ამობეჭდვის თარიღი: 30.04.2025 13:52:50
კატეგორია: სამშენებლო მასალები
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:132 ცალი რკინა-ბეტონის ფილა და 120 კგ ჯართი ერთ ლოტად
განაცხადის #:28269BNT52413518
აუქციონის #: 28269
ლოტის #: 524135
რაოდენობა: 132
დაწყება/დასრულება: 24/05/2018 17:00 - 30/05/2018 16:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 1400GEL
მიმდინარე ფასი : 4457.25 GEL
საწყისი ფასი: 4457.25 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 50 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისის, ისანი-სამგორის რაიონში, აეროპორტი, (აეროპორტის დასახლება)
ტელეფონი: 995-595796226
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაბრძანების ნომერი#40 24.05.18წ.
ქვეყანასაქართველოქალაქითბილისი
რაოდენობა132მდგომარეობაცუდი
მწარმოებელიგაურკვეველიაგადახდის პერიოდი30
საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა45ზომის ერთეულიცალი
ფასი ფასდაკლებამდე5943ტელეფონის ნომერი599151908
;
აღწერილობა
აღწერილობა

გასაყიდი ქონების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ადმინისტრაციის შენობაში. საკონტაქტო ტელ: 0322487353, +995599151908, +995595796226.

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601

მოკლე აღწერილობარკინა-ბეტონის ფილები (128ც - ზომა 4X2, 4 6X1.73) და 120 კგ. ჯართი განთავსებულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შიდა კონტროლირებად  ტერიტორიაზე. ფილები წარმოადგენს აეროპორტის ღობის დემონტაჟის შედეგად მიღებულ მეორადი გამოყენების მასალას. ხანგრძლივი ექსპლუატაციის გამო აღენიშნება დაზიანებები. შავი ლითონის ჯართი წარმოადგენს ღობის ფილების გადაბმისათვის საჭირო 20სმ-იან 6 ცალ ლითონის მილს, საშუალო სიმაღლით - 2 მეტრი.
პირობა

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

ობიექტის საწყისი გასაყიდი ღირებულება მოცემულია დ.ღ.გ-ს ჩათვლით.
აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან ამ პირთა გაერთიანებას, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.
აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია საწყის გასაყიდ ღირებულებაზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური საფასურის შეთავაზება.
მყიდველი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) თვის ვადაში, საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიიდან 132 ერთეული რკინა-ბეტონის ფილის და 120 კგ ჯართის გატანა.
უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 15 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საბოლოო გამოსასყიდი  საფასურის გადახდის ვადას.
თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, მათ მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება ქონების განმკარგავი სუქბიექტის ბიუჯეტში.
აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში.
 
იმ შემთხვევაში, თუ ქონების განმკარგავმა გადაავადა აუქციონის ჩატარება ან მის ჩატარებამდე გააუქმა ქონების განკარგვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, აუქციონში მონაწილეებს გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა უკან უბრუნდება.
აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია აუქციონის დასრულებიდან არანაკლებ 7 და არაუმეტეს 30 დღის ვადაში, შპს ’საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” საბანკო ანგარიშზე გადარიცხოს ან შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო საფასურს. გამარჯვებულ პირს გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობა  ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
 
ნასყიდობის ხელშეკრულება ფორმდება აუქციონის დასრულებიდან 45 კალენდარული დღის ვადში.
 
ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულს წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა არ დაუბრუნდება, თუ:
ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;
ბ) აუქციონში გამარჯვებულმა ქონების განმკარგავი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა ქონების სრული საფასური.
გ) დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი აუქციონში მონაწილეობის წესები.
აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების საფასურის გამყიდველის მიერ სააუქციონო პირობებში მითითებულ ვადაში სრულად გადახდისა და ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე.

;