|
![]() |
კატეგორია:
იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: საჯარო აუქციონი |
|
დასახელება:ანაკლიის აკვაპარკის კაფეტერია
განაცხადის #:1JOG43318 აუქციონის #: 1 ლოტის #: 433 დაწყება/დასრულება: 25/05/2018 12:00 - 05/06/2018 12:00 საგარანტიო თანხა: 4400GEL
მიმდინარე ფასი :
4000 GEL
საწყისი ფასი: 4000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 400 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ მისამართი: კოსტავას ქ. #70 ტელეფონი: 995-2226533 |
თვისებები
|
გათბობა | - | აივანი | - | ლოჯი | - | TV | - | ცხელი წყალი | + | კვადრატულობა(მ²) | 30 | წყალი და კანალიზაცია | + | ტელეფონი | - | ინტერნეტი | - | პარკირება | + | ლიფტი | - | ბუხარი | - | მიწის ფართობი(მ²) | 10683 | საკადასტრო კოდი | 43.29.42.107 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | ელექტრო მომარაგება | + | ბუნებრივი გაზი | - | შენობის მდგომარეობა | ძველი გარემონტებული | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ზუგდიდი | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | სოფ. განმუხური | შენობის პროექტი | არასტანდარტული | სათავსო | + | ამონაწერი საჯარო რეესტრიდან | http://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFDYhfEwrCdrikZ[9efoURjrIAet0fMh9Vyq0edyhTX14 | საკადასტრო რუკა | http://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFJY1Xv251yHr0APr3x0r[ZAGxhrJV5QRxQxYCROpWwWH | სარგებლობაში გადაცემის ვადა | 3 თვე (15.06.18-15.09.18) | ტელეფონის ნომერი | 2226533 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | ყურადღება! იჯარის ვადა განისაზღვრება 3 თვით 15.06.2018-დან 15.09.2018-მდე აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიასთან" შეთანხმებით; აღნიშნულ ლოტზე ვაჭრობის განსახორციელებლად საჭიროა საგარანტიო თანხის გადახდა 4400 (ოთხიათასოთხასი) ლარის ოდენობით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: (+995 32) 222 65 33; (+995 32) 2601 601 |
მოკლე აღწერილობა | ყურადღება! ქირავდება ზუგდიდის რ-ნ, სოფ. განმუხურში მდებარე აკვაპარკის კაფეტერია, ღია სივრცეში არსებული ბარი და 30 კვ.მ. (დაახლოებით) სამზარეულო. |
პირობა | კაფეტერიის მართვის ძირითადი პირობები : ü კაფეტერია განთავსდება აკვა პარკის შიდა ტერიტორიაზე სპეციალურად გამოყოფილ ადგილას და როგორც წესი უნდა ფუნქციონირებდეს ყოველ დღე 10 საათიდან 19 საათამდე (გარდა იმ დღეებისა, როდესაც კლიმატური პირობების გამო, კონკრეტულ დღეებში აკვა პარკი იქნება დაკეტილი); ü ძირითადი სარეალიზაციო პროდუქტს უნდა წარმოადგენდეს ცივი სასმელები, ნაყინი და სწრაფი კვების ობიექტისთვის დამახასიათებელი საკვები (ორცხობილა, ბუტერბროდი და სხვა), ასევე მსუბუქი ალკოჰოლური სასმელები (ლუდი, კოქტეილი); ü პრეტენდენტს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა გააჩნდეს სამეწარმეო საქმიანობის უფლება და შესაბამისი ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაცია; ü აუქციონში გამარჯვებული პირი კომუნალურ გადასახადებს დამატებით არ გადაიხდის; აუქციონის დამატებითი პირობები: ü აუქციონში მონაწილე პირს (კომპანიის შემთხვევაში, როგორც მინიმუმ, კომპანიის დირექტორს და იმ თანამშრომლებს, რომლებიც იმუშავებენ კაფეტერიაში) უნდა გააჩნდეს მსგავს სფეროში მუშაობის არანაკლებ ორი წლის გამოცდილება (რომელიც დადასტურდება შესაბამისი რეკომენდაციებით);
გამარჯვებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს 1) ზოგადი ბიზნეს გეგმა (კაფეტერიის მართვის კონცეფცია), რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ძირითად მონაცემებს: ა) გარემოსთან შესაბამისი უნი-ფორმის აღწერილობა (პერსონალს უნდა ეცვას უნიფორმა, აუცილებელია თავსაბურავი და ხელთათმანი); ბ) ინვენტარის ჩამონათვალი, რომლის შეტანაც იგეგმება კაფეტერიაში; გ) სავარაუდო მენიუ, პროდუქტების და სასმელების ჩამონათვალი, მათ შორის მზა პროდუქტები, რომელთა რეალიზაციაც იგეგმება (მაგ. რა ინგრედიენტებით შედგება ჰამბურგერი, ტოსტი, სალათი და ა.შ) 2) კაფეტერიისგაფორმებისთვის განსაზღვრული მასალების ჩამონათვალი და დიზაინი (იმ ჭურჭლის ჩამონათვალი და ფოტო სურათები, რა ჭურჭელს და გაფორმებასაც (მათ შორის ერთჯერადი) გამოიყენებენ კოქტეილებისთვის, ლუდისთვის, კარტოფილი ფრისთვის და ა. შ); საკვების მომზადების პროცესი · მენიუდან კერძის შეკვეთის მაქსიმალური დრო არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს. · საკვები უნდა მზადდებოდეს ჯანსაღი პროდუქტებისგან/ინგრედიენტებისგან. · საკვების მომზადების პროცესი უნდა მიმდინარეობდეს ხარისხის მაღალი სტანდარტების დაცვით. -კაფეტერია ვალდებულია მუდმივად აკონტროლოს და დროულად შეავსოს მოწოდებული პროდუქტების მარაგები; ჰიგიენა და სისუფთავე კომპანიის მოთხოვნაა სისუფთავისა და ჰიგიენის მაღალი სტანდარტები. · სამზარეულოში ყოველი დღის ბოლოს უნდა ტარდებოდეს შესაბამისი დასუფთავებითი სამუშაოები. · გამოყენებული ჰიგიენის საშუალებები უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა და არ უნდა წარმოადგენდეს საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
პერსონალი/სერვისი · კაფეტერიაში დასაქმებული უნდა იყოს საკმარისი პერსონალი, დამსვენებელთა შეუფერხებლად მომსახურებისთვის; · პერსონალი უნდა იყოს მოტივირებული და კეთილგანწყობილი მომხმარებელთა მიმართ; · რიგების თავიდან აცილების მიზნით, მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი მომსახურების სისწრაფე (საკვების მიწოდება, გადახდა). ფ ა ს ე ბ ი - ფასწარმოქმნა უნდა ხორციელდებოდეს გონივრულ ჩარჩოებში, საბაზრო ფასებთან მიმართებაში. მომსახურების ადგილზე არსებული ტექნიკური ბაზა: ა) წყლის გამაცხელებელი; ბ) სლეისერი; გ) კარტოფილი ფრის სახარში; დ) გრილის აპარატი -2; შე ნ ი შ ვ ნ ა: აუქციონის მონაწილე პირი არ უნდა იყოს: - გაკოტრების პროცესში; - ლიკვიდაციის პროცესში; - მოვალეთა რეესტრში; - ყადაღა დადებული. აღნიშნული პირობების დარღვევის შემთხვევაში აუქციონის შედეგები ანულირდება და გადახდილი საგარანტიო თანხა უკან არ დაბრუნდება. აღნიშნული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში აუქციონის შედეგები ანულირდება და გადახდილი საგარანტიო თანხა უკან არ დაბრუნდება.
|
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |