიდან ამოღების საფასური სამხარაულის დასკვნის მიხედვით: 17 ლარი მილის საერთო (საორიენტაციო) ღირებულება: 21523 (ოცდაერთიათას ხუთას ოცდასამი) ლარი; (57(მილის ღირებულება)*339 (მიწის ზემოთ განლაგებული მილის სიგრძე))+(55(მიწაში საშუალოდ 3 მეტრის სიღრმეში განთავსებილი))* 40 (57(მილის ღირებულება) - 17 (ერთი გრძივი მეტრის მილის მიწიდან ამოღების) საფასური))=21523. ხოლო ვაჭრობის ბიჯი 646 ლარი წარმოადგენს საწყისი ფასის (საერთო საორიენტაციო ღირებულება) 3%. აღნიშნულიდან გამომდინარე საწყის ფასზე თითოეული ბიჯის დამატებით ერთ გრძივ მეტრის ღირებულება იზრდება (როგორც მიწის ზემოთ (57 ლარი) ასევე მიწაში (40 ლარი)) 3%-ით. აუქციონის ჩატარების პირობები: „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანების შესაბამისად; მყიდველის მიერ მილის დემონტაჟის სამუშაოების დაწყების დრო: ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან მომდევნო სამუშაო დღე: მყიდველის მიერ მილის დემონტაჟის/მიწიდან ამოღების ვადა: ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 კალენდარული დღე; მყიდველის მიერ გრუნტის პირველადი მდგომარეობის დაბრუნებისა და დემონტირებული/მიწიდან ამოღებული მილის გატანის ვადა: მილის სრული დემონტაჟიდან 40 კალენდარული დღე: მილის სარეალიზაციო საფასურის გადახდის ვადა: მილზე/მის მონაკვეთზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 კალენდარული დღე; დამატებითი ინფორმაცია, რომლის გასაჯაროებაც ქონების განმკარგავს მიზანშეწონილად მიაჩნია: 1) მილის დემონტაჟი/მიწიდან ამოღება, რომელსაც უნდა ესწრებოდეს კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენელი უნდა განხორციელდეს საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ სამუშაო დღეებში; 2) მილის საერთო სიგრძე დაუზუსტებელია და არ აკისრებს გამყიდველს ვალდებულებას, რომ ადგილზე (მათ შორის მიწის ქვეშ) საორიენტაციოდ მითითებული სიგრძის მილი იყოს განთავსებული; მილის სარეალიზაციო ღირებულება განისაზღვრება ეტაპობრივად მილის დემონტაჟის/მიწიდან ამოღების თითოეული მოქმედების დასრულების შემდგომ; 3) მილის სიგრძე ზუსტდება დემონტაჟის/მიწიდან ამოღებისას, რომელსაც უნდა ესწრებოდეს გამყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენელი, რა დროსაც მხარეებს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი; 4) მილის დემონტაჟის/მიწიდან ამოღების, სიგრძის დაზუსტების, მილის ტერიტორიიდან გატანის, გრუნტის პირველადი მდგომარეობის დაბრუნების მიზნით გასაწევი სამუშაოების, მიწის უკუჩაყრისა და სხვა ნებისმიერი ხარჯები სრულად ეკისრება მყიდველს. შენიშვნა: მიწის ქვეშ განლაგებული მილის შემთხვევაში სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N005637117 დასკვნით განსაზღვრულ გრძივი მეტრი მილის სარეალიზაციო თანხას აკლდება ამავე დასკვნით განსაზღვრული გრძივი მეტრი მილის მიწიდან ამოღების ღირებულება. 5) თუ მილის მონაკვეთი კვეთს გზის სავალ ნაწილს, სხვა საყოფაცხოვრებო თუ არასაყოფაცხოვრებო ობიექტებს ან სხვა ქონებას, მისი მიწის ნაკვეთიდან ამოღება დამოკიდებული იქნება შემძენსა და ქონების (რომელზეც გადის მილი) მესაკუთრეს შორის მოლაპარაკებაზე; 6) მილის დემონტაჟის/მიწიდან ამოღების შემდგომ თანხის დაფარვამდე მილის მოვლა-პატრობაზე პასუხისმგებელია აუქციონში გამარჯვებული; 7) მილის დემონტაჟი/მიწიდან ამოღება შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად. მილის დემონტაჟის/ამოღების და სიგრძის დაზუსტების პროცესს უნდა დაესწროს გამყიდველის