ამობეჭდვის თარიღი: 30.04.2025 09:33:09
კატეგორია: სამშენებლო მასალები
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:მერადი გამოყენების სამშენებლო მასალები
განაცხადის #:28269BNT49300018
აუქციონის #: 28269
ლოტის #: 493000
დაწყება/დასრულება: 18/01/2018 16:00 - 24/01/2018 16:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 1800GEL
მიმდინარე ფასი : 5960 GEL
საწყისი ფასი: 5960 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 20.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისის, ისანი-სამგორის რაიონში, აეროპორტი, (აეროპორტის დასახლება)
ტელეფონი: 995-595796226
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)აეროპორტის დასახელებაბრძანების ნომერი3 18.01.2018
ქვეყანასაქართველოქალაქითბილისი
მდგომარეობასაშუალომწარმოებელიგაურკვეველია
გადახდის პერიოდი30შეფასების თანხა5960
ზომის ერთეულიაირჩიეთ ზომის ერთეულიტელეფონის ნომერი595796226
;
აღწერილობა
აღწერილობაგასაყიდი ქონების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ადმინისტრაციის შენობაში. საკონტაქტო ტელ: 0322487353, +995599151908, +995595796226.
მოკლე აღწერილობა
Ø  ფუნდამენტის ბლოკი 240*60*40 - 20 ერთეული;
Ø  ფუნდამენტის ბლოკი 135*90*40 - 16 ერთეული;
Ø  ფუნდამენტის ბლოკი 240*80*40 – 7 ერთეული;
დასახელებული მოძრავი ქონება წარმოადგენს  შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ბალანსზე რიცხულ მეორედი გამოყენების სამშენებლო მასალებს, რომლებიც მიღებულია ანგარის დემონტაჟის შედეგად.  
პირობა
ობიექტის საწყისი გასაყიდი ღირებულება მოცემულია დ.ღ.გ-ს ჩათვლით.
აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან ამ პირთა გაერთიანებას, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.
აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია საწყის გასაყიდ ღირებულებაზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური საფასურის შეთავაზება.
მყიდველი ვალდებულია საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს აეროპორტის ტერიტორიიდან მოძრავი ქონების გატანა ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალნდარული დღის განმავლობაში (დატვირთვა და ტრანსპორტირება). 
იმ შემთხვევაში, თუ ქონების განმკარგავმა გადაავადა აუქციონის ჩატარება ან მის ჩატარებამდე გააუქმა ქონების განკარგვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, აუქციონში მონაწილეებს გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა უკან უბრუნდება.
 
უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის მოქმედების ვადა არანაკლებ 15 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საბოლოო გამოსასყიდი  საფასურის გადახდის ვადას.
თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, მათ მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება ქონების განმკარგავი სუქბიექტის ბიუჯეტში.
აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში.
 
 აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია აუქციონის დასრულებიდან არანაკლებ 7 და არაუმეტეს 30 დღის ვადაში, შპს ’საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” საბანკო ანგარიშზე გადარიცხოს ან შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო საფასურს. გამარჯვებულ პირს გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობა  ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
ნასყიდობის ხელშეკრულება ფორმდება აუქციონის დასრულებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში.
 
ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულს წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა არ დაუბრუნდება, თუ:
ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;
ბ) აუქციონში გამარჯვებულმა ქონების განმკარგავი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა ქონების სრული საფასური.
გ) დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი აუქციონში მონაწილეობის წესები.
აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების საფასურის გამყიდველის მიერ სააუქციონო პირობებში მითითებულ ვადაში სრულად გადახდისა და ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე.
;