ამობეჭდვის თარიღი: 23.12.2024 07:41:43
კატეგორია: იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა სტეფანწმინდაში მდებარე 69762.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი
განაცხადის #:160BV118
აუქციონის #: 160
ლოტის #: 1
საქმის ნომერი: 2018030164480
დაწყება/დასრულება: 01/03/2018 16:00 - 16/03/2018 17:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 41915 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 6300GEL
დასრულების დრო: 16.03.2018 21:28:00
გაყიდვის ფასი : 5050800.0000 GEL
საწყისი ფასი: 21000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 120 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”
მისამართი: თბილისი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზირი #49ა.
ტელეფონი: 995-1420
თვისებები
ბუნებრივი გაზი-ქვეყანასაქართველო
ქალაქიყაზბეგიწყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ქუჩა(დასახელება/ნომერი)ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, დაბა სტეფანწმინდა
საქმის ნომერი2018030164480ბრძანების ნომერი1/1-515
საკადასტრო კოდი74.01.11.703Rs რუკის მხარდაჭერა-
საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა7368ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
საკადასტრო რუკაhttp://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFHykceV7S0xkqt5nBqWspaoNx]haoqzE4EZE]YT8xL0Aსარგებლობაში გადაცემის ვადა20
ტელეფონის ნომერი2981111ქონების ტიპიუძრავი ქონება
;
აღწერილობა
აღწერილობა

ყურადღება!

  1. აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია სარგებლობაში გადამცემ  ორგანოსთან შეთანხმებით;
  2. ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს (საგარანტიო თანხის) გადახდა შესაძლებელია:
  • ნაღდი ანგარიშსწორებით  სს  ,, ლიბერთი ბანკში”
  • ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით
  • ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით
  1. წლიური საიჯარო ქირა  მოიჯარემ უნდა გადაიხადოს ყოველწლიურად. სარგებლობაში მიმღები   ვალდებულია  ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართოს სსიპ  ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” აუქციონის ჩატარებიდან 45  კალენდარული დღის  ვადაში.
  2. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე : (+995) 32  2  981-111 (სსიპ  ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”)   (+995) 32  2  601 601 (www.eauction.ge).

შენიშვნა:

·         საწყისი წლიური სარგებლობაში გადაცემის ღირებულება - 21000 ლარ

·         სარგებლობაში გადაცემის ვადა - 20 წელი (შესაბამისი  ხელშეკრულების გაფორმებიდან);

·         უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 7 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სარგებლობაში გაცემის ვადას;

·         მოიჯარეს წარმოეშობა ვალდებულება, ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე სააგენტოს შეტყობინების მიღების დღიდან ერთ თვეში გამოათავისუფლოს საიჯარო ქონება. ქონებაზე გაწეული ხარჯები  არ ანაზღაურდება

·         საიჯარო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის  შემთხვევაში სარგებლობის  უფლების  მიმღების  მიერ  ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე- თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში

·         იჯარის უფლებითგადასაცემი მიწის ნაკვეთიდან 1936.00 კვ.-ზე ვრცელდება სერვიტუტის უფლება;

·         იჯარის უფლებით გადასაცემი მიწის ნაკვეთი მდებარეობს მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის ღერძიდან 15 მეტრის ფარგლებს გარეთ. ,,საავტომობილო გზების შესახებსაქართველოს კანონის 22- მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონაში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) გზების მფლობელთან (მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან) შეუთანხმებლად აკრძალულია ნებისმიერი სამშენებლო და სხვა სახის სამუშაოთა წარმოება;

·         იჯარის უფლებითგადასაცემი უძრავი ქონების გარკვეული ნაწილი მდებარეობს სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (სსე) საკუთრებაში მყოფი, 110 კვ ძაბვაზე მოქმედი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი (სეგხ) “დარიალი“– (N74.00.004 ხაზობრივი ნაგებობა) სადენების ქვეშ და ხაზის დაცვის ზონაში. აღნიშნულ მონაკვეთზე ვრცელდებაელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებსაქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N366 დადგენილებით დამტკიცებული ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესი  მოთხოვნები; (იხ.დანართი N1)

·         იჯარის უფლებით გადასაცემ უძრავ ქონებაზე გადის ვლადიკავკაზ-თბილისის“ D 720 მმ-იანი,ნაკვეთის სიახლოვეს კი -  ჩრდილოეთ კავკასია -ამიერკავკასიის“ D 1220მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენები. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №365 დადგენილების თანახმად, ნაკვეთზე გამავალი D 720მმ-იანი გაზსადენის დაცვის I და II ზონებში (გაზსადენების ღერძიდან 25 მეტრი ორივე მხარეს) ნებისმიერი მშენებლობა აკრძალულია, ხოლო ნაკვეთის შემოღობვის შემთხვევაში დაცვის ზონებში დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი (უფუნდამენტო) ღობის მოწყობა - კარებით, რათა დღე-ღამის ნებისმიერ დროს უზრუნველყოფილ იქნას მაგისტრალური გაზსადენის მომსახურე პერსონალის და საჭიროების შემთხვევაში სპეცტექნიკის გადაადგილება მაგისტრალზე.

1

მოკლე აღწერილობა69762.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი
პირობა

ა) წლიური საიჯარო ქირის, გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველწლიურად.

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 4 (ოთხი) თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით:

ბ.ა) ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე, არანაკლებ 700 (შვიდასი) სატვირთო ავტომანქანაზე გათვლილი ავტოსადგომის შექმნა (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებდეს) ავტოსადგომის ტერიტორიის სრულად შემოღობვას, გარე განათების, ვიდეო კონტროლის მოწყობას, მსუბუქი ტიპის კონსტრუქციის მქონე ობიექტ(ებ)ის, კერძოდ: ავტოსადგომის თანამშრომლების სამუშაო და მოსასვენებელი ოთახ(ებ)ის, მძღოლების შეკრებისა და მოსასვენებელი ობიექტ(ებ)ის, კვების ობიექტ(ებ)ის, აგრეთვე საპირფარეშო(ები), აბაზან(ებ)ის მოწყობას) და ფუნქციონირების დაწყება;

ბ.ბ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 600 000 (ექვსასი ათასი) ლარის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) ინვესტიციის განხორციელება;

გ) ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ავტოსადგომის ფუნქციონირების დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, არანაკლებ 30 (ოცდაათი) ადამიანის დასაქმება, არანაკლებ 2 (ორი) წლის ვადით;

დ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ავტოსადგომზე 1 (ერთი) ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის პარკირების საფასურის განსაზღვრა, არაუმეტეს „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N442 დადგენილებით განსაზღვრული ავტოსადგომზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დგომის საფასურის ოდენობით;

მოიჯარე ვალდებულია, ელექტრონული აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში წარმოადგინოს ამ ბრძანების მე-4 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განსახორციელებელი ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობით უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული  ვალდებულებების შესრულების ვადას და რომელიც მისი მოქმედების განმავლობაში უზრუნველყოფს „ა-გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სარგებლობაში გადაცემის პირობების შესრულებას (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას).

 

;