|
![]() |
კატეგორია:
სხვა სამშენებლო მასალები
გაყიდვის ტიპი: საჯარო აუქციონი |
|
დასახელება:სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 240 ცალი კრამიტი „ვენედიკი (ახალი)“
განაცხადის #:82406KGV48674317 აუქციონის #: 82406 ლოტის #: 486743 რაოდენობა: 240 დაწყება/დასრულება: 15/12/2017 16:00 - 13/01/2018 12:00 საგარანტიო თანხა: 50GEL
მიმდინარე ფასი :
430 GEL
საწყისი ფასი: 430 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 20.00 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სიღნაღის მუნიციპალიტეტი მისამართი: სიღნაღის რაიონი / აღმაშენებლის მოედანი #2 ტელეფონი: 971-0355232311 |
თვისებები
|
ქალაქი | სიღნაღი | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | აღმაშენებლის მოედანი #2 | ქვეყანა | საქართველო | რაოდენობა | 240 | მწარმოებელი | თურქეთი | ზომის ერთეული | ცალი | ტელეფონის ნომერი | (0355) 23 23 11 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | განცხადებისმიღებისადგილი:
ქალაქი სიღნაღი, დავით აღმაშენებლის მოედანი №2, მუნიციპალიტეტის შენობა, პირველი სართული, მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური. განცხადებების მიღება დაიწყება 15 დეკემბერს 12 საათზე და შეწყდება გამოცხადებიდან ოცდამეათე კალენდარულ დღეს 12 საათზე. აუქციონი ჩატარდება იმავე დღეს 13 საათზე. თუ ოცდამეათე კალენდარული დღე დაემთხვა არასამუშაო დღეს განცხადების მიღება შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს დღის 12 საათზე. აუქციონი ჩატარდება იმავე დღეს 13 საათზე.
1) საბანკო რეკვიზიტები ბე-ს და ბილეთის ღირებულებისათვის: სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური, საიდენტიფიკაციო კოდი 240417223, საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი 300523376. 2) საბანკო რეკვიზიტები აუქციონში გამარჯვებული მყიდველისათვის (შესყიდვის თანხა)მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300523376.
აუქციონშიმონაწილეობა:
აუქციონში მონაწილეობა შეუძლიათ ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ან პირთა გაერთიანებებს რომელთა ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრატორს უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) ფორმის მიხედვით შევსებული განაცხადი (განაცხადის ფორმას გასცემს მუნიციპალიტეტის გამგეობა). ბ) „ბე“-ს და მონაწილის ბილეთის ფასის შენატანის დამადასტურებელი საბანკო ქვითრები. გ) პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი. დ) განაცხადის შევსების მომენტისათვის მოქმედი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირებისათვის). ე) ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ მყიდველი მოქმედებს სხვა პირის სახელით სააუქციონო კომისიის ზონარგაყრილ წიგნში განაცხადის რეგისტრაციის მომენტიდან, განმცხადებელი იძენს აუქციონში მონაწილის სტატუსს. საუკეთესო წინადადებების გამოვლენის კრიტერიუმია: გამოცხადებულ საწყის ფასზე „ბიჯის“ დანამატის შედეგად მაქსიმალური ფასის შეთავაზება. ქონება ითვლება გაყიდულად/ნებართვა გაცემულად აუქციონის იმ მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა). აუქციონში გამარჯვებული მყიდველი ვალდებულია: აუქციონში გამარჯვების ოქმის გაფორმებიდან 15 კალენდარული დღეში ქონების მმართველთან გააფორმოს ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღეში დაფაროს საპრივატიზაციო ქონების სრული საფასური. თუ მყიდველი დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების სრულ საფასურს, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება და შეტანილი ,,ბე“ არ დაუბრუნდება.
ობიექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურში.
სიღ სიღნაღისმუნიციპალიტეტისმერია
|
მოკლე აღწერილობა | თურქული წამოების 240 ცალი კრამიტი „ვენედიკი (ახალი)“ კარგ მდგომარეობაში. |
პირობა | უპირობო |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |