ამობეჭდვის თარიღი: 22.11.2024 14:12:39
კატეგორია: არასასოფლო მიწა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქალაქ ყვარელში, ილიას ტბის მიმდებარედ არსებული 29962 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი
განაცხადის #:268BV118
აუქციონის #: 268
ლოტის #: 1
საქმის ნომერი: 2018041364767
დაწყება/დასრულება: 13/04/2018 17:30 - 27/04/2018 17:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 20974GEL
დასრულების დრო: 27.04.2018 17:00:00
გაყიდვის ფასი : 152000.0000 GEL
საწყისი ფასი: 150000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 2000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”
მისამართი: თბილისი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზირი #49ა.
ტელეფონი: 995-1420
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქალაქი ყვარელი, ილიას ტბის მიმდებარედქვეყანასაქართველო
ქალაქიყვარელისაქმის ნომერი2018041364767
ბრძანების ნომერი1/1-852საკადასტრო კოდი57.35.52.188
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
გადახდის პერიოდი106საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა122
ამონაწერი საჯარო რეესტრიდანსაკადასტრო რუკაhttp://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFFF4GywaS%5bUIPYPL0TOrx80OJZlwPhwG%5d5TSfcbnyMbk
ტელეფონის ნომერი2981111ქონების ტიპიუძრავი ქონება
;
აღწერილობა
აღწერილობა

ყურადღება!

აუქციონის გამოცხადების  შემდგომ განხორციელებულ იქნა საპრივატიზებო ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემის საკადასტრო ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ მიწის ნაკვეთის კონფიგურაციის ცვლილება ფართის უცვლელად.

  • აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით;
  • ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს (საგარანტიო თანხის) გადახდა შესაძლებელია:
    • ნაღდი ანგარიშსწორებით  სს  ,, ლიბერთი ბანკში”
    • ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით
    • ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით
  • მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართოს სსიპ სახელმწიფო  ქონების  ეროვნული  სააგენტოს იურიდიულ  დეპარტამენტს  აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის  ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგი.
  • გამარჯვებულის მიერ გადახდილი  "ბე"-ს (საგარანტიო)  თანხა ითვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
  • დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე : (+995) 32  2  981-111 (სსიპ  ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”)   (+995) 32  2  601 601 (www.eauction.ge).

შენიშვნა:

ა) საპრივატიზებო  მიწის  ნაკვეთზე  გადის შპს ,,საქართველოს  მელიორაციის“  საკუთრების  უფლებით  რეგისტრირებული სარწყავი  არხი ( კუდიგორის  სარწყავი სისტემა,  ს/კ 57.00.017),  შესაბამისად,  მყიდველის  მიერ  სარწყავი  სისტემის გასხვისების  ზოლების დაცულობის მიზნით   გათვალისწინებულ  უნდა  იქნეს  ,,სამელიორაციო სისტემების ნაგებობებისათვის მიწის ზოლებისა და ნაკვეთების მიჩენა-გასხვისების სამშენებლო ნორმის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს  ურბანიზაციისა  და მშენებლობის  მინისტრის 2003  წლის  30  ივნისის  N19  ბრძანებით,   ასევე,  ,,ტექნიკური რეგლამენტის - „სამელიორაციო სისტემების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების შესახებ“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  მთავრობის 2013  წლის  31  დეკემბრის  N409 დადგენილებით  განსაზღვრული  მოთხოვნები,  რათა  ხელი  არ  შეეშალოს სამელიორაციო  სისტემის გამართულ ექსპლუატაციას.

ბ) საპრივატიზებო პირობების გარდა, საპრივატიზებო  უძრავ ნივთზე  დამატებით სახელშეკრულებო პირობად უნდა განისაზღვროს საპრივატიზებო    ქონების  ტერიტორიის არანაკლებ 75% ფართობზე არსებული მერქნიანი მცენარეების შენარჩუნება.

მოკლე აღწერილობა29962  კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის  ნაკვეთი
პირობა

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 (ორი) თვის ვადაში.

ბ) პირადად ან მესამე პირის მეშვეობით  შესაბამისი  ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან  არაუმეტეს 48 (ორმოცდარვა) თვის ვადაში საპრივატიზებო  ქონების განვითარება/განაშენიანება (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) არანაკლებ 40 (ორმოცი) ნომრიანი სასტუმროს და ალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი საწარმოს აშენებას, ექსპლუატაციაში მიღებას, აღჭურვას და ფუნქციონირების დაწყებას).

) პირადად ან  მესამე პირის მეშვეობით   ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით არანაკლებ  5  000 000 (ხუთი მილიონი) ლარის ოდენობის ინვესტიციის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) განხორციელება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

    .ა. შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან  არაუმეტეს 18 (თვრამეტი) თვის ვადაში არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება.

    გ.ბ. შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში არანაკლებ 2 500 000 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება.

    გ.გ. შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 (ორმოცდარვა) თვის ვადაში არანაკლებ 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება.

დ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან არაუმეტეს 2 (ორი) თვის ვადაში, ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრულ სასტუმროში და ალკოჰოლური სასმელის  მწარმოებელ საწარმოში არანაკლებ 40 (ორმოცი) ადამიანის დასაქმება, არანაკლებ 2 (ორი) წლის ვადით.

ე) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში, 75 000 (სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით ფულადი კომპენსაციის გადახდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს ანგარიშზე.

              ამასთან,  მყიდველი  ვალდებულია   ელექტრონული აუქციონის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში   სსიპსახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში“   წარმოადგინოს  ,,ქვეპუნქტით  განსაზღვრული  საინვესტიციო თანხის 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობის შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს 4 (ოთხი) თვით და რომელიც მისი მოქმედების პერიოდში უზრუნველყოფს „ა-ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულებას (მათ შორის, მათი შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას).

;