|
![]() |
კატეგორია:
იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: საჯარო აუქციონი |
|
დასახელება:სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ადმინისტრაციული შენობის სასადილო
განაცხადის #:1234AD1318 აუქციონის #: 1234 ლოტის #: 13 დაწყება/დასრულება: 26/03/2018 15:00 - 05/04/2018 15:00 საგარანტიო თანხა: 800GEL
მიმდინარე ფასი :
400 GEL
საწყისი ფასი: 400 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი ტელეფონი: 971-2749649 |
თვისებები
|
სართული | 5 | ლოჯი | - | TV | - | ცხელი წყალი | - | გათბობა | + | კვადრატულობა(მ²) | 44.00 | წყალი და კანალიზაცია | + | ტელეფონი | - | ინტერნეტი | - | პარკირება | + | ლიფტი | + | ბუხარი | - | აივანი | - | საკადასტრო კოდი | 01.13.01.010.085 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | ელექტრო მომარაგება | + | ბუნებრივი გაზი | + | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | თბილისი | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კმ. აღსრულების ეროვნული ბიუროს ადმინისტრაციული შენობის მე-5 სართული | ბრძანების ნომერი | 1321 | შენობის პროექტი | არასტანდარტული | შენობის მდგომარეობა | ახალი გარემონტებული | სათავსო | - | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 390 | სარგებლობაში გადაცემის ვადა | 1 წელი | ტელეფონის ნომერი | 577 111 725 |
აღწერილობა
|
აღწერილობა |
მზა საკვების მიწოდების მომსახურების პუნქტის განთავსების მიზნით იჯარით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ადმინისტრაციული შენობის (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი) მეხუთე სართულზე არსებული სივრცის 44 კვ.მ ფართი, რომელიც არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გარემონტებული (უზრუნველყოფილია ელ. მომარაგებით, ცივი და ცხელი წყლით). იმის გათვალისწინებით, რომ საიჯარო ფართი არის აღსრულების ეროვნული ბიუროს შენობის განუყოფელი ნაწილი, ბიურო არსებული შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყოფს ფართის გათბობას და ვენტილაცია-კონდიცირებას. შენობაში, რომელშიც მდებარეობს გასაქირავებელი ფართი, ამ დროისთვის დასაქმებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს 310 თანამშრომელი შტატგარეშე თანამშრომლების და სტაჟიორების ჩათვლით და ბიუროში განთავსებული მზა საკვების მიწოდების მომსახურების პუნქტით ისარგებლებს უმეტესი მათგანი. | |
მოკლე აღწერილობა |
აუქციონში მონაწილეობისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.eauction.ge/Home/EntityView/510434
| |
პირობა |
1. ფართი იჯარით გაიცემა მზა საკვების მიწოდების მომსახურების პუნქტის განსათავსებლად; 2. ფართი იჯარით გაიცემა 1 (ერთი) წლის ვადით; 3. სარგებლობაში გადასაცემი ქონების სარგებლობაში გადაცემის ყოველთვიური საწყისი საფასურია 400 ლარი; 4. უპირობო და გამოუთხოვარი საბანკო გარანტიის ოდენობა შეადგენს 800 ლარს, რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრება აუქციონის დაწყებიდან 390 კალენდარული დღე. მეიჯარე გადასცემს, ხოლო მოიჯარე, მზა საკვების მიწოდების მომსახურების პუნქტის (სასადილოს) განთავსების მიზნით, დროებით სარგებლობაში, იჯარით იღებს, მეიჯარის მფლობელობაში არსებულ ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კმ.