ამობეჭდვის თარიღი: 28.04.2025 20:24:55
კატეგორია: სხვა ტიპის იჯარა
გაყიდვის ტიპი: საჯარო აუქციონი
დასახელება:არამუშა ფარეხის 50 ერთეული ცემენტმზიდი ვაგონის იჯარა
განაცხადის #:12GUC118
აუქციონის #: 12
ლოტის #: 1
საქმის ნომერი: იჯარა
რაოდენობა: 50
დაწყება/დასრულება: 09/11/2018 14:00 - 29/11/2018 14:00
საგარანტიო თანხა: 49509GEL
მიმდინარე ფასი : 1651 GEL
საწყისი ფასი: 1651 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 83 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: საქართველოს რკინიგზა
მისამართი: ქ.თბილისი, თამარ მეფის გამზ. #15
ტელეფონი: 995-
თვისებები
ქალაქითბილისიქვეყანასაქართველო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქ. თბილისი თამარ მეფის გამზირი N15საქმის ნომერიიჯარა
რაოდენობა50გადახდის პერიოდი20
სარგებლობაში გადაცემის ვადა1ტელეფონის ნომერი591190303
;
აღწერილობა
აღწერილობა

"მოიჯარე" ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ვადაში, სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, განახორციელოს "მეიჯარის" საბანკო ანგარიშზე თანხის დეპონირება 33 750  (ოცდაცამეტი ათას შვიდასორმოცდაათი) აშშ დოლარის ოდენობით, ან ამავე თანხაზე რეზიდენტი ბანკის მიერ გაცემული/დამოწმებული უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენა და ამავე ვადაში "მეიჯარეს" წარუდგინოს მასთან წინასწარ შეთანხმებული შინაარსის საიჯარო ქონების დაზღვევის პოლისი, იმ პირობების გათვალისწინებით, რომლის შინაარსიც გამოქვეყნებულია ლოტის საინფორმაციო ველში. (იხ. მიმაგრებული ფაილები "იჯარის ხელშეკრულება" და "სააუქციონო პირობები"). სადაზღვევო პოლისის მიზნებისათვის, საიჯარო ქონების ჯამური საბაზრო ღირებულება შეადგენს 675 000  (ექვსასსამოდათხუთმეტი ათას) აშშ დოლარს.

საბანკო გარანტიის/პოლისის მოქმედების ვადა 120 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს იჯარის ვადას. ვაგონების „მოიჯარესათვის“ გადაცემა განხორციელდება ეტაპობრივად, ,,მეიჯარისაგან“ ვაგონების გადაცემის მზადყოფნის შესახებ „მოიჯარისათვის“ შეტყობინების გაგზავნიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, რაზედაც მხარეები ადგენენ შესაბამის მიღება-გადაცემისაქტ(ებ)ს. შეტყობინების გაგზავნას, „მეიჯარე“ განახორციელებს მას შემდგომ, რაც „მოიჯარე“უზრუნველყოფს საგარანტიო თანხის დეპონირებას/საბანკო გარანტიის წარმოდგენას და სადაზღვევოპოლისისწარმოდგენას, რომლის დებულებებიც შესაბამისობაში იქნება იჯარის ხელშეკრულების პირობებთან. მიღება-გადაცემის აქტის ხელმოწერის შემდგომ, ვაგონების პირველად (ერთჯერადად) ტრანსპორტირებას, საქართველოს რკინიგზის ფარგლებში „მოიჯარის“ მოთხოვნის საფუძველზე, უზრუნველყოფს „მეიჯარე“, საკუთარი სახსრებით.

საიჯარო ვაგონების კურსირების პოლიგონი განისაზღვრება 1520 მმ-ის სიგანის ლიანდის მქონე შემდეგი ქვეყნების სარკინიგზო ადმინისტრაციებით: ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნები, სნგს წევრი ქვეყნები, ბალტიისპირეთის ქვეყნები; საქართველო და უკრაინა. დაუშვებელია, მითითებული კურსირების პოლიგონის გარდა, საიჯარო ვაგონების გადაგზავნა სხვა სარკინიგზო ადმინისტრაციების დანიშნულებით. ვაგონების სარკინიგზო ადმინისტრაციების საინფორმაციო გამოთვლით ცენტრში (ИВЦЖА) (კურსირების შეთანხმებას) გადარეგისტრირებას და საჭიროების შემთხვევაში გეგმიური (სადეპოო, კაპიტალური, მათ შორის საექსპლუატაციო ვადის გაგრძელებით), მიმდინარე რემონტების რეგისტრაციის ხარჯებს ანაზღაურებს „მოიჯარე“.

მოკლე აღწერილობა

სს "საქართველოს რკინიგზა" აცხადებს საჯარო აუქციონს, ინვენტარული არამუშა ფარეხის 50 ერთეული ცემენტმზიდი ვაგონის, 1 წლის ვადით, იჯარის ფორმით დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის მიზნით. საწყისი თანხა წარმოადგენს 50 ერთეული ვაგონის სადღეღამისო საიჯარო ქირას დღგ-ს ჩათვლით.

პირობა

საჯარო აუქციონი ჩატარდება სს "საქართველოს რკინიგზის" ადმინისტრაციულ შენობაში, 2018 წლის 29 ნოემბერს 14 საათზე. აუქციონში მონაწილეობისათვის ბილეთის ფასი შეადგენს 200 ლარს. განაცხადების მიღების ადგილია ქ. თბილისი სურამის ქ. N7. სს "საქართველოს რკინიგზის" გამოთვლითი ცენტრის შენობა, მე-7 სართული (+995) 591199190;

განაცხადების მიღების ვადაა 2018 წლის 9 ნოემბრიდან 2018 წლის 29 ნოემბრის 12 საათამდე. განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით. აუქციონის ჩატარების დღემდე 10:00 საათიდან, 18:00 საათამდე, ხოლო აუქციონის ჩატარების დღეს 10:00 დან 12:00 საათამდე;

საჯარო აუქციონში  მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ან კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, ან ამ პირთა გაერთიანებას;

საჯარო აუქციონის დასრულების დღიდან, 10 კალენდარული დღის ვადაში, ქონების მესაკუთრესა და საჯარო აუქციონში გამარჯვებულს შორის, ფორმდება იჯარის ხელშეკრულება ქონების დროებით სასყიდლიანი ფორმით გადაცემის თაობაზე, იმ პირობების გათვალისწინებით, რომლის შინაარსიც გამოქვეყნებულია ლოტის საინფორმაციო ველში. (იხ. მიმაგრებული ფაილი "იჯარის ხელშეკრულება"და "სააუქციონო პირობები"). საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდება აშშ დოლარში, აუქციონის ჩატარების დღისთვის არსებული, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ (ლარი/აშშ დოლარი) დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად.

 იჯარით გადასაცემი ქონებისა და აუქციონის პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სს "საქართველოს რკინიგზაში". ქ. თბილისი, თამარ მეფის გამზირი N15. საკონტაქტო ტელეფონები: სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე(+995)591 190303, ფინანსურ საკითხებზე (+995) 577 621175, ვაგონების ტექნიკურ მდგომარეობაზე (+995) 591 199388, ვაგონების გადაზიდვასთან დაკავშირებულ საკითხებზე (+995) 591 19 9889.იურიდიულ საკითხებზე (+995) 591 199190, (+995) 577 647080.

 

;