ამობეჭდვის თარიღი: 13.05.2025 14:14:48
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე არსებული მაღაზიის ფართი
განაცხადის #:27104ADT57073118
აუქციონის #: 27104
ლოტის #: 570731
დაწყება/დასრულება: 20/12/2018 16:10 - 25/12/2018 18:43
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 1000.00GEL
დასრულების დრო: 25.12.2018 18:43:00
გაყიდვის ფასი : 2200.0000 GEL
საწყისი ფასი: 2000.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 200.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
მისამართი: საქართველო, თბილისი, რ. თაბუკაშვილის ქ. #5
ტელეფონი: 971-790890377
თვისებები
სართული1TV-
ცხელი წყალი+გათბობა+
სველი წერტილები1ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება+
ლიფტი-ბუხარი-
ჭერის სიმაღლე3აივანი-
ლოჯი-კვადრატულობა(მ²)22
საკადასტრო კოდი66 57 01 048Rs რუკის მხარდაჭერა-
წყალი და კანალიზაცია+ელექტრო მომარაგება+
ბუნებრივი გაზი-ოთახების რაოდენობა1
ქვეყანასაქართველოქალაქიგორი
ქუჩა(დასახელება/ნომერი)სოფელი ქვახვრელიშენობის პროექტიარასტანდარტული
შენობის მდგომარეობაახალი გარემონტებულისათავსო-
შეფასების თანხა2000.00სარგებლობაში გადაცემის ვადა1 წელი
ტელეფონის ნომერი593380090
;
აღწერილობა
აღწერილობა

      საიჯაროფართი მოიცავს 22 კვმ.

       ფართში განთავსებულია:

      დაკიდებული თარო - სიმაღლე რეგულირებადი.სიგანე200სმ.

      ვიტრინა-საერთო სიგრძე 470სმ. სიმაღლე 100სმ. სიღრმე 40სმ.ვიტრინა მიბმუილია სალაროს მაგიდაზე (საერთო სიგრძე მოცემულია  ამის გათვალიწინებით)         ვიტრინას გააჩნია სამი ორფრთიანი კარი.


პირობა

ელექტრონულ აუქციონში მონაწილე პირი ვალდებულია წინასწარ გაეცნოს წინამდებარე სააუქციონო პირობებს.

    1. აუქციონში გამარჯვებულ პირთან,  წინამდებარე სააუქციონო პირობების გათვალიწინებით 3 დღის ვადაში ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.

     2. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის ვადაში წინასწარ გადაიხადოს 2 თვის საიჯარო ქირა;

      3. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 დღის ვადაში საიჯარო ხელშეკრულება დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრის ეროვნული   სააგენტოში კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;

      4. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში უზრუნველყოს ელექტრო ენერგიის მომხმარებლის აბონენტად რეგისტრაცია.

     5. წინასწარ გადახდილი საიჯარო ქირა მოიჯარეს ეთვლება ბოლო 2 თვის საიჯარო ქირის გადასახდში;

     6. წინასწარ გადახდილი საიჯარო ქირა და მოიჯარეს უკან არ უბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა გამოწვეულია მოიჯარის მიერ სააუქციონო და სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობით;

      7. საიჯარო ქირა გადახდილ უნდა იქნეს თვეში ერთხელ, არა უგვიანეს ყოველი თვის 10 (ათი) რიცხვისა. გადახდის ვადა აითვლება ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან.

     8.მოიჯარე  ვალდებულია მეიჯარის  პირველივე მოთხოვნისთანავე გაათავისუფლოს  იჯარით გადაცემული ქონება შეტყობინების მიღებიდან  2 კვირის ვადაში.

      9.საიჯარო ქირის გადახდა მოიჯარეს არ ათავისუფლებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადისა და საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული სხვა გადასახდელებისაგან.

     10.იჯარის ვადის გასვლის შემდგომ მოიჯარე ვალდებულია ქონება დააბრუნოს და მესაკუთრის მოთხოვნის შემთხვევაში, მოიყვანოს იგი პირვანდელ მდგომარეობაში.

     11. მოიჯარე ვალდებულია, ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2კვირის ვადაში უზრუნველყოს საიჯარო ქონების ფუნქციონირება  მეიჯარის მიერ დადგენილი შემდეგი ძირითადი პირობების შესაბამისად:

ა) საიჯარო ფართში უზრუნველყოს სუვენირების მაღაზიის გამართული ფუნქციონირება;

ბ) დაიცვას სისუფთავე საიჯარო ფართში და მის მთელ პერიმეტრზე;

გ) უზრუნველყოს მაღაზიის მუშაობა ყოველდღე გარდა ორშაბათისა, ასევე სახელმწიფო და სხვა ოფიციალური უქმეების დროს უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის მუშაოების განრიგის შესაბამისად.

გ) უზრუნველყოს მომსახურე პერსონალის აღჭურვა ყველა სათანადო ატრიბუტიკით (სააგენტოს ლოგოიანი მაისური/პერანგი);

დ) უზრუნველყოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ხარისხიანი მომსახურება, მაღაზიის მომსახურე პერსონალი უნდა გამოირჩეოდეს ვიზიტორებისადმი ყურადღებითა და კეთილგანწყობილი დამოკიდებულებით;

     ი) მაღაზიაში მომუშავე პერსონალი ვალდებულია ფლობდეს რუსულს და ინგლისურს საშუალო (pre-intermediate) დონეზე;

   კ) მაღაზიაში პროდუქციის სახეობების შეტანა მოიჯარემ უნდა განახორციელოს მეიჯარესთან შეთანხმებით. მეიჯარე იტოვებს უფლებას განსაზღვროს მაღაზიაში დასაშვები პროდუქციის სახეობები და რაოდენობა. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუთანხმებლობა ჩაითვლება ხელშეკრულების დარღვევად.

ლ) მაღაზიაში უნდა გაიყიდოს მეიჯარესთან შეთანხმებული სახეობის სუვენირები, მათ შორის უფლისციხის მუზეუმში დაცული ექსპონატების მინაბაძები.  სუვენირებს უნდა გააჩნდეთ ტურისტისათვის საინტერესო მახასიათებლები -  საქართველოს დროშის, გერბის, რომელიმე ღირსშესანიშნაობის გამოსახულება.

მ) მაღაზიაში უნდა მოქმედებდეს  შემდეგი სახის მომსახურეობის პრინციპი: კლიენტი ირჩევს  პროდუქტს, აცნობებს გამყიდველს, რომ უნდა აღნიშნული პროდუქტის შეძენა. საჭიროების შემთხვევაში,  გამყიდველი ვალდებულია კლიენტს მიაწოდოს სრული ინფორმაცია პროდუქტის შესახებ  (გააკეთოს პროდუქტის მცირე პრეზენტაცია, აუხსნას კლიენტს პროდუქტის ფასეულობა) გამყიდველი აღნიშნულ პროდუქტს გაუმზადებს კლიენტს  წასაღებად და ანგარიშსწორების შემდეგ გადასცემს მას.

     ნ) გამყიდველი აუცილებლად უნდა ფლობდეს სრულ ინფორმაციას ყველა სარეალიზაციო სუვენირზე (ისტორია);

ო) კლიენტს შეძენილ პროდუქციასთან ერთად აუცილებლად უნდა გადაეცეს სალარო აპარატის ჩეკიც.

პ) მაღაზიაში არსებულ მონიტორზე სასურველია იტრიალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებულმა კლიპებმა.

ჟ) მაღაზიის ინტერიერის შეცვლის  სურვილის შემთხვევაში, მოიჯარე  ვალდებულია მეიჯარის წარმომადგენლებს შეუთანხმოს მოსალოდნელი ცვლილების შესახებ.

 რ)მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს მეიჯარის მიერ მიწოდებული პროდუქციის  (სააგენტოს პროდუქცია - გამოცემები,სუვენირები და სხვა)  რეალიზაცია, საკუთარ პროდუქციასთან ერთად. მოიჯარემ, ასევე უნდა უზრუნველყოს ზემოთხსენებული პროდუქციის რეალიზაციების  ფასების შეთანხმება მეიჯარესთან და რეალიზებული პროდუქციისა და ნაშთების წარმოდგენა ეროვნულ სააგენტოს შესაბამის სამსახურში - ყოველი თვის არაუგვიანეს 7 რიცხვისა.

ს) მოიჯარე იღებს პასუხისმგებლობას, მეიჯარის საჭიროების შემთხვევაში დაუთმოს იჯარით აღებული ფართი,  წინასწარ შეთანხმებული დროით (არაუმეტეს წელიწადში 15 დღისა) მეიჯარეს საქმიანობის წარმართვისათვის.

12.მოიჯარე ვალდებულია დაიცვას მეიჯარის მიერ დადგენილი შემდეგი აკრძალვები:

ა) საიჯარო ფართში  იკრძალება მოიჯარის მიერ მეიჯარის თანამშრომლის დასაქმება.

13.აიჯარო ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში სარგებლობის უფლების  მიმღებ პირს არ უბრუნდება შემოტანილი თანხა და არ უნაზღაურდება გაწეული ხარჯები.

14. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებულიპირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს „ბე“ ანწარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვისგადახდილი „ბე“ ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკოგარანტია სრულად ირიცხება განმკარგავის ბიუჯეტში.

15. საწყისი საიჯარო ფასი შეადგენს 2000 ლარს ყოველთვიურად. აუცილებელი პირობაა საჯარო თანხის ყოველთვიურად ჩარიცხვა.


მოკლე აღწერილობასაიჯარო ფართი მდებარეობს გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში. ტერიტორია წარმოადგენს უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალის ნაწილს.
;