-ზე მდებარე №1 შენობა-ნაგებობაში მეხუთე სართულზე არსებულ არასაცხოვრებელ ფართს 44 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.13.01.010.085 (შემდგომში „იჯარის საგანი“). იჯარის საგნის გადაცემა განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. საიჯარო ქირა არ მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ და ელექტროენერგიის, დასუფთავების და სხვა კომუნალურ გადასახადებს. საიჯარო ქირის გადახდა მოიჯარის მიერ მოხდება ყოველთვიურად, ყოველი საანგარიშო თვის დაწყებიდან არაუგვიანეს 25 (ოცდახუთი) კალენდარული დღის ვადაში. მეიჯარე ვალდებულია: აუქციონის დასრულებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს იჯარის ხელშეკრულების გაფორმება აღნიშნულის შემაფერხებელი ობიექტური გარემოებების არარსებობის შემთხვევაში. ხელშეკრულების დადებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში მიღება-ჩაბარების აქტით გადასცეს მოიჯარეს იჯარის საგანი სარგებლობისათვის ვარგის მდგომარეობაში; დაიცვას ხელშეკრულების პირობები; მეიჯარე უფლებამოსილია: ვადაზე ადრე, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, ხელშეკრულებით ან/და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით; მოითხოვოს მოიჯარის ბრალით მიყენებული ზიანის ანაზღაურება; გამოიყენოს წინამდებარე ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით მასზე მინიჭებული უფლებები. მოიჯარე ვალდებულია: იჯარის საგანი გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებით. მოუაროს მას და მკაცრად დაიცვას ტექნიკური უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესები; ხელშეკრულების შეწყვეტისას დაუბრუნოს მეიჯარეს იჯარის საგანი იმ მდგომარეობაში, რომელშიც მისგან მიიღო ნორმალური ცვეთის და ამორტიზაციის გათვალისწინებით; მეიჯარის თანხმობის გარეშე არ განახორციელოს სხვა საქმიანობა, გარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა; ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში იჯარით მიღებული იჯარის საგნის სარგებლობის უფლება დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში, ხოლო იჯარის საგანზე ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ერთი თვის ვადაში განახორციელოს აღნიშნული რეგისტრირებული უფლების გაუქმება საჯარო რეესტრში. დაიცვას ხელშეკრულების პირობები და მეიჯარეს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულების თაობაზე. მოიჯარე უფლებამოსილია: დაუბრკოლებლად ისარგებლოს იჯარის საგნით; იჯარის საგანი გამოიყენოს ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისთვის. ვადაზე ადრე, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით; გამოიყენოს ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით მასზე მინიჭებული უფლებები. 5. ბიჯის სიდიდე: 10 ლარი. 6. კომუნალური გადასახადების გადახდას უზრუნველყოფს მოიჯარე შესაბამისი საკონტროლო მრიცხველების ჩვენების მიხედვით. 7. აუქციონში მონაწილე უნდა იყოს საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შემდეგი პირობების შესრულება: 7.1. მზა საკვების მიწოდების მომსახურების პუნქტის ფუნქციონირება ყოველდღე, შაბათ-კვირისა და „საქართველოს შრომის კოდექსით" გათვალისწინებული უქმე დღეების გარდა, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, მათ შორის შესვენების საათებში (13:00-14:00). პროდუქცია უნდა იყოს ხელმისაწვდომი და მითითებული ფასები არ უნდა აღემატებოდეს საცალო ქსელში არსებულ ფასებს და საცალო ქსელში ფასების ცვლილების შემთხვევაში, მეიჯარის მოთხოვნით მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს ფასების ცვლილება; 7.2. უზრუნველყოს სასადილოში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის შეტანა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით საკვების მომზადება; 7.3. კვების ობიექტი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხარისხიანი, ახალი ცხელი/ცივი საკვები და ცხელი/გამაგრილებელი სასმელები. 7.4. მზა საკვები პროდუქტების მენიუ დღის განმავლობაში უნდა იყოს მრავალფეროვანი და უნდა მოიცავდეს დანართი #1-ით გათვალისწინებულ სახეობებს. 