წარმომადგენელი. სარეალიზაციო ქონების საფასური განისაზღვრება მისი ერთეულის ღირებულებისა და დაზუსტებული სიგრძის ნამრავლით; 8) მყიდველი ვალდებულია თავად უზრუნველყოს, კანონმდებლობით გათვალისწინებული, ნებართვების, ლიცენზიების თუ ადმინისტრაციული ორგანოების თანხმობის მიღება შესაბამისი სამუშაოების განხორციელების დროს; 9) მილის დემონტაჟის/მიწიდან ამოღებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, (მათ შორის ტერიტორიიდან გატანამდე) მყიდველს ეკისრება მილის/მისი მონაკვეთის მოვლა-პატრონობის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა. მილის ტრანსპორტირებისა და სხვა ნებისმიერ ხარჯს უზრუნველყოფს მყიდველი; 10) მყიდველმა ყველა საშუალება უნდა გამოიყენოს, რომ მიწიდან მილების მაქსიმალურად დიდი მონაკვეთის დემონტაჟი/მიწიდან ამოღება განახორციელოს; 11) მილის/მისი მონაკვეთის დემონტაჟის/მიწიდან ამოღების შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს გამყიდველისა და მყიდველის ერთობლივი აქტით, სადაც მითითებული იქნება მიწიდან ამოღების შეუძლებლობის ობიექტური მიზეზები; 12) მყიდველის მიერ ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობისას გადახდილი ბე ითვლება მილის ღირებულებაში; 13) მილის მიწიდან ამოღებასა და ტერიტორიიდან გატანას ახორციელებს მყიდველი საკუთარი სახსრებითა და პასუხისმგებლობით. მყიდველის მიერ მილის/მისი თითოეული მონაკვეთის დემონტაჟის დროს მხარეებს შორის უნდა გაფორმდეს მიღება-ჩაბარების აქტი. მილის/მისი მონაკვეთის ღირებულებას მყიდველი გადაიხდის ამოღებული მილის/მისი მონაკვეთის სიგრძის მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის განმავლობაში; 14) მყიდველს შესყიდული ქონების გატანის უფლება აქვს მას შემდეგ, რაც ის გადაუხდის გამყიდველს მილის/მისი მონაკვეთის ღირებულებას; 15) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მყიდველს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ობიექტის საორიენტაციო ჯამური ღირებულების 0.1% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშსწორების, ქონების მიწიდან ამოღების, მილის ტერიტორიიდან გატანის, გრუნტის პირველადი მდგომარეობის დაბრუნების ან სხვა ვალდებულების ვადების დარღვევა გაგრძელდება 30 კალენდარული დღის განმავლობაში გამყიდველი უფლებამოსილია ცალხმრიდვად შეწყვიტოს ხელშეკრულება მყიდველისათვის გაგზავნილი შეტყობინებით; 16) მყიდველმა მილის დემონტაჟთან/მისი მიწიდან ამოღებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაო უნდა განახორციელოს უსაფრთხოების ნორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. დასადები ხელშეკრულების ფორმა: ნასყიდობის ხელშეკრულება პასუხისმგებლობა სააუქციონო და სახელშეკრულებო პირობების დარღვევისათვის: თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა გადადის კომპანიის საკუთრებაში; ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად გადადის კომპანიის საკუთრებაში თუ:ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა; ბ) აუქციონში გამარჯვებულმა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა საპრივატიზებო საფასური; გ) დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აუქციონში მონაწილეობის პირობები. აუქციონში გამარჯვებულს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ობიექტის საორიენტაციო ჯამური ღირებულების 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. |
პირობა | აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |