ამობეჭდვის თარიღი: 27.09.2024 02:22:11
კატეგორია: სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ახლოლალოს მიმდებარე ტერიტორია, „ახლოლალოს“ ტუფის (სხვა საშენი მასალა) გამოვლინება (კატეგორია - P, მოსაპოვებელი წიაღისეულის ჯამური მოცულობა – 139 140 მ3).
განაცხადის #:275OTH318
აუქციონის #: 275
ლოტის #: 3
დაწყება/დასრულება: 22/10/2018 12:00 - 22/10/2018 18:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 9977GEL
დასრულების დრო: 22.10.2018 18:00:00
გაყიდვის ფასი : 21508.3000 GEL
საწყისი ფასი: 19553 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 1955.3 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო
მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N 150
ტელეფონი: 971-(032)2950030
თვისებები
ქვეყანასაქართველოქუჩა(დასახელება/ნომერი)მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ახლოლალოს მიმდებარე ტერიტორია
Rs რუკის მხარდაჭერა-გადახდის პერიოდი15
ტელეფონის ნომერი2439557
;
აღწერილობა
აღწერილობა

ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ: 

) მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში(არ დადებს მინიმუმ ერთ ბიჯს); ) გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას.

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულზე შესაბამისი ლიცენზია გაიცემა მის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული თანხის გადახდის დადასტურებიდან 30 კალენდარულ დღის ვადაში.

გთხოვთ, ისარგებლოთ eauction.ge-ის ანგარიშსწორების ახალი სისტემით: საგარანტიო თანხის ღირებულების  გადახდა შესაძლებელია საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით და სს „ლიბერთი ბანკში“ ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით. ორივე მეთოდით გადახდილი (ზუსტი ფორმით) თანხა ავტომატურად  აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში. გადახდის განსახორციელებლად  მომხმარებელი ბანკში წარადგენს ლოტის განაცხადის ნომერს (რომელზეც სურს რომ  მოახდინოს გადახდა) და აუქციონზე რეგისტრირებული მომხმარებლის მონაცემს (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/საინდიფიკაციო კოდი).

დამატებითი ინფორმაციისათვის  მოგვმართეთ:   (+995) 32 2601 601   ან (+995) 32  243 95 57
მოკლე აღწერილობა
პირობა

საგარანტიო თანხა მოიცავს 200 ლარიან სალიცენზიო მოსაკრებელს.

სარგებლობის ლიცენზიის ვადა 10 წელი.

ა) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება უნდა განხორციელდეს წინასწარ შედგენილი წიაღით სარგებლობის   პროექტის მიხედვით.
) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირება განახორციელოს  ძარაგადახურული ავტომობილებით, ასევე დასახლებულ პუნქტებში სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირებისას უზრუნველყოს საავტომობილო გზის პერიოდული მორწყვა,  რათა თავიდან იქნეს აცილებული მტვრის გაფრქვევა დასახლებულ პუნქტებში;
) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია არ დააზიანოს შიდა სასოფლო გზები, ხოლო დაზიანების შემთხვევაში მოახდინოს მისი აღდგენა-რეაბილიტაცია.
) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს სალიცენზიო მიწის ნაკვეთზე დაზიანებული ნიადაგის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეკულტივაციის ღონისძიებების ჩატარება.
) ექსპლუატაციის დროს მეწყრული პროცესების გააქტიურების დროს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა მოხდეს სამუშაოების შეჩერება,  სათანადო ღონისძიებების დასახვა და განხორციელება.
) ობიექტის დამუშავება უნდა მოხდეს ქვეყანაში მოქმედი სამთო საქმისთვის მიღებული ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების და წესების დაცვით.
) ობიექტის დამუშავების დროს მოხსნილი ნიადაგის ფენა და ფუჭი ქანი  უნდა დასაწყობდეს ტერიტორიის რეკულტივაციის მიზნით მისი შემდგომი გამოყენებისათვის.
) ლიცენზიის მფლობელს წიაღისეულის მოპოვების პერიოდში ეკრძალება გზის გვერდულებზე მასალის დასაწყობება, სამშენებლო ნარჩენების დაყრა, მანქანა-მექანიზმების გაჩერება და დგომა.
ი) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია წიაღითსარგებლობის განხორციელებისას გეოდინამიკური სიტუაციის გართულების (ასეთის არსებობის) შემთხვევაში შეასრულოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების შესაბამისი მითითებები;
კ) ლიცენზიის მფლობელმა უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება -საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2018 წლის 16 ივლისის MIA 1 18 01698896 წერილით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება.
ლ) ლიცენზიის მფლობელმა შეასრულოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის „გარემოს დაცვის შესახებ“, ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” და „წიაღის შესახებ“  საქართველოს კანონებით და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით  დადგენილი სხვა მოთხოვნები.  ამასთან, ,,წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წიაღით სარგებლობისას იშვიათი მეცნიერული ან ესთეტიკური ფასეულობის ობიექტების აღმოჩენის შემთხვევაში შეაჩეროს სამუშაოები და დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს.
მ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ შესაბამისი ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით).
ნ) დაცული იქნეს საქართველოს კანონებით, ბუნებრივი რესურსით სარგებლობისათვის საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით  და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი პირობები, აგრეთვე ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი მოთხოვნები.

აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში.
;