7.5. უზრუნველყოს ,,სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 07 ივლისის N320 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების სრული დაცვა; 7.6. უზრუნველყოს ,,ტექნიკური რეგლამენტის - ,,საცალო ვაჭრობაში დაუფასოებელი პროდუქციის მიწოდებისა და რეალიზაციის ჰიგიენური პირობების და წესების’’ დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 03 იანვრის N10 დადგენილებით დამტკიცებული მოთოვნების დაცვა; 7.7. მალფუჭებადი პროდუქტების რეალიზაცია მოახდინოს ,,განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის პირობებისა და ვადების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N303/ნ ბრძანების მოთხოვნების სრული დაცვით; 7.8. არ გამოიყენოს ერთხელ უკვე მოხმარებული ცხიმი და ცხიმის შემცვლელი პროდუქტები ხელმეორედ; 7.9. მინიმუმ თვეში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში კი მეიჯარის წერილობითი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 (სამი) დღეში, უზრუნველყოს კვების ობიექტში არსებული მოწყობილობების და დანადგარების გენერალური დასუფთავება და დეზინფიცირება; 7.10. უზრუნველყოს კვების ობიექტების მომსახურე პერსონალი სპეციალური სამოსით. 7.11. სამზარეულოს პერსონალმა მკაცრად უნდა დაიცვას საკვების მომზადების სანიტარული წესები, ასევე შეიმოსოს წინსაფარით, ბახილებით, სამზარეულოს ქუდით. 7.12. აუქციონში მონაწილე სუბიექტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 2 (ორი) წლიანი გამოცდილება მსგავსი მომსხაურების მოწოდების (კვების ობიექტით მომსახურების გაწევა) ჯამური ბრუნვით 250 000 ლარი. ამასთან მონაწილემ უნდა წარმოადგინოს სამუშაოს გამოცდილების პერიოდში ერთ–ერთ ობიექტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატი, ასევე უნდა წარმოადგინოს მსგავსი მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით 3 სარეკომენდაციო წერილი, მათ შორის მიმდინარე წლის პერიოდში არანაკლებ 1 წერილისა, აღნიშნულის დამადასტურებლად უნდა იქნეს წარმოდგენილი სერტიფიკატ(ებ)ი, სარეკომენდაციო წერილები და გამოცდილების დამადასტურებელი ნებისმიერი სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნულ გამოცდილებას. 7.13. განახორციელოს მომსახურების პუნქტში მზა კერძების შემოტანა და რეალიზება, კერძების ადგილზე მომზადება შესაძლებელია. მოიჯარე პასუხისმგებელია პროდუქციის ხარისხზე (პროდუქტებზე დაწესებული ცალკეული სტანდარტების სრულად დაკმაყოფილებაზე). 7.14. მზა საკვების მიწოდების მომსახურების პუნქტში შემოთავაზებულ კერძებზე და გამაგრილებელ სასმელებზე დაწესებული ფასები არ უნდა აღემატებოდეს ბაზარზე (მსგავს დაწესებულებებში) არსებულ საშუალო ფასებს; 7.15. უზრუნველყოს მოხმარებული ჭურჭლის რეცხვა საკუთარი რესურსებით; 7.16. დაიცვას ობიექტისა და მისი მომსახურე პერსონალის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. 7.17. ზედმიწევნით დაიცვას დაწესებულებაში დადგენილი წესები (უსაფრთხოება, სახანძრო, სამუშაო საათები ა.შ.). 7.18. პროდუქციის მოწოდება უზრუნველყოს იმგვარად, რომ ხელი არ შეეშალოს დაწესებულებაში მიმდინარე სამუშაო პროცესს. 7.19. მოიჯარე ვალდებულია ობიექტზე განათავსოს საბანკო პლასტიკური ბარათით გადახდის ტერმინალი. 8. საიჯარო ფართში განთავსებულია მზა საკვების მიწოდების მომსახურების პუნქტისთვის აუცილებელი ინვენტარი, რომელიც საიჯარო ფართთან ერთად გადაეცემა ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს, კერძოდ: სამზარეულოს სამუშაო მაგიდა (2 ცალი), სამზარეულოს თაროები, ელექტრო და პიცის ღუმელები, სამზარეულოს ნიჟარები (2 ცალი) უზრუნველყოფილი ცივი და ცხელი წყლით. 9. აუქციონის დაწყების და დასრულების დრო: დაწყება 2018 წლის 26 მარტი, დასრულება - 2018 წლის 5 აპრილი; (აუქციონის მიმდინარეობის პერიოდი უნდა განისაზღვროს 10 კალენდარული დღით). 10. სარგებლობაში გადამცემის საკონტაქტო ტელეფონი: 577 11-17-25 11. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია წარადგინოს მზა საკვების სავარაუდო განფასება დანართი #1–ის მიხედვით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გრამაჟი და ფასი.
|
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |