ამობეჭდვის თარიღი: 24.11.2024 18:52:11
კატეგორია: სააქციო საზოგადოება
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სს ,,კურორტი ახტალას“ (საიდ. კოდი 227720883) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 1 ლარიანი ნომინალური ღირებულების 3 549 156 ცალი ჩვეულებრივი აქცია (სახელმწიფოს წილი კაპიტალში 99.54808 %)
განაცხადის #:354BV118
აუქციონის #: 354
ლოტის #: 1
საქმის ნომერი: 2018051664996
დაწყება/დასრულება: 16/05/2018 17:30 - 14/06/2018 17:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 375500GEL
დასრულების დრო: 14.06.2018 17:00:00
გაყიდვის ფასი : 3760000.0000 GEL
საწყისი ფასი: 3755000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 5000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”
მისამართი: თბილისი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზირი #49ა.
ტელეფონი: 995-1420
თვისებები
ქალაქიგურჯაანიბრძანების ნომერი1/1-1102
გადახდის პერიოდი45საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა60
ამონაწერი საჯარო რეესტრიდანსაკადასტრო რუკაhttps://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFFU1fltgpSVgDkAvtE[Q0hWnUCtrejGVKxtqQ8rsvv[H
ტელეფონის ნომერი2981111ქონების ტიპიუძრავი ქონება
ქუჩა(დასახელება/ნომერი)საქართველო, გურჯაანი, თამარ მეფის ქ. N9საქმის ნომერი2018051664996
ქვეყანასაქართველოსაკადასტრო კოდი51.01.60.553; 51.01.60.507
Rs რუკის მხარდაჭერა-
;
აღწერილობა
მოკლე აღწერილობა

სს  ,,კურორტი  ახტალას“ (საიდ. კოდი 227720883) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 1  ლარიანი ნომინალური ღირებულების 3 549 156 ცალი ჩვეულებრივი აქციია  (სახელმწიფოს წილი კაპიტალში 99.54808 %)

აქტივები  (2018   წლის  16 მაისის   მდგომარეობით, იხ. დანართი 5)   -  3 576 148    ლარი

ვალდებულებები (2018   წლის  16 მაისის   მდგომარეობით, იხ. დანართი 5)  - 5 406      ლარი

საკუთარი  კაპიტალი (2018   წლის  16 მაისის   მდგომარეობით, იხ. დანართი 5)  - 3  570 742   ლარი 

51.01.60.507 საკადასტრო გეგმა: http://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFEJZ04gPbZ67ncJA5xu2rJHEDUnYS5GRT6Zh]w1vX6Vs;

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან: https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFNIeH7drjIIF[VQSUCfJ5KagUp[13xOdWEacdcy74SHT.

აღწერილობა

ყურადღება!

  • აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით;
  • ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს (საგარანტიო თანხის) გადახდა შესაძლებელია:
    • ნაღდი ანგარიშსწორებით  სს  ,, ლიბერთი ბანკში”
    • ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით
    • ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით
  • მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართოს სსიპ სახელმწიფო  ქონების  ეროვნული  სააგენტოს იურიდიულ  დეპარტამენტს  აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის  ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგი.
  • გამარჯვებულის მიერ გადახდილი  "ბე"-ს (საგარანტიო)  თანხა ითვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
  • დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე : (+995) 32  2  981-111 (სსიპ  ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”)   (+995) 32  2  601 601 (www.eauction.ge).

შენიშვნა:

1. სს „კურორტი ახტალას“ საკუთრებაში არსებულ  უძრავ  ქონებებზე გადის  შპს  ,,სოკარ  ჯორჯია  გაზი-კახეთის“ (ს/კ 241582756) საკუთრების  უფლებით  რეგისტრირებული მილსადენი  (გაზსადენი, N 51.00.220)  და სს  ,,სილქნეტის“ (ს/კ 204566978) კავშირგაბმულობის  ხაზი  (სატელეფონო  ხაზი,  N51.00.068), შესაბამისად, ტერიტორიაზე სამუშაოების  წარმოება უნდა განახორციელოს ,,გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების დამტკიცების  თაობაზე‘’ საქართველოს  ეკონომიკური  განვითარების  მინისტრის 2010 წლის  14 აპრილის  N1-1/525 ბრძანებით განსაზღვრული  წესების  და  ,,ელექტრული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის №134 დადგენილების მოთხოვნების  სრული დაცვით,   რათა  ხელი  არ    შეეშალოს ზემოაღნიშნული  ნაგებობების დანიშნულებისამებრ, შეუფერხებლად ექსპლუატაციას.

