ამობეჭდვის თარიღი: 27.09.2024 02:24:40
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტის საჯარო სკოლის ბუფეტი
განაცხადის #:99081OAR55937018
აუქციონის #: 99081
ლოტის #: 559370
დაწყება/დასრულება: 17/10/2018 10:00 - 24/10/2018 13:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 190.00GEL
დასრულების დრო: 24.10.2018 13:00:00
გაყიდვის ფასი : 1895.0000 GEL
საწყისი ფასი: 1890 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 5 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტის საჯარო სკოლა
მისამართი: ქ.ზუგდიდი / სოფ. ერგეტა
ტელეფონი: 995-577628920
თვისებები
სართული1ლოჯი-
TV-ცხელი წყალი-
გათბობა-კვადრატულობა(მ²)42.00
წყალი და კანალიზაცია-ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება-
ლიფტი-ბუხარი-
აივანი-Rs რუკის მხარდაჭერა-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
ოთახების რაოდენობა2ქვეყანასაქართველო
ქალაქიზუგდიდიქუჩა(დასახელება/ნომერი)სოფ. ერგეტა
შენობის პროექტიარასტანდარტულიშენობის მდგომარეობასარემონტო
სათავსო-სარგებლობაში გადაცემის ვადა36 თვე
ტელეფონის ნომერი577628920
;
აღწერილობა
აღწერილობა

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით საკონტაქტო პირს.

 

საკონტაქტო პირი: აკაკი როგავა   577 62 89 20

მოკლე აღწერილობა

იჯარით გაიცემა სსიპ -  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტის საჯარო სკოლის პირველ სართულზე მდებარე (ოთახი N1 28 კვ.მ. და ოთახი N2 15 კვ.მ. სულ 42 კვ.მ.) 42.00 კვ.. ფართი, სასკოლო კვების ობიექტის (ბუფეტის), (ინვენტარით  10 სკამი და 5 მაგიდა) ფუნქციონირების მიზნით;

ფართი გაიცემა სამი წლის ვადით კვების ობიექტის (ბუფეტის) ფუნქციონირებისათვის.

პირობა

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

 

1. 42 კვ.. (ოთახი N1 28 კვ.მ. და ოთახი N2 15 კვ.მ.) ფართი, (ინვენტარით 10 სკამი და 5 მაგიდა) იჯარით გაიცემა განსაზღვრული ნებადართული საქმიანობების განხორციელების მიზნით, კერძოდ:

     1.1.  სასკოლო კვების ბლოკი (ბუფეტი);

     1.2. ფართი იჯარით  სამი წლის ვადით სასკოლო ბუფეტის ფუნქციონირებისთვის.

 

2. საწყისი ფასი ჯამურად შეადგენს იჯარის ფორმით ფართით სარგებლობის 36 თვის საიჯარო გადასახადს;

 

3. ფართი იჯარით გაიცემა 36 (ოცდათექვსმეტი) თვით;

 

4. საიჯარო ქირაში არ შედის კომუნალური გადასახადის (ელექტროენერგიის) გადასახადი, რომელიც დამოუკიდებლად უნდა გადაიხადოს მოიჯარემ.

 

5. მოიჯარეს ეკისრება ვალდებულება მოახდინოს კვების ბლოკის (სასკოლო ბუფეტის) ოთახების რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა:

     5.1. მეტლახი (ხაოიანი) ან/და გრანიტის ფილები - 30 კვ.მ.

     5.2. ხის კარების შეღებვა 4.75 კვ.მ.

     5.3. კანალიზაციის მოწყობა დ=100 მმ. - 40 მეტრი.

     5.4. პლასმასის წყალსადენი მილი დ=25 მმ - 40 მეტრი.

     5.5. სამღებრო სამუშაოები 140 კ.ვ. მ.

     5.6. ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები: სანათი-4; შტებსელი-1; გამომრთველი-2; კაბელი-30 მ; კაბელკანალი-30 მ.

 

6. მოიჯარეს ფართის რეაბილიტაციისთვის გაწეული ფულადი დანახარჯი ჩაეთვლება საიჯარო ქირაში:

 

7. მოიჯარეს საიჯარო ქირაში ჩაეთვლება ის ფულადი ხარჯი რომელზედაც წარმოადგენს:

     7.1. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი ან/და ჩეკი);

     7.2. სასაქოლო ზედნადები ან/და ანგარიშფაქტურა;

 

8. მოიჯარე ვალდებულია, სკოლის შენობას და ინვენტარს, დაიცვას ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმები, დამოუკიდებლად გადაიხადოს კომუნალური გადასახადები. (მოახდინოს  განმხოლოება ელექტროენერგიის მრიცხველის) და მისი საქმიანობით ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესის  ნორმალურ წარმართვას;

 

9. მოიჯარე ვალდებულია თავად აღჭურვოს საიჯარო ფართი შესაბამისი ინვენტარითა და აღჭურვილობით დაუზრუნველყოს ბუფეტის ფუნქციონირება ყველა სასწავლო დღეს;

 

10. ბუფეტში არ დაუშვას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 05 მაისის N410 ბრძანებით აკრძალული პროდუქტების გამოყენება/გაყიდვა:

ა) სასკოლოკვებისორგანიზებისას აიკრძალოს  შემდეგი პროდუქტების  გამოყენება:

ა.ა) საღეჭი რეზინი, კანფეტები, შოკოლადი, არომატიზებული წასახემსებლები (მაგ. ჩიფსები, ჟელიბონი და ა.შ.), გარდა თხილეულის, ხილისა და ბოსტნეულის, რომელთაც აქვთ დამატებული მარილი, შაქარი ან ცხიმი;

ა.ბ) მაიონეზით შეზავებული  პროდუქცია;

ა.გ) სოკო ნებისმიერი ფორმით;

ა.დ) დაკონსერვებული პროდუქტები;

ა.ე) კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი;

ა.ვ) გაზიანი სასმელები, გარდა გაზიანი მინერალური წყლისა;

ა.ზ) თერმულად დაუმუშავებელი კვერცხი.

 

11. სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" წერილობითი მოთხოვნიდან არა უმეტეს 2 (ორი) კვირის ვადაში გაუქმებულ იქნებამოიჯარესთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება;

 

12.  მეიჯარეს უფლება აქვს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინიტროს მოთხოვნის საფუძველზე ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ ირღვევა ბავშვთა უსაფრთხოებასთან  და უფლებებთან დაკავშირებული რეგულაციები;

 

13. გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას;

 

14. თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს;

 

15. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში;

 

16. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

 

17. სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა.                                         

 

18. მოიჯარე ვალდებულია საკუთარი საქმიანობა წარმართოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 27 ოქტომბრის N 01-306/ოჯანსაღი და უსაფრთხო კვება სკოლაში“ - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) დამტკიცების შესახებ ბრძანებით დამტკიცებული დანართის შესაბამისად.

 

19. მოიჯარე ვალდებულია დაიცვას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის  05 მაისის N410  ბრძანებით  დამტკიცებული რეკომენდაციები სასკოლო კვების ორგანიზების შესახებ:

ბ) მიზანშეწონილია სასკოლოკვებისორგანიზებისას გამოყენებულ იქნეს:

ბ.ა) შემდეგი სასმელები: წყალი; ხილის წვენი; ხილის კომპოტი; კისელი; ფერმენტირებული რძის სასმელი (იოგურტი); ხილის წვენითა და დაბალცხიმიანი რძით ან იოგურტით დამზადებული სასმელები (სასურველია გამდიდრებული კალციუმით); ჩაი და კაკაო.

ბ.ბ) ხილი და ბოსტნეული.

 

20. აუქციონატორსა და აუქციონში გამარჯვებულ პირს შორის იჯარის ხელშეკრულება გაფორმდება აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში.

 

21. მოიჯარე თავისუფლდება სასკოლო არდადეგების პერიოდში (ივლისი, აგვისტო) საიჯარო გადასახადის გადახდისაგან.

 

მიმაგრებულ ფაილებში ასევე, იხილეთ  სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონულია უქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება

;