|
![]() |
კატეგორია:
იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: საჯარო აუქციონი |
|
დასახელება:ქ. სიღნაღში მდებარე 75 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემა
განაცხადის #:82406KGV54243818 აუქციონის #: 82406 ლოტის #: 542438 დაწყება/დასრულება: 31/07/2018 14:00 - 29/08/2018 12:00 საგარანტიო თანხა: 100GEL
მიმდინარე ფასი :
1000 GEL
საწყისი ფასი: 1000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 100 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სიღნაღის მუნიციპალიტეტი მისამართი: სიღნაღის რაიონი / აღმაშენებლის მოედანი #2 ტელეფონი: 971-0355232311 |
თვისებები
|
ბუნებრივი გაზი | - | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | სიღნაღი | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ერეკლე მეორეს მოედანი | მიწის ფართობი(მ²) | 75 | საკადასტრო კოდი | 56.14.42.341 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | სარგებლობაში გადაცემის ვადა | 4 წელი | ტელეფონის ნომერი | 0(355)232311 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | განცხადებისმიღებისადგილი: ქალაქი სიღნაღი, დავით აღმაშენებლის მოედანი №2, მუნიციპალიტეტის შენობა, პირველი სართული, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახური. განცხადებების მიღება დაიწყება 31 ივლისს 14 საათზე და შეწყდება 29 აგვისტოს 12 საათზე. აუქციონი ჩატარდება იმავე დღეს 13 საათზე. საბანკო რეკვიზიტები ბე-ს და ბილეთის ღირებულებისათვის, აგრეთვე აუქციონში გამარჯვებულისთვის: სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია საიდენტიფიკაციო კოდი 240417223, ს.ს. ლიბერთი ბანკის სიღნაღის ფილიალი, საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების იჯარის გადასახადებზე 300523047. აუქციონშიმონაწილეობა: აუქციონში მონაწილეობა შეუძლიათ ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ან პირთა გაერთიანებებს რომელთა ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრატორს უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) ფორმის მიხედვით შევსებული განაცხადი (განაცხადის ფორმას გასცემს მუნიციპალიტეტის მერია). ბ) „ბე“-ს და მონაწილის ბილეთის ფასის შენატანის დამადასტურებელი საბანკო ქვითრები. გ) პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი. დ) განაცხადის შევსების მომენტისათვის მოქმედი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირებისათვის). ე) ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ მონაწილეობის მსურველი მოქმედებს სხვა პირის სახელით. სააუქციონო კომისიის ზონარგაყრილ წიგნში განაცხადის რეგისტრაციის მომენტიდან, განმცხადებელი იძენს აუქციონში მონაწილის სტატუსს. საუკეთესო წინადადებების გამოვლენის კრიტერიუმია: გამოცხადებულ საწყის ფასზე „ბიჯის“ დანამატის შედეგად მაქსიმალური ფასის შეთავაზება. ქონება ითვლება სარგებლობაში გადაცემულად აუქციონის იმ მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასს შესთავაზებს. იჯარის აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია აუქციონში გამარჯვების ოქმის გაფორმებიდან 15 კალენდარული დღეში ქონების მმართველთან გააფორმოს იჯარის ხელშეკრულება, ხოლო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გადაიხადოს ქირის წლიური საფასურის 1/12 ნაწილი ყოველთვიურად ხელშეკრულებით განსაზღვრული რიცხვისათვის. აუქციონში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის გადასახდელი ქირის ოდენობაში. თუ პირი დადგენილ ვადებში არ გააფორმებს იჯარის ხელშეკრულებას, მას არ გადაეცემა სარგებლობის უფლება და შეტანილი „ბე“ არ დაუბრუნდება. ობიექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურში. ტ. 0(355) 23 23 11 სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია |
მოკლე აღწერილობა | ქ.სიღნაღი, ერეკლე მეორეს მოედანი, შადრევანის მიმდებარე 75 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. №56.14.42.341. იჯარის ვადა − 4 წელი. |
პირობა | აუქციონის პირობა: ფართზე ღია ტიპის ე.წ. „საზაფხულო“ კაფის მოწყობა. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |