ამობეჭდვის თარიღი: 22.11.2024 13:49:49
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის # 2 საჯარო სკოლა ბუფეტის ფუნქციონირებისთვის
განაცხადის #:32038CGT48226717
აუქციონის #: 32038
ლოტის #: 482267
დაწყება/დასრულება: 24/11/2017 11:30 - 27/11/2017 16:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 2 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 2700GEL
დასრულების დრო: 27.11.2017 16:00:00
გაყიდვის ფასი : 10800.0000 GEL
საწყისი ფასი: 10500 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 150 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის # 2 საჯარო სკოლა
მისამართი: ქ.ქუთაისში / გ. ტაბიძის 58
ტელეფონი: 995-
თვისებები
სართული1ლოჯი-
TV-ცხელი წყალი-
გათბობა+კვადრატულობა(მ²)84.58
წყალი და კანალიზაცია+ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება-
ლიფტი-ბუხარი-
აივანი-Rs რუკის მხარდაჭერა-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
შენობის მდგომარეობაახალი გარემონტებულიქვეყანასაქართველო
ქალაქიქუთაისიქუჩა(დასახელება/ნომერი)ქ. ქუთაისი, გალაკტიონ ტაბიძის ქ.#58
შენობის პროექტიარასტანდარტულისათავსო-
სარგებლობაში გადაცემის ვადა3 (სამი) წელი
;
აღწერილობა
აღწერილობა
სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის #2 საჯარო სკოლა აცხადებს აუქციონს 84,58მ2 ფართის იჯარის ფორმით გასაცემად ბუფეტის ფუნქციონირების მიზნით. მითითებული საიჯარო ქირა 10500 ლარი წარმოადგენს იჯარით გასაცემი ფართის საწყისს წლიურ ღირებულებას. (3 წლის ვადით)საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 577 27 75 02
მოკლე აღწერილობაიჯარით გასაცემი ფართი არის ახალი გარმონტებული.
პირობა
1. მოიჯარე ვალდებულია, დაიცვას ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმები, დამოუკიდებლად გადაიხადოს კომუნალური გადასახადები და მისი საქმიანობით ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესის   ნორმალურ წარმართვას;
2. მოიჯარე ვალდებულია თავად აღჭურვოს საიჯარო ფართი შესაბამისი ინვენტარით და აღჭურვილობით და უზრუნველყოს ბუფეტის ფუნქციონირება ყველა სასწავლო დღეს (სურათებში არსებული ინვენტარი არ შედის იჯარით გასაცემ ქონებაში);
3. მოიჯარე ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში ფართი უზრუნველყოს შესაბამისი მიმდინარე რემონტით;
4. სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" წერილობითი მოთხოვნიდან არა უმეტეს 2 (ორი) კვირის ვადაში გაუქმებულ იქნება მოიჯარესთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება;
5.მეიჯარეს უფლება აქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ ირღვევა  ბავშვთა უსაფრთხოებასთან  და უფლებებთან დაკავშირებული რეგულაციები;
6. მეიჯარე იტოვებს უფლებას სკოლის საჭიროებისამებრ  ცალმხრივად  შეწყვიტოს ხელშეკრულება  დასაბუთებული არგუმენტის წარმოდგენის საფუძველზე.
7. გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას (ბოლო თვ(ეებ)ის გადასახადში);
8.ბაზარზე ფართით სარგებლობის ფასის ზრდის შემთხვევაში მეიჯარეს ეძლევა  უფლება, ყოველწლიურად შეიტანოს ცვლილება საიჯარო ქირაში დამოუკიდებელი აუდიტის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე;
9. საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს დაფარავს ქონების სარგებლობის უფლების მიმღები (მოიჯარე).
10.  საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება და ამოქმედება მოხდება 2017 წლის 29 სექტემბრიდან.
11.  თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა  უბრუნდება დაინტერესებულ პირს;
12. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ  წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში;
13. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ  წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/    ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა  ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;
14.სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა.                                    
15. მოიჯარე ვალდებულია სასკოლო კვების ორგანიზებისას გაითვალისწინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის N410 ბრძანებით დამტკიცებულისასკოლო კვების ორგანიზების შესახებ რეკომენდაციები“ (იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში).
16. მოიჯარე ვალდებულია საკუთარი საქმიანობა წარმართოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 27 ოქტომბრისჯანსაღი და უსაფრთხო კვება სკოლაში“ - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) დამტკიცების შესახებ ბრძანებით დამტკიცებული დანართის შესაბამისად (იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში).
;