2. სს „კურორტი ახტალას“ სახელზე  გაცემულია N00868 ლიცენზია სამკურნალო  ტალახის მოპოვების  მიზნით  და  მის  საკუთრებაში არსებული  უძრავი  ქონების (ს/კ N51.01.60.553 ) ნაწილზე    ვრცელდება  დასახელებული ლიცენზია (იხ.   N1 და   N2  დანართები).

3. სს „კურორტი ახტალას“ სახელზე  გაცემულია N1004308 ლიცენზია  N3,  N4 N5  და  N6 ჭაბურღილებიდან მიწისქვეშა მტკნარი  წყლის (სამეწარმეო დანიშნულებით)   მოპოვებაზე (იხ.   N3 და   N4  დანართები).

4. სს „კურორტი ახტალას“ საკუთრებაში არსებულ N51.01.60.553 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე  გადის  კერძო  პირთა საკუთრებაში  არსებულ   ქონებამდე  (ს/კ 51.01.60.087) მისასვლელი  გზა,   შესაბამისად, უზრუნველყოფილ  უნდა  იქნეს აღნიშნული  გზით  სარგებლობის შესაძლებლობა.

5. სს „კურორტი ახტალას“ საკუთრებაში არსებულ N51.01.60.553 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე  მდებარეობს     ვეძირულის  ხევი.

6. სს „კურორტი ახტალას“ საკუთრებაში არსებული  უძრავი  ქონება (ს/კN51.01.60.553)  მდებარეობს  შიდასახელმწიფოებრივი  მნიშვნელობის  ახმეტა-თელავი-ბაკურციხის   საავტომობილო  გზის  64-ე კმ-ის  მიმდებარედ, შესაბამისად,  ,,საავტომობილო გზების შესახებ“  საქართველოს  კანონის  22-ე მუხლის მოთხოვნათა   გათვალისწინებით,  აკრძალულია ნებისმიერი სამშენებლო და სხვა სახის სამუშაოთა წარმოება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეუთანხმებლად.

პირობა

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 45 (ორმოცდახუთი) დღის  ვადაში.

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 თვის ვადაში პირადად ან/და  მესამე პირის მეშვეობით, სს „კურორტი ახტალას“ საკუთრებაში არსებულ N51.01.60.553 ან/და    N51.01.60.507 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე  ან მის ნაწილზე,  არანაკლებ  120 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსის (რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) ღია/დახურული ტიპის საცურაო აუზ(ებ)ს, რესტორან(ებ)ს, სარეაბილიტაციო/გამაჯანსაღებელ ცენტრს,  ეზოს გამწვანებას,  არანაკლებ 50 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს) შექმნა,  ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება.

გ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად, არანაკლებ  12 000 000 (თორმეტი მილიონი)  ლარის  ინვესტიციის (დამატებული ღირებულების  გათვალიწინების გარეშე)განხორციელება;

დ) „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასტუმრო კომპლექსის ფუნქციონირების დაწყებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) თვის ვადაში, ამავე კომპლექსში, არანაკლებ 50 ადამიანის დასაქმება, არანაკლებ 24 თვის ვადით.

ე) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 24 (ოცდაოთხი) თვის ვადით,  სს „კურორტ ახტალაში“ ამავე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას   დასაქმებული პერსონალის არანაკლებ 80%-თან შრომითი ურთიერთობის შენარჩუნების უზრუნველყოფა, მათივე თანხმობის შემთხვევაში.

) შესაბამისი    ხელშეკრულების   გაფორმებიდან  2045  წლის  28  ივნისამდე პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, სს „კურორტი ახტალას“ საკუთრებაში არსებულ N51.01.60.553 ან/და   N51.01.60.507 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე  ან მის ნაწილზე, არსებული პელოიდოთერაპიის (სამკურნალო ტალახით მკურნალობა)  პროფილის/მიმართულების  შენარჩუნება.

მყიდველი ვალდებულია ელექტრონული აუქციონის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში   სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში“  წარმოადგინოს     „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას და რომელიც მისი მოქმედების პერიოდში უზრუნველყოფს  „ა-ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების  შესრულებას (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